ზემოთ მივმართოთ მზერა, სადაც იესო მჯდომარეა მარჯვენით ღვთისა. დაე, მას უმზერდეს ჩვენი თვალები, რადგან მარადიული და დაუსრულებელი იქ არის და არა აქ, ქვემოთ, სადაც ყოველივე მიწა და მტვერია.
ზემოთ მივმართოთ მზერა, სადაც იესო მჯდომარეა მარჯვენით ღვთისა. დაე, მას უმზერდეს ჩვენი თვალები, რადგან მარადიული და დაუსრულებელი იქ არის და არა აქ, ქვემოთ, სადაც ყოველივე მიწა და მტვერია.
დაე, ვიბრძოლოთ. მებრძოლებს საუკუნო ჯილდო ელით. დაიცავი ცხოვრების სიწმინდე. შეეცადე სოფელი გონებიდან განდევნო და გული ზენა სოფელს მიუახლოო, სადაც საუკუნო სიხარული, მშვიდობა და ნეტარება სუფევს.
ჰოი, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და მეცნიერების სიღრმე! განა რა მივეცით ღმერთს, რომ მის სანაცვლოდ თავისი უკიდეგანო სასუფეველი მოგვმადლოს? ჩვენი ბოროტება? ჩვენი უღმერთობა და საერთოდ, განუზომლად დიდი და დანაშაულებრივი დაცემები? „აღვი... იხილეთ სრულად
ჩვენ ზეცის დასაპყრობად ვართ მოწოდებულნი. საქმე საუკუნო მემკვიდრეობას, ღვთის მემკვიდრეობას ეხება. „რამეთუ ყოველივე მოგვეც ჩვენ".
ამქვეყნიური სიამოვნება დიდი შრომითა და გარჯით მიიღწევა, წამიერ ტკბობას მრავალგვარი უარყოფითი შედეგი მოსდევს. აქედან გამომდინარე, მას შეუსაბამოდ ეწოდება სიამოვნება. ღვთაებრივ შვებას ასეთი შედეგი არ მოჰყვება, რადგან სულიერი ტკბობა დ... იხილეთ სრულად
პირველქმნილი ადამიანებიც ცოდვით დაცემამდე ქალწულები იყვნენ, მცნების დარღვევის შემდეგ კი შეუღლდნენ. მაშასადამე, პირველად ქალწულება იქნა დადგენილი, ხოლო ქორწინება ურჩობის შედეგია. და ვისაც სურს სამოთხეში მყოფი პირველქმნილების სათნოე... იხილეთ სრულად
იესოს და ჩემო შვილო, გაფრთხილდი, სოფლის რაიმე მოჩვენებითმა სიკეთემ იესოს არ განგაშოროს. არამედ მთელი შენი სწრაფვა ზეცისკენ მიმართე, რადგან ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია. ყველაფერი უგულებელყავი, მიწად და მტვრად ჩათვალე. ამქვეყნად სა... იხილეთ სრულად
ჰოი, სიღრმე ღვთისა! ჰოი, გამოუთქმელი და უტკბესი სიმდიდრე! თუკი, მჭევრმეტყველების მიუხედავად, პავლე მოციქულმა ვერ შეძლო გადმოეცა უბრალო სურათი, რომელიც სამოთხეში აღტაცებისას იხილა და იგრძნო, მე, უდღეური, როგორღა შევძლებ ღვთის საშვე... იხილეთ სრულად
უფლის სახლში მისვლა და დამკვიდრება გაცილებით უფრო საამოა, ვიდრე ცოდვილთა სოფელში ცხოვრება (ფსალმ. 83, 10), სადაც ხორცის თაყვანისცემის საცდურია და ჯოჯოხეთი დიდ ნადავლს მოიხვეჭს.
თუ ახლა ზეციური ნეტარების უშრეტი წყაროს ერთი წვეთიც კი სულს ღვთიური სიტკბოებით აღავსებს, რაღა იქნება მაშინ, როცა ღვთის მოწყალება სულს ამ წყაროსთან მოუხმობს და ნებას დართავს თავისუფლად, განუწყვეტლივ, რამდენსაც მოისურვებს, შესვას!