მადლი - ციტატები, გამონათქვამები
მადლი - ციტატები, გამონათქვამები მადლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
პრობლემის სათავე უღმერთობა ანუ უმადლობაა. მადლის ნაკლებობა ჩვენ, ქრისტიანებსაც, გვახასიათებს, რადგან ხშირად მხოლოდ სიტყვით ვაღიარებთ უფალს, გულით და საქმით კი შორს ვართ მისგან;
სადაც არ არის ჭეშმარიტი სარწმუნოება და სიყვარული, იქ არც ღმერთია. სიყვარული მადლია ღვთისა და იგი მიეცემა მას, ვინც ღირსია მისი.
სულიერება მხოლოდ სულიწმინდის წყალობით ეძლევა ამა თუ იმ პიროვნებას და "სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი" ღვთაებრივი მადლი მხოლოდ ეკლესიაში აღსრულებულ საიდუმლოთა ძალით მიენიჭება მას. სწორედ სულის მიერ და სულით ცოცხლობ... იხილეთ სრულად
თუ გვსურს, სათნო ვეყოთ ღმერთსა და აღვივსოთ მადლითა მისითა, უნდა მოვამზადოთ ჩვენი გული და სული ამ მაცხოვნებელი ნიჭის მისაღებად.