
ღმერთო ჩემო, უფალო ჩვენო, ყველაზე უარესი ვნებისგან – ამპარტავნებისგან გვიხსენი, რომ წმინდა სიმდაბლის მეგზურობით უტკბესი სამოთხე დავიმკვიდროთ!
ღმერთო ჩემო, უფალო ჩვენო, ყველაზე უარესი ვნებისგან – ამპარტავნებისგან გვიხსენი, რომ წმინდა სიმდაბლის მეგზურობით უტკბესი სამოთხე დავიმკვიდროთ!
რა არის სამოთხე? ეს უჭკნობი ყვავილებითა და ღვთაებრივი სურნელებით აღსავსე ადგილია, ანგელოზებრივი განცხრომა, მარადიული პასექი, ღვთის სიყვარული, უფლის დაუდუმებელი დიდებისმეტყველება და საუკუნო ცხოვრება! ასე რომ, ამისთვის ღირს ბრძოლ... იხილეთ სრულად
სასუფეველში სულები ერთმანეთს მხიარულად ელაპარაკებიან. საუბრობენ, თუ როგორ განვლეს ამაო ცხოვრება, როგორ დააღწიეს ღვთის შეწევნით თავი ჯოჯოხეთს და განსასვენებლად უფლის ამ ნეტარ სამყოფელში მოხვდნენ. ისინი ღვთისადმი დაუსრულებელ მადლ... იხილეთ სრულად
ნეტავ ვიცოდეთ, რა არის სამოთხე! მისი მშვენიერების აღქმა ადამიანის გონებას არ შეუძლია! იქ ანგელოზთა და წმინდანთა გუნდები დაუსრულებლად გალობენ. იქ მარადიული, უსასრულო პასექია!
პავლე მოციქული შემდეგ ამბობს, რომ ადამიანი გონებით ვერასოდეს მიხვდება, თუ რა აქვს გამზადებული ღმერთს ცაში თავისი შვილებისთვის. ჭეშმარიტებაა, სამოთხის სულიერ სიამოვნებათა შესახებ რომ ვიცოდეთ, ყველაფერს მოვითმენდით მათ მოსაპოვებლად.... იხილეთ სრულად
სამოთხეში ისეთი სილამაზეა, რომლის მსგავსი ადამიანის თვალს არ უნახავს. არც კაცის ყურს სმენია ოდესმე ის უტკბესი, იადონის გალობაზე ბევრად კეთილხმოვანი ჰიმნები, რომლებსაც ანგელოზთა გუნდები სამოთხეში გალობენ.
პავლე მოციქული სამოთხის შესახებ ჩინებულად მოგვითხრობს. იგი მესამე ცამდე იქნა აღტაცებული, ცათა სასუფევლის მშვენიერება იხილა და განკვირვებულს აღმოხდა: „რა ლამაზი და მშვენიერია ღვთის სასუფეველი! მიწიერი მშვენიერება მას ვერ შეედრება!“
ნეტავ დაგანახათ, რა მშვენიერია! ყველაფერზე უარს იტყოდით, მტვრად იქცეოდით, ოღონდაც არ მოკლებოდით იმას, რაც იესოს ტკბილმა სიყვარულმა ჩვენთვის გაამზადა! ასე გვეუბნებოდა ჩემი მოძღვარი და მის ნათქვამს გადმოგცემთ, რომ სიტკბო იგემოთ.
ეჰ, თვალი მაინც რომ მოგეკრათ სამოთხისთვის და მოგესმინათ, ტკბილი ანგელოზები როგორ გალობენ! ისინი ზეციური ნათლით არიან გაბრწყინებულნი და სამოთხისეულ სურნელებას აფრქვევენ. რა სილამაზეა, რა მშვენიერებაა! სამწუხაროდ, ამ ყველაფერზე წარმ... იხილეთ სრულად
დაე, ვადიდოთ აღმდგარი უფალი, რომელმაც ღირსი გაგვხადა მისი წმინდა აღდგომა გვედღესასწაულა და ვილოცოთ, რომ მომავალშიც ღირსგვყოს, ზეციურ ახალ იერუსალიმში, მარადიულ სიხარულში საუკუნო განსვენება ვიზეიმოთ. „და სიხარული თქუენი არავინ მიგი... იხილეთ სრულად