ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
ყოვლისმცოდნე, ყოვლისმხედველი და ყველგანმყოფი ღმერთი ამბობს: "გარდავიდე და ვიხილო" - მივიდე და ვნახო, მართლა ხდება თუ არა სოდომ და გომორაში ის დიდი უსჯულოებები, მე რომ მესმის. ამ სიტყვებში იგულისხმება: "არ მჯერა ხმების, მინდა საკუთ...
იხილეთ სრულად
ყოვლისმცოდნე, ყოვლისმხედველი და ყველგანმყოფი ღმერთი ამბობს: "გარდავიდე და ვიხილო" - მივიდე და ვნახო, მართლა ხდება თუ არა სოდომ და გომორაში ის დიდი უსჯულოებები, მე რომ მესმის. ამ სიტყვებში იგულისხმება: "არ მჯერა ხმების, მინდა საკუთარი თვალით დავრწმუნდე". ამავე სიტყვებშია ჩადებული დარიგება ჩვენთვის, რომ ადვილად არ ვენდოთ ცილისმწამებელს, არ ვიჩქაროთ მოყვასის განკითხვა, განსჯა და დასჯა; არ დავეშუროთ სიმკაცრესა და სისასტიკეს – ჯალათის ხელობას, ვიდრე ჩ...
link
ამა სოფლის სიბრძნის მთავარი და არსებითი ნიშანია ამპარტავნება, ეს კი თავისთავად ყველა ცოდვისა და ნაკლოვანების კარია. ამპარტავანმა არ იცის, რა არის ღმრთის თაყვანისცემა, შიში ღმრთისა, საღმრთო და სამოქალაქო კანონების დაცვა, მოყვასის, ...
იხილეთ სრულად
ამა სოფლის სიბრძნის მთავარი და არსებითი ნიშანია ამპარტავნება, ეს კი თავისთავად ყველა ცოდვისა და ნაკლოვანების კარია. ამპარტავანმა არ იცის, რა არის ღმრთის თაყვანისცემა, შიში ღმრთისა, საღმრთო და სამოქალაქო კანონების დაცვა, მოყვასის, მისი მოთხოვნილებების, მისი კეთილდღეობის, თვით სიცოცხლის პატივისცემა; მისთვის უცხოა საკუთარი თავის შეცნობა, უცხოა სათნოება, იგია მტერი და მოძულე ყოველი კაცისა და საკუთარი თავისაც. ასეთი ადამიანი მზად არის ყოველგვარი უსჯულ...
link
რამდენი ადამიანი აჰყოლია ამაო ხმებსა და ცილისწამებას! მრავალ უკეთილშობილეს, უჭკვიანეს კაცსაც კი ამ მიზეზით უდიდესი ბოროტმოქმედებები ჩაუდენია, რის გამოც ავის მოსურნისა და უკეთურის იარაღად ქცეულა. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მათ დაი...
იხილეთ სრულად
რამდენი ადამიანი აჰყოლია ამაო ხმებსა და ცილისწამებას! მრავალ უკეთილშობილეს, უჭკვიანეს კაცსაც კი ამ მიზეზით უდიდესი ბოროტმოქმედებები ჩაუდენია, რის გამოც ავის მოსურნისა და უკეთურის იარაღად ქცეულა. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მათ დაივიწყეს ყოველი სათნოების საფუძვლის – ღმრთის სათნო განსჯის არსებობა, განსჯის დავიწყებას კი თავისთავად მოსდევს განუსჯელი მოქმედება.
link
"განიბანენით", - ეუბნება ღმერთი ცოდვილებს, - "წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქუენთა წინაშე თუალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქუენთა და მოვედით და შევიტყუნეთ (მოდით და ვისაუბროთ)" (ეს. 1, 16-18). რითი მთავრდება ...
იხილეთ სრულად
"განიბანენით", - ეუბნება ღმერთი ცოდვილებს, - "წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქუენთა წინაშე თუალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქუენთა და მოვედით და შევიტყუნეთ (მოდით და ვისაუბროთ)" (ეს. 1, 16-18). რითი მთავრდება ღმერთის ეს სამსჯავრო, სინანულის სამსჯავრო, რომლისკენაც ღმერთი ნიადაგ მოუწოდებს ცოდვილს მისი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე? თუ კაცი აღიარებს ცოდვებს, თავს-იდებს გულწრფელ სინანულს და ცოდვილ ცხოვრებას დაუტევებს, მაშინ ღმერ...
link
აღსარების საიდუმლოთი აღიხოცება ყოველი ცოდვა, ჩადენილი სიტყვით, საქმით, გულისხმისყოფით. იმისათვის, რომ გულიდან ამოიძირკვოს დიდი ხნის ფესვგადგმული ცოდვილი ჩვევები, დროა საჭირო, საჭიროა მუდმივი სინანული. მუდმივი სინანული კი ნიშნავს გ...
იხილეთ სრულად
აღსარების საიდუმლოთი აღიხოცება ყოველი ცოდვა, ჩადენილი სიტყვით, საქმით, გულისხმისყოფით. იმისათვის, რომ გულიდან ამოიძირკვოს დიდი ხნის ფესვგადგმული ცოდვილი ჩვევები, დროა საჭირო, საჭიროა მუდმივი სინანული. მუდმივი სინანული კი ნიშნავს გულის მუდმივ შემუსვრილებას, მუდმივ ბრძოლას გულისთქმებთან და გრძნობებთან, რომლებიც გულში ჩაბუდებული ცოდვილი ვნებების გამოვლინებას წარმოადგენენ, ხორციელი გრძნობებისა და მუცლის დათრგუნვას, სიმდაბლით ლოცვას და ხშირ აღსარებას.
link
ვინც განზრახ, შეგნებულად სცოდავს იმის იმედით, რომ მერე მოინანიებს, ის თვით ღმერთის მიმართ იქცევა მზაკვრულად. განზრახ და შეგნებულად მცოდველს უცაბედი სიკვდილი ეწევა და არ ეძლევა ის დრო, რომელიც შესანანებლად ჰქონდა განსაზღვრული.
ვინც ნიადაგ ღალატობს თავის მეგობრებს, იმას მეგობრები მტრებად უხდებიან და შორდებიან, როგორც მოღალატეს, მათი დაღუპვის მოსურნეს. ასევე, ვინც აღიარებს თავის ცოდვებს, იმას ტოვებენ ეშმაკები, რამეთუ დაცემული ბუნების სიამაყეს ეფუძნებიან დ...
იხილეთ სრულად
ვინც ნიადაგ ღალატობს თავის მეგობრებს, იმას მეგობრები მტრებად უხდებიან და შორდებიან, როგორც მოღალატეს, მათი დაღუპვის მოსურნეს. ასევე, ვინც აღიარებს თავის ცოდვებს, იმას ტოვებენ ეშმაკები, რამეთუ დაცემული ბუნების სიამაყეს ეფუძნებიან და ვერ უძლებენ მხილებას, შერცხვენას.
link
ცოდვების აღიარებით ირღვევა მათთან კავშირი. ცოდვების მოძულება ჭეშმარიტი სინანულის ნიშანია, ღმრთის სათნო ცხოვრების წესის არჩევის ნიშანი. თუ ცოდვების ჩადენას მიეჩვიე, მათ აღიარებასაც მოუხშირე და მალე გათავისუფლდები ცოდვათა ტყვეობისგა...
იხილეთ სრულად
ცოდვების აღიარებით ირღვევა მათთან კავშირი. ცოდვების მოძულება ჭეშმარიტი სინანულის ნიშანია, ღმრთის სათნო ცხოვრების წესის არჩევის ნიშანი. თუ ცოდვების ჩადენას მიეჩვიე, მათ აღიარებასაც მოუხშირე და მალე გათავისუფლდები ცოდვათა ტყვეობისგან, მაშინ კი მსუბუქად და სიხარულით შეუდგები უფალ იესო ქრისტეს.
link
როდესაც ადამიანები იერუსალიმიდან და მთელი იუდეიდან მოდიოდნენ იოანესთან, რათა იორდანეში ნათელ-ეღოთ, ისინი თავიანთ ცოდვებსაც აღიარებდნენ მის წინაშე. იოანე კიბისაღმწერელი (თავი მე-4) ამბობს, ეს იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ იოანე ნათლისმ...
იხილეთ სრულად
როდესაც ადამიანები იერუსალიმიდან და მთელი იუდეიდან მოდიოდნენ იოანესთან, რათა იორდანეში ნათელ-ეღოთ, ისინი თავიანთ ცოდვებსაც აღიარებდნენ მის წინაშე. იოანე კიბისაღმწერელი (თავი მე-4) ამბობს, ეს იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ იოანე ნათლისმცემელს მათი ცოდვების ცოდნა რამეში სჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ სინანულის სიმტკიცისათვის ცოდვების მონანიებასთან ერთად მათი აღიარებაც საჭირო იყოო.იმავე წმ. მამის თქმით, - რომელმაც იცის, რომ მოვალეა აღიაროს თავისი ცოდვები...
link
იცოდა ღმერთმა კაცთა უძლურება, იცოდა, რომ ისინი ნათლისღების შემდეგაც განაგრძობდნენ ცოდვილ ცხოვრებას, და ამიტომ დააწესა თავის ეკლესიაში სინანულის საიდუმლო, რომელიც აღხოცს ნათლისღების შემდეგ ჩადენილ ცოდვებს. სინანული თან უნდა ახლდეს ...
იხილეთ სრულად
იცოდა ღმერთმა კაცთა უძლურება, იცოდა, რომ ისინი ნათლისღების შემდეგაც განაგრძობდნენ ცოდვილ ცხოვრებას, და ამიტომ დააწესა თავის ეკლესიაში სინანულის საიდუმლო, რომელიც აღხოცს ნათლისღების შემდეგ ჩადენილ ცოდვებს. სინანული თან უნდა ახლდეს ქრისტეს რწმენას, წინ უნდა უძღოდეს ნათლისღებას, ხოლო მის შემდეგ უნდა განაქარვოს ქრისტეს რწმენას შედგომილი და ნათელღებული კაცის ცოდვები.
link