მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
ევედრე „დედასა ნათლისასა“, უხრწნელ ღვთისმშობელს, რომ შეგეწიოს, რადგან ღვთის შემდეგ ის ყველაზე დიდი ნუგეშისმცემელია. როცა ვინმე მის წმინდა სახელს მოუხმობს, მაშინვე იგრძნობს მის შეწევნას. ის დედაა. დედამიწაზე ყოფნისას, როგორც ადამია... იხილეთ სრულად
გზა, რომელსაც ღმერთთან მჭიდრო ერთობისკენ მივყავართ, არის ლოცვა. ლოცვაში არ ვგულისხმობთ მხოლოდ ხატების წინ ლოცვას. კიდევ სხვა, რასაც ამასთან ერთად უნდა ვაკეთებდეთ, არის შემდეგი: მონაზონი ლოცვის ხუთ სიტყვას უნდა იმეორებდეს განუწყვეტ... იხილეთ სრულად
მონაზონი ლოცვის ხუთ სიტყვას უნდა იმეორებდეს განუწყვეტლივ, როცა შრომობს, ჭამს, ზის და სხვა ნებისმიერი საქმიანობითაა დაკავებული. ამ სიტყვებს ან ბაგეებით ვამბობთ, ან გონებით, ან გულით: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. განუწყვეტლ... იხილეთ სრულად
განა რა არის ამაზე მშვენიერი – ყოველ წუთს ქრისტეს ევედრებოდე და თიხის ბაგეებით მის წმინდა სახელს წარმოთქვამდე? არსებობს ამაზე დიდი პატივი?
რაც შეგიძლია ხშირად ილოცე. ეცადე, ლმობიერი გახდე, იტირო და დაინახავ, გულისსიტყვებისა და მწუხარებისგან როგორ შვებას იგრძნობ.
ლოცვა ადამიანის ღმერთთან საუბარია. შემუსვრილი და დამდაბლებული სულით მლოცველი ივსება ღვთაებრივი ნიჭითა და კურთხევით – სიხარულით, მშვიდობით, შვებით, განათლებით, ნუგეშით და ნეტარებას აღწევს.
ლოცვა ორპირი მახვილია, რომელიც მოაკვდინებს სასოწარკვეთილებას, საფრთხესა და მწუხარებას. ლოცვა ყველა სულიერი და ფიზიკური სნეულების საწინააღმდეგო წამალია.