სიყვარული მტრისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული მტრისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მტრისადმი, გამონათქვამები
განა არ შეგიყვარდებოდა ის ადამიანი, რომელსაც აწყენინე, მან კი დიდსულოვნად მოგიტევა? ასევე მოექეცი შენც, რათა მტრებისგანაც კი სიყვარული მოიხვეჭო.
ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით ნუ ილხენს შენი გული,
თორემ უფალი დაინახავს და ბოროტებად შერაცხავს, თავის რისხვას შენზე მოაქცევს.
თ. 24-25
ძმას უნდა შეამეცნებინო სიყვარულით, მშვიდად. მშვიდობა იკარგება, თუ სული პატივმოყვარეობს, ან თავს იმაღლებს ძმის წინაშე, ან განიკითხავს ვინმეს, ან ძმას დაუწყებს შეგონებას, მაგრამ არა მშვიდად და არა სიყვარულით; თუ შევჭამთ ბევრს, ან ვი... იხილეთ სრულად
სულიწმიდა ძალიან ჰგავს საყვარელ დედას, მშობლიურს. დედას უყვარს თავისი შვილი და ეცოდება იგი, ასევე სულიწმიდას ვეცოდებით ჩვენ, გვპატიობს, გვკურნავს, გვაფხიზლებს, გვახარებს... და შეიმეცნება სულიწმიდა მორჩილებით ლოცვაში. ვისაც უყვარს ... იხილეთ სრულად
ვისაც სურს ღმერთმა შეისმინოს მისი ლოცვა, როდესაც მის წინაშე წარსდგება ხელაღპყრობილი, უწინარეს ყოვლისა, თვით საკუთარი სულისთვის ლოცვის დაწყებამდე, მთელი გულით მტრებისთვის უნდა ილოცოს. ამ სიკეთისთვის ღმერთი შეისმენს მის ვედრებას, თუ... იხილეთ სრულად
თუ ვინმე იხსენებს თავის შემაწუხებელს, შემასმენელს ან სხვა რაიმე ბოროტის მყოფელს და აძლიერებდეს ბოროტ გულისთქმას მის მიმართ, – ასეთი ეშმაკზე უფრო მეტად ემტერება თავის სულს. თუ არ იქნება მადლიერი ბოროტისმყოფელისა, იგი დიდად ავნებს თ... იხილეთ სრულად
ერთი კაცი მიქაელ მთავარანგელოზს პატივს მიაგებდა და იმიტომ აქებდა, რომ წმიდა მთავარანგელოზი ყოველგვარ სურვილს უსრულებდა. ერთხელაც, იგი მეზობელს წაეჩხუბა და სთხოვა მთავარაგელოზს, რომ ის ხმლით განეგმირა. როცა მისი თხოვნა უპასუხოდ დარ... იხილეთ სრულად
სიამაყისგან იკარგება მადლი ღვთისა, მასთან ერთად კი სიყვარული ღმერთის მიმართ, ასევე შემართება ლოცვაში, მაშინ სული იტანჯება ავი ზრახვებით და არ გაეგება, რომ საჭიროა მორჩილება, საჭიროა მტრებისადმი სიყვარული.
მტერი გძულს შენი? უგუნური ყოფილხარ. რატომ? იმიტომ, რომ როცა მტერი გდევნის, შენ კიდევ უფრო მეტად ედენები შენ თავს შიგნიდან და მითხარი, რაა თუ არა დაუნდობელი ვნება, რომლის "წყალობითაც" საკუთარ თავს იმწარებ მტრის სიძულვილით. შეიყვარე... იხილეთ სრულად