ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
202. არ არსებობს ასპიტისა და ვასილისკოს შხამზე უფრო ძლიერი შხამი. ასევე არ არსებობს თავმოთნეობის უკეთურებაზე უფრო ძლიერი უკეთურება, ხოლო თავმოთნეობისგან გყავს მფრინავი ნაშიერები, კერძოდ ესენი: თავისქებანი გულში, თვითკმაყოფილება, ნ... იხილეთ სრულად
192. მართლაც, თუ ყოველგვარი სათნოება სულისა და სხეულის მიერ იქმნება, ღვთის ქმნილება კი სწორედ ეს სული და სხეულია, რომლებისგანაც, როგორც ვთქვი, სათნოება შემყარდება, მაშ როგორღა არ უნდა ვიყოთ უკიდურესად გონებაცთომილნი, როდესაც ამპარ... იხილეთ სრულად
123. როდესაც სული უკეთურად თანახმიერებს სხეულთან, მაშინ ერთობლივად აშენებენ ისინი ცუდმედიდობის ქალაქს და ამპარტავნების კოშკს, ისევე როგორც – მათში მოსახლე უღვთო გულისზრახვებს, უფალი კი, გეჰენიის საშიშროებიდან გამომდინარე, მათ თანა... იხილეთ სრულად
74. ვნებათა უმოქმედობის ჟამს, – იქნება ეს მიზეზთა მოკვეთის შედეგად თუ ეშმაკთა მზაკვრული უკუმიქცევის კვალობაზე, – ამპარტავნება ჩნდება.
188. დაიცავი შენი სიტყვა ქადილისგან და შენი აზრი – ქედმაღლობისგან, რათა არ იქნე მიშვებული და არ გააკეთო საწინააღმდეგო, რადგან არათუ თავისთავად ადამიანისგან აღესრულება სიკეთე, არამედ – გამომდინარე ყოვლისმხედველი ღვთისგან (შეგონების... იხილეთ სრულად
136. სათნოების დაფარვისას ნუ გაამპარტავნდები როგორც სამართლიანობის აღმსრულებელი, რადგან სამართლიანობა არის არა მხოლოდ ის, რომ დაფარო სიკარგე, არამედ აგრეთვე ის, რომ საერთოდ არ იფიქრო რა ჯეროვანზე.
110. ისევე როგორც უცხოა მონანულისთვის ამპარტავნება, ასევე შეუძლებელია ნებსით მცოდველისთვის თავმდაბლობა.
87. სიამაყე და ამპარტავნება მგმობელობის მიზეზებია, ხოლო ვერცხლისმოყვარეობა და ცუდმედიდობა – ულმობლობისა და პირფერობისა.
11. ისინი, რომლებიც ღვაწლთა საბაბით თავს იმაღლებენ უმცონრესებზე, ფიქრობენ, რომ სხეულებრივ საქმეთაგან გამართლდებიან, ჩვენ კი, რომლებიც, ლიტონ ცოდნაზე დამყარებულნი, უმეცართ არაფრად ვრაცხთ, მათზე ბევრად უგუნურნი ვართ.