90. იცის მტერმა სულიერი რჯულის მოთხოვნილება და ეძიებს მარტოოდენ გონებისეულ (მხოლოდ გონებით და არა საქმით) თანხმობას, რადგან სწორედ ამ სახით იგი ან სინანულის შრომათა მოვალედ გახდის მისდამი დაქვემდებარებულს, ან კიდევ, თუ არ შეინანებ...
იხილეთ სრულად
90. იცის მტერმა სულიერი რჯულის მოთხოვნილება და ეძიებს მარტოოდენ გონებისეულ (მხოლოდ გონებით და არა საქმით) თანხმობას, რადგან სწორედ ამ სახით იგი ან სინანულის შრომათა მოვალედ გახდის მისდამი დაქვემდებარებულს, ან კიდევ, თუ არ შეინანებს, იძულებით მოსაწევართა წინააღმდეგ ბრძოლისთვისაც განამზადებს (იგულისხმება, რომ სულიერი სჯულის ორივე პირობა, კერძოდ, ერთი მხრივ, სინანულისმიერი განსწავლა ცოდვილისა, მეორე მხრივ კი – ძალადობრივ (არანებსით) მოსაწევართა (ე.ი...
761. როგორ უნდა მივიღოთ ჩვენი მაყვედრებელნი?
იხილეთ სრულად
მაყვედრებელნი ისევე უნდა მივიღოთ, როგორც უფლის მიერ მოვლინებულნი, რომელნიც ჩვენშივე დაფარულ ბოროტ გულისთქმათ ასაჩინოებენ და ამხელენ, რათა გამოვსწორდეთ. თუმცა კი თავად ვერ ვხედავთ ჩვენსავე მრავალ უკეთურებას, რადგანაც საკუთარ ნაკლულევანებათა ხსოვნა მხოლოდ სრულყოფილ ადამიანთა ხვედრია.
224. ამის მცოდნე უფალი გვამცნებს ჩვენ, როდესაც გვეუბნება: „ნუ ზრუნავთ ხვალისთვის“ (მ. 6. 34), და ჯეროვნადაც, რადგან ვინც ნივთთაგან და მათზე ზრუნვისაგან არ გათავისუფლებულა, როგორღა შეძლებს უკეთურ გულისზრახვათაგან თავის დაღწევას? ხო...
იხილეთ სრულად
224. ამის მცოდნე უფალი გვამცნებს ჩვენ, როდესაც გვეუბნება: „ნუ ზრუნავთ ხვალისთვის“ (მ. 6. 34), და ჯეროვნადაც, რადგან ვინც ნივთთაგან და მათზე ზრუნვისაგან არ გათავისუფლებულა, როგორღა შეძლებს უკეთურ გულისზრახვათაგან თავის დაღწევას? ხოლო გულისზრახვებით გარემოცული როგორღა იხილავს მათ მიერ დაფარულ გვამოვან ცოდვას (ე.ი. ჰიპოსტასურ ცოდვას, ანუ ცოდვას, რომელიც აბსტრაქტული რამ იდეა კი არ არის, არამედ პიროვნებაში ანუ ჰიპოსტასში რეალურად, შთამკვიდრებულად მოქმ...
65. ნუ იტყვი, რომ მოპოვებული გაქვს სათნოება შეჭირვების გარეშე, რადგან შეუმოწმებელია იგი უჭირველობის გამო (იგულისხმება, რომ შეჭირვებათა და განსაცდელთა გარეშე ვფლობთ (ჩვენი აზრით) რაიმე სათნოებას, – თუნდაც გულმოწყალებას, ძვირუხსენებ...
იხილეთ სრულად
65. ნუ იტყვი, რომ მოპოვებული გაქვს სათნოება შეჭირვების გარეშე, რადგან შეუმოწმებელია იგი უჭირველობის გამო (იგულისხმება, რომ შეჭირვებათა და განსაცდელთა გარეშე ვფლობთ (ჩვენი აზრით) რაიმე სათნოებას, – თუნდაც გულმოწყალებას, ძვირუხსენებლობას, ურისხველობას და მისთ., – ვერ ვიტყვით, რომ ამგვარი სათნოებანი მართლაც ჩვენს ფლობაშია, რადგან ადვილი შესაძლებელია, რომ მცირედმა გასაჭირმაც კი მთლიანად განგვიქარვოს ისინი და გულმოწყალის ნაცვლად ულმობელნი გავხდეთ, ძვი...
წიგნიერი სიბრძნის შეძენას მოცალეობის ხელსაყრელი ჟამი სჭირდება და მხოლოდ საქმისაგან თავისუფალი გახდება ბრძენი.
როგორ გახდება ბრძენი გუთნის დამჭერი, ტყავის შოლტით მოამაყე ხარების გამრეკი და ამგვარ საქმეებში გართული, რომელსაც მ...
იხილეთ სრულად
წიგნიერი სიბრძნის შეძენას მოცალეობის ხელსაყრელი ჟამი სჭირდება და მხოლოდ საქმისაგან თავისუფალი გახდება ბრძენი.
როგორ გახდება ბრძენი გუთნის დამჭერი, ტყავის შოლტით მოამაყე ხარების გამრეკი და ამგვარ საქმეებში გართული, რომელსაც მხოლოდ მოზვრები აკერიათ პირზე?
მისი საფიქრალი კვლების გაყვანაა და მისი საზრუნავი ხბორების საკვებია.
ასევეა ყველა ხურო და ხუროთმოძღვარი, რომელიც ღამეს დღესავით ატარებს; ბეჭედთა ჩუქურთმების მჭრელნი ბეჯითად იღვწიან მრავალფერი სახი...