ღვთის მსჯავრი - სასჯელი - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის მსჯავრი - სასჯელი - ციტატები, გამონათქვამები ღვთის მსჯავრი - სასჯელი, გამონათქვამები
566. საერთო საცხოვრებლის მდუმარე მამების ვედრება დიდი ბერისადმი მშვიდობისათვის.
მშვიდობა დაკნინდა და ჩვენ ყველანი გთხოვთ, რომ კეთილ ღმერთს სთხოვო, უკან წაიღოს ხელი (1 ნეშტ. 21, 15-27) და თავისი მახვილი ქარქაშში ჩააგოს. შენი წმინდა საკმევლით დახოცილთა და ცოცხალთა შორის დადექი (რიცხ. 17, 12-13), და მიაღწიე იმას, რომ შეწყდეს საყოველთაო მუსრვა; აღმართე წმინდა საკურთხეველი ორნანის წმინდა კალოზე (1 ნეშტ. 21, 28), და შეწყდება ღვთის რისხვა. ძლიერ გევედრებით და გთხოვთ: შეიწყალე დაღუპვის პირას მყოფი ქვეყანა; გაიხსენე, რომ ჩვენ ყველანი შენი კიდურები ვართ; ახლაც გვიჩვენე შენი გულმოწყალება და სასწაულები ღვთისაგან, რამეთუ მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
იხილეთ სრულად
ღმერთი ჩვენზე რომ ზრუნავს, ამის ნიშანი ისაა, რომ უბედურებებითა და მწუხარებებით კურნავს ჩვენს ცოდვებს.
სასიკეთო და მაცხოვნებელია ჩვენთვის მწუხარება! ღვთის სამართლიანი სამსჯავროს განჩინებით ვისჯებით ჩვენი ცოდვების გამო, მაგრამ ამასთანავე, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით, მწუხარებანი სულიერი უძლურებისა და წყლულების მკურნალად გამოგვადგებ... იხილეთ სრულად
მწუხარებისას სასოწარკვეთილებაში კი არ უნდა ჩავვარდეთ და ვდრტვინავდეთ, არამედ პირიქით, გვიხაროდეს და ვმადლობდეთ უფალს, მის უსაზღვრო გულმოწყალების გამო, რომელმაც უდიდესი ცოდვების გამო უმცირესი სასჯელი მოგვივლინა და მცირეოდენი მწუხარ... იხილეთ სრულად
განა ცხვრებს უფლება აქვთ, იწუწუნონ, როცა მწყემსი მათ ერთი ადგილიდან მეორეზე გარეკავს, სჯის კიდეც, რადგან სურს, უფსკრულს განარიდოს, რომელშიც ადვილად ჩაცვივდებოდნენ? - განა ჩვენ კი გვაქვს უფლება, მამაზეციერს ვაყვედროთ, თუ იგი, ცოდვი... იხილეთ სრულად
უფალი სიყვარულის და არა - მრისხანების გამო გვსჯის: ამიტომაც უნდა მოვითმინოთ მისი მამობრივი სასჯელი და რისხვითა და ყვედრებით კი არა - არამედ სიყვარულითა და მადლიერებით.
როცა ღვთისგან მოვლინებულ სასჯელს ითმენ, ნუ დრტვინავ, ვინაიდან ის გსჯის, როგორც მამა და მადლიერებას იმსახურებს როგორც - კეთილისმოქმედი.
უბედურებას შეხვდი არა როგორც მტერსა და მტანჯველს, არამედ, როგორც - ცოდვების გამო სამართლიან დამსჯელს, როგორც - სულიერ სნეულებათა ექიმს, როგორც ღვთის მიერ მოვლენილს, როგორც მადლის მაცნეს: უფალს ვინც უყვარს, ტანჯავს" (ებრ. 12, 6).
ჩვენი ცოდვები, რითაც უფლის სახიერებას შეურაცხვყოფთ, ბევრად მეტია, ვიდრე - ღვთის სასჯელი, როგორიც არ უნდა იყოს იგი: ღმერთი, თავისი უდიდესი გულმოწყალების გამო, ყოველთვის ნაკლებად გვსჯის, ვიდრე ჩვენ ვიმსახურებთ
სიკვდილი და სისხლი, შუღლი და მახვილი, განსაცდელი და შიმშილი, მწუხარება და მათრახი, ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა. ყველაფერი, რაც მიწისგანაა, მიწადვე მიიქცევა და რაც წყლისგანაა, ზღვასვე უბრუნდე... იხილეთ სრულად