ქრისტე მეუფეა არსებით და მეუფეა განგებით, რამეთუ არარსებულნიც მან შექმნა და საკუთარი სისხლით გამოისყიდა ცოდვით მომკვდარნიც და ამგვარად უბოძა მორწმუნეებს მადლი.
ქრისტემ ორმაგი განწმედა მოგვმადლა: ერთი საუკუნო, სულიწმიდისმიერი და ამით ჩვენში უწინდელი წახდენა განკურნა და განწმიდა, ხორცისაგან აღმოცენებული, მეორე განწმედა კი ჩვენი სისხლისმიერია, რამეთუ ჩვენად, გათავისებულად ვაღიარებთ იმ სისხლ...
იხილეთ სრულად
ქრისტემ ორმაგი განწმედა მოგვმადლა: ერთი საუკუნო, სულიწმიდისმიერი და ამით ჩვენში უწინდელი წახდენა განკურნა და განწმიდა, ხორცისაგან აღმოცენებული, მეორე განწმედა კი ჩვენი სისხლისმიერია, რამეთუ ჩვენად, გათავისებულად ვაღიარებთ იმ სისხლს, რომელიც იესო ქრისტემ დაღვარა - უფალმა ღმერთმა ჩემმა. ეს არის პირველშობილი ცოდვის გამოსყიდვა და მთელი სამყაროს ხსნა.
ქრისტემ წმინდა ცეცხლი მოიტანა, ის თავად ბრწყინავდა და ანათებდა მარადისობაში. ეს ჭეშმარიტებისა და სიყვარულის ცეცხლია, ცეცხლი წმიდა, ღვთიური, ცეცხლი მარადიული კერიისაგან. წმინდა სამება ჭეშმარიტების ცეცხლია, საიდანაც სიყვარულის სითბო...
იხილეთ სრულად
ქრისტემ წმინდა ცეცხლი მოიტანა, ის თავად ბრწყინავდა და ანათებდა მარადისობაში. ეს ჭეშმარიტებისა და სიყვარულის ცეცხლია, ცეცხლი წმიდა, ღვთიური, ცეცხლი მარადიული კერიისაგან. წმინდა სამება ჭეშმარიტების ცეცხლია, საიდანაც სიყვარულის სითბო იღვრება.
ქრისტეს ვუყვარვართ და როდესაც მისი ნების თანახმად ვცხოვრობთ, იგი ჩვენს მახლობლად იმყოფება. ამიტომ, როდესაც თქვენ ხედავთ, რომ ჩნდება საცდურები, არ შეშინდეთ და არ მიეცეთ პანიკას. თუ ადამიანი სულიერად არ მიუდგება იმას, რაც ხდება, მას...
იხილეთ სრულად
ქრისტეს ვუყვარვართ და როდესაც მისი ნების თანახმად ვცხოვრობთ, იგი ჩვენს მახლობლად იმყოფება. ამიტომ, როდესაც თქვენ ხედავთ, რომ ჩნდება საცდურები, არ შეშინდეთ და არ მიეცეთ პანიკას. თუ ადამიანი სულიერად არ მიუდგება იმას, რაც ხდება, მას სიხარული ერთი დღეც არ ექნება იმიტომ, რომ ეშმაკი მას მტკივნეულ ადგილას დაარტყამს და განუწყვეტლივ შობს საცდურებს, რათა იგი მწყობრიდან გამოიყვანოს, დღეს ერთით, ხვალ მეორით, ზეგ კი მესამით.
ქრისტეს ყოველი სიტყვა ღვთის წყალობას, ჭეშმარიტებასა და სიბრძნეს წარმოაჩენს და ვინც ხალისით უსმენს, მის ძალას სასმენელით შეიგრძნობს. აი, ამიტომ უსმენდნენ რა უხალისოდ, უმოწყალოებმა და უწმინდურებმა ვერ შეიცნეს ღვთის სიბრძნე და თავად ...
იხილეთ სრულად
ქრისტეს ყოველი სიტყვა ღვთის წყალობას, ჭეშმარიტებასა და სიბრძნეს წარმოაჩენს და ვინც ხალისით უსმენს, მის ძალას სასმენელით შეიგრძნობს. აი, ამიტომ უსმენდნენ რა უხალისოდ, უმოწყალოებმა და უწმინდურებმა ვერ შეიცნეს ღვთის სიბრძნე და თავად ამის მასწავლებელიც ჯვარზე გააკრეს. ამგვარად, ჩვენც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვუსმენთ თუ არა ხალისით, რამეთუ მან თქვა: „უკეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“ და „საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო ...
ქრისტეს ჭეშმარიტად მორწმუნე სულმა სახე უნდა იცვალოს და აწინდელი, ბიწიერი მდგომარეობიდან, სხვა, კეთილ, უბიწო მდგომარეობაში გადავიდეს და ახალ სულად იცვალოს ფერი სულიწმიდის ძალით, მეოხებითა და შემწეობით.
ქრისტეში ადამიანური ბუნება სრულ ღმერთს შეუერთდა და ეზიარა, არა ისე, როგორც წინასწარმეტყველი თუ სხვა ვინმე ღმრთივსულიერ ადამიანთაგან, რომელნიც თვით ღმერთს კი არ უერთდებოდნენ და ეზიარებოდნენ, არამედ რაღაცას ღვთაებრივს. იესო ქრისტეში...
იხილეთ სრულად
ქრისტეში ადამიანური ბუნება სრულ ღმერთს შეუერთდა და ეზიარა, არა ისე, როგორც წინასწარმეტყველი თუ სხვა ვინმე ღმრთივსულიერ ადამიანთაგან, რომელნიც თვით ღმერთს კი არ უერთდებოდნენ და ეზიარებოდნენ, არამედ რაღაცას ღვთაებრივს. იესო ქრისტეში ადამიანური ბუნება არსისმიერად შეუერთდა და ეზიარა შემოქმედ ღმერთს და ღმერთი ადამიანურ ბუნებაში ისეა, როგორც მზე სხივებში.
ქრისტე ჩვენი მეგობარია, ჩვენი ძმაა, ქრისტე სიკეთე და მშვენიერებაა. ქრისტეს არ გააჩნია დაღვრემილობა, არც მელანქოლია, არც შინაგანი ცვალებადობა. ადამიანი კი იტანჯება სხვადასხვა ზრახვისა და მდგომარეობისაგან, რომელიც მას დროდადრო ამწუხ...
იხილეთ სრულად
ქრისტე ჩვენი მეგობარია, ჩვენი ძმაა, ქრისტე სიკეთე და მშვენიერებაა. ქრისტეს არ გააჩნია დაღვრემილობა, არც მელანქოლია, არც შინაგანი ცვალებადობა. ადამიანი კი იტანჯება სხვადასხვა ზრახვისა და მდგომარეობისაგან, რომელიც მას დროდადრო ამწუხრებს და ტრავმას აყენებს. ქრისტე სიხარულია, სიცოცხლეა, ნათელია, ჭეშმარიტი ნათელი, რომელიც ახარებს ადამიანს, ფრთებს ასხამს, ანიჭებს ძალას, დაინახოს ყველაფერი და ყველა, გული შესტკიოდეს ყველაზე და სურდეს, რომ ყველა იყოს მასთ...
ქრისტე ჩვენი მსგავსი შეიქნა, რათა ჩვენც მისი მსგავსი შევექმენით; უკვდავი მოკვდავებთან გარდამოხდა ზეცით, უკვდავებად გვაქცია ჩვენ, სიკვდილს დაქვემდებარებული ადამიანები და კვლავ ზეცად ამაღლდა მამასთან, რათა ჩვენც ამ ქვეყნიდან იქ აგვა...
იხილეთ სრულად
ქრისტე ჩვენი მსგავსი შეიქნა, რათა ჩვენც მისი მსგავსი შევექმენით; უკვდავი მოკვდავებთან გარდამოხდა ზეცით, უკვდავებად გვაქცია ჩვენ, სიკვდილს დაქვემდებარებული ადამიანები და კვლავ ზეცად ამაღლდა მამასთან, რათა ჩვენც ამ ქვეყნიდან იქ აგვამაღლოს.