გონება - ციტატები, გამონათქვამები
გონება - ციტატები, გამონათქვამები გონება, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
38. სიყვარული და თავშეკავება გონებას უბიწოდ იცავს საგნებთან ურთიერთობაშიც და მათზე ფიქრის დროსაც.
33. გონების მანკიერების საფუძველია, პირველ რიგში, არასწორი ცოდნა, მეორე - საყოველთაოდ აუცილებლის უცოდინრობა, (ამას ვამბობ ადამიანის გონებასთან დაკავშირებით, რამეთუ ანგელოზთათვის არაა ნიშანდობლივი რაიმეს ნაწილობრივი ცოდნა); მესამე ... იხილეთ სრულად
23. ქმნილებები გონების მიღმა არიან, მათი განჭვრეტა კი გონებაში ხდება. მაგრამ დაუსაბამო, უკიდეგანო და გამოუთქმელ ღმერთში ასე არ ხდება, იგი ყველა მისით არსებულს სიცოცხლეს, კეთილდღეობასა და უკვდავებას ანიჭებს.
97. წმინდა გონება უმწიკვლოდ უცქერის საგნებს, მოზომილად წარმოთქმული სიტყვა ნანახს ისე გადმოცემს, თითქოს სხვისი თვალით უცქერდეს, ხოლო მახვილი ყურთასმენა კარგად გაიგონებს ნათქვამს. სამივე ამ თვისების არმქონე კი მთქმელს გაკიცხავს.
78. ნუ გამოიყენებ ბოროტად აზრებს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში საგნებიც ბოროტად არ გამოიყენო, რამეთუ ჯერ თუ გონებით არ შესცოდე, საქმით არასდროს შესცოდავ.
73. საგნები გონებამიღმადია, ხოლო მათზე ფიქრი კი გონებაში ხდება. ამიტომ მას ძალუძს, ისინი ან კარგად ან ცუდად გამოიყენოს, რამეთუ აზრების ცოდვილ გამოყენებას ნივთების ბოროტი გამოყენება მოსდევს.
64. როგორც სხეული სცოდავს საქმით და თავის გამოსასწორებლად ხორციელი სათნოებანი გააჩნია, რითაც უბიწო ხდება; ასევე გონებაც სცოდავს ვნებიანი ფიქრებით და გამოსასწორებლად სულიერი სათნოებანი გააჩნია და, წმინდად და უმწიკვლოდ უცქერის რა სა... იხილეთ სრულად
48. ვისი გონებაც დაუცხრომელად ღვთისაკენ ილტვის, მას გულისთქმა ღვთის წადილში გადაეზრდება, ხოლო გულისწყრომა კი მთლიანად ღვთის სიყვარულად ექცევა. რამეთუ, ღვთიურ ნათელთან ხანგრძლივი ერთიერთობის შედეგად, გონება სავსებით ნათლითმოსილი ხდ... იხილეთ სრულად
31. დემონები საბაბს სულში არსებულ ვნებათაგან იღებენ, რათა ჩვენში ვნებიანი გულისთქმანი აღძრან. შემდეგ მათი მეშვეობით გონებას ამარცხებენ და აიძულებენ, რომ ცოდვის წადილით დაეცეს. უკვე ამაში დამარცხებული გონება გულისხმისყოფით ცოდვამდე... იხილეთ სრულად
28. ძლიერია ის კაცი, ვინც ცოდნასა და ქმედებას ერთმანეთს უკავშირებს, რამეთუ მაშინ ის ავხორცობას აშთობს და გულისწყრომას ამცირებს, ხოლო ამით გონებას ფრთოვანყოფს და უფალთან ჰგიებს.