როგორც სიყვარული იესო ქრისტესი, ისე მისი ტანჯვა იყო ისეთი დიდი, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ჩავწვდეთ მას იმიტომ, რომ მცირედ გვიყვარს უფალი. ვისაც მეტად უყვარს, მას მეტად შეუძლია შეიმეცნოს მისი ტანჯვა. არსებობს სიყვარული მცირე, არის საშ...
იხილეთ სრულად
როგორც სიყვარული იესო ქრისტესი, ისე მისი ტანჯვა იყო ისეთი დიდი, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ჩავწვდეთ მას იმიტომ, რომ მცირედ გვიყვარს უფალი. ვისაც მეტად უყვარს, მას მეტად შეუძლია შეიმეცნოს მისი ტანჯვა. არსებობს სიყვარული მცირე, არის საშუალო და არის სრულქმნილიც. რაც უფრო სრულქმნილია სიყვარული, მით უფრო სრულქმნილია შემეცნება.
სახარებაში იესო ქრისტე გვეუბნება: მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი (ინ. 15, 1-4). აი, როგორი სიახლოვე არსებობს ჩვენსა და ჩვენს უფალს შორის. ყოველი ქრისტიანი ჭეშმარიტი ვენახის - იესო ქრისტეს რტოა. ჩვენ ვიცით, რომ უკეთუ რტო გახმა, მას მ...
იხილეთ სრულად
სახარებაში იესო ქრისტე გვეუბნება: მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი (ინ. 15, 1-4). აი, როგორი სიახლოვე არსებობს ჩვენსა და ჩვენს უფალს შორის. ყოველი ქრისტიანი ჭეშმარიტი ვენახის - იესო ქრისტეს რტოა. ჩვენ ვიცით, რომ უკეთუ რტო გახმა, მას მოჭრიან და განაგდებენ. ხოლო, უკეთუ რტო ნედლია, ფურცლიანი და ნაყოფსაც იღებს, იგი ვენახის პატრონს ახარებს.
სულიერი სამყაროს ნათელ ძალთა ხელმძღვანელობით მოსემ ისრაელის ხალხი მონობისაგან იხსნა. ნათელ ძალთა ზემოქმედების წყალობით ამარცხებდა ისუ ნავესი საკუთარ და უფლის მტრებს. სულიერ ძალთა მეშვეობით წინასწარმეტყველნი წინასწარემტყველებდნენ, ...
იხილეთ სრულად
სულიერი სამყაროს ნათელ ძალთა ხელმძღვანელობით მოსემ ისრაელის ხალხი მონობისაგან იხსნა. ნათელ ძალთა ზემოქმედების წყალობით ამარცხებდა ისუ ნავესი საკუთარ და უფლის მტრებს. სულიერ ძალთა მეშვეობით წინასწარმეტყველნი წინასწარემტყველებდნენ, მართალნი სიმართლის გზას ადგებოდნენ, ცოდვილნი კი უფლისა და ჭეშმარიტებისაკენ მოიქცეოდნენ. ამ ზემოქმედების წყალობით სამოელ წინასწარმეტყველი ირჩევდა და მირონს სცხებდა მეფეებს. დავითი ინანიებდა, იოსები და დანიელი სიზმრებს გან...
უბრალო ქრისტიანი, რომელსაც არანაირი განათლება არ მიუღია, რომელიც წმიდა სარწმუნოებრივ დოგმატებში განისწავლა, სიბრძნით ბევრად აღემატება პლატონსა და არისტოტელეს და სხვა წარმართ ბრძენებსაც კი.
უდიდესი სენი ჩვენი დროისა არის ადამიანთა ამაო ზრახვები, რომლებსაც მხოლოდ სულიერი სიმძიმე მოაქვს. ამ სენისაგან განკურნება ძალუძს მხოლოდ ქრისტეს, რომელიც ადამიანს ანიჭებს სულიერ სიმშვიდეს და მასთან ერთად უკვდავებას. ამისთვის საკმარი...
იხილეთ სრულად
უდიდესი სენი ჩვენი დროისა არის ადამიანთა ამაო ზრახვები, რომლებსაც მხოლოდ სულიერი სიმძიმე მოაქვს. ამ სენისაგან განკურნება ძალუძს მხოლოდ ქრისტეს, რომელიც ადამიანს ანიჭებს სულიერ სიმშვიდეს და მასთან ერთად უკვდავებას. ამისთვის საკმარისია, ადამიანმა მხოლოდ მოინანიოს და მიმართოს ქრისტეს.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, მართლაც არსებობს სულიერი სამყარო, რეალური და მარადიული სამყარო.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია.
ქრისტე აღდგ...
იხილეთ სრულად
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, მართლაც არსებობს სულიერი სამყარო, რეალური და მარადიული სამყარო.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ქრისტიანთა სასოება გამართლებულია.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ყველა მიწიერი სიძნელეები დაძლეულია.
ყველა სიძნელე დაძლეულია, მთავარი და მტანჯველი საიდუმლოებანი გახსნილია, ...
ქრისტე მაღლიდან ხედავს, როგორ მოქმედებს ყოველი ჩვენთაგანი და იცის თავადაც როდის და როგორ იმოქმედოს ჩვენს სასიკეთოდ. მან იცის, როგორ და სად წაგვიყვანოს, ოღონდ ჩვენ ვთხოვოთ დახმარება, მის წინაშე განვაცხადოთ ჩვენი სურვილები და მივანდ...
იხილეთ სრულად
ქრისტე მაღლიდან ხედავს, როგორ მოქმედებს ყოველი ჩვენთაგანი და იცის თავადაც როდის და როგორ იმოქმედოს ჩვენს სასიკეთოდ. მან იცის, როგორ და სად წაგვიყვანოს, ოღონდ ჩვენ ვთხოვოთ დახმარება, მის წინაშე განვაცხადოთ ჩვენი სურვილები და მივანდოთ მას, თავად განაგოს ყველაფერი.