ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 244]
თემა:
ამპარტავნება
123. როდესაც სული უკეთურად თანახმიერებს სხეულთან, მაშინ ერთობლივად აშენებენ ისინი ცუდმედიდობის
123. როდესაც სული უკეთურად თანახმიერებს სხეულთან, მაშინ ერთობლივად აშენებენ ისინი ცუდმედიდობის ქალაქს და ამპარტავნების კოშკს, ისევე როგორც – მათში მოსახლე უღვთო გულისზრახვებს, უფალი კი, გეჰენიის საშიშროებიდან გამომდინარე, მათ თანახმიერებას აღრევს (როგორც ბაბილონის გოდლის მშენებლობისას აღრია ადამიანთა ენა, რათა მათ არ გაეგრძელებინათ თავიანთი საქმე, შდრ. შესაქ. 11.1–8) და განწვალებს (განყოფს), აიძულებს რა მეუფე სულს, რომ ხორცისთვის უცხო და საპირისპირო რამ იმეტყველოს კიდეც და იაზროს. სწორედ ზემორე საშიშროების გამო ხდება განყოფა, რადგან ხორცის ზრახვა ღვთისადმი მტრულია და არ ემორჩილება იგი ღვთის რჯულს.
|