არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი) - ამპარტავნება
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)

თემა: ამპარტავნება,  ეშმაკი

თავიანთი კოსმიური არსებობის მანძილზე ანგელოზები მხოლოდ ერთხელ გამოიცადნენ ამპარტვავნებით და ამ ერთმა განსაცდელმა სამუდამოდ განსაზღვრა მათი მდგომარეობა. სატანა ამპარტავნების გამო განვარდა ღმრთის დიდებიდან, თავი წარმოიდგინა სამწაროს ცენტრად, მოიხიბლა თავისი - უმაღლესი სერაფიმის მშვენიერებით, საკუთარი თავი გააღმერთა და სწორედ ამის გამო დაკარგა ღმერთი, გახდა აბსოლუტურად ბოროტი, ბნელი სული. მისი - ღმრთის მოწინააღმდეგის - არსებობის შინაარსი ღმრთისადმი კოლოსარული სიძულვილია. ადამიანსაც სწორედ იმიტომ ებბრძვის დემონი, რომ ადამიანი ღმრთის ხატია და უფალს დიდი სიყვარულით უყვარს. მაგრამ ბოროტ სულს ადამიანის ნების დამორჩილება არ შეუძლია, მხოლოდ სთავაზობს და აცდუნებს. პირადად ადამიანზეა დამოკიდებული - მიიღებს თუ არა დემონურ იმპულსებს, გაჰყვება მათ თუ უგულებელჰყოფს
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები