ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები

ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

რადგანაც ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა, სწრაფვა სრულყოფისაკენ, პირველსახის ანუ ღვთისაკენ იმთავითვე მის თანდაყოლილ ბუნებრივ თვისებად იქცა. ამიტომაც სურვილი განვითარებისა და წინსვლისა თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჭეშმარიტი ამაღლება და ჩვენი ყოველი მოქმედებაც აქედან გამომდინარე უნდა შეფასდეს. რადგანაც ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

"დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ", განაბრწყინვა იგინი ნათლითა, შეამკო, აღავსო და განასრულა ყოვლითა სიკეთითა. მთელი ხილული სამყაროს წარმოშობას ღვთის სიტყვა ედო საფუძვლად, მხოლოდ ადამიანი შეიქმნა ყოვლადწმიდა სამების წინასწარი ბჭობით: "და თქუა ღმერთმან, ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბადება 1,26). დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანი გვირგვინია ქმნილებისა. ცოდვით დაცემის მიუხედავად ღმერთს მაინც უყვარს იგი. იესო ქრისტეს განკაცება, ამისი ნათელი დადასტურებაა, რამეთუ "ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ" (იოვანე 3,16). ადამიანი გვირგვინია ქმნილებისა. ცოდვით

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანისათვის უმაღლეს ბედნიერებას სხვა ადამიანისთვის სიხარულის მინიჭება წარმოადგენს. ადამიანისათვის უმაღლეს ბედნიერებას სხვა

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანში არ კვდება სინდისი (მას ღვთის ხმასაც უწოდებენ) და ეს გრძნობა ყოველთვის მიახვედრებს მას, სწორად იქცევა თუ არა. ადამიანში არ კვდება სინდისი (მას ღვთის ხმასაც

ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. იგი შეიძლება ზეცამდეც ამაღლდეს და შეიძლება ქვესკნელამდეც დაეცეს, მაგრამ ყველაზე ცოდვილმა კაცმაც უნდა იცოდეს, რომ ფეხზე წამოდგომა შესაძლებელია და ამიტომ უფლის შეწევნით, გამოსწორების იმედი არ უნდა დაკარგოს. ამის საწინდარი კი არის ის, რომ ადამიანში არ კვდება სინდისი (მას ღვთის ხმასაც უწოდებენ) და ეს გრძნობა ყოველთვის მიახვედრებს მას, სწორად იქცევა თუ არა. ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს.

ადამიანი ყოველ წუთს, ყოველ წამს დგას არჩევანის წინაშე – გაიმარჯვოს საკუთარ თავზე, თავის დაცემულ ბუნებაზე, თუ კიდევ უფრო დაიმძიმოს მდგომარეობა და წარწყმედისაკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს. ადამიანი ყოველ წუთს, წამს დგას არჩევანის


აი, ამისი საშუალება მოგვცა ძე ღვთისამ!

ადამის მოდგმას, დაცემულ ანგელოზთაგან განსხვავებით, მიეცა შესაძლებლობა სულის ხორცში ყოფნის გამო (ამქვეყნად ხორციელად მყოფობის ჟამს), გამოესყიდა დანაშაული და მაცხოვრის მსხვერპლშეწირული სიყვარულის მადლით, გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ცოდვათაგან გათავისუფლებული კვლავ ძველ დიდებას დაბრუნებოდა.
აი, ამისი საშუალება მისცა ძე ღვთისამ და ძე კაცისამ ადამის მოდგმას თავისი ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით. ადამის მოდგმას, დაცემულ ანგელოზთაგან

ყოველი პიროვნება განუმეორებელია, დაჯილდოებულია მარადიული სოცოცხლით, შემოქმედებითი უნარითა და თავისუფალი ნებით. ყოველი პიროვნება განუმეორებელია


ამქვეყნად ადამიანზე ძვირფასი არაფერია

ახლა უკვე ყველა აღიარებს, რომ ამქვეყნად ადამიანზე ძვირფასი არაფერია, რომ იგია საზომი საზოგადოებრივი და მატერიალური ყოველგვარი სიმდიდრისა. თვით ისტორიაც სულ უფრო ხშირად განიხილება არა როგორც საზოგადოების ისტორია, არამედ, როგორც ადამიანის განვითარებისა და სულიერი სრულყოფის ისტორია. ახლა უკვე ყველა აღიარებს, რომ ამქვეყნად

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

2