მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ლოცვა ზეციური ნათელია და ვისაც შინაგანი ლოცვა აქვს ან ბაგეებით ლოცულობს, მის გულში ლოცვისგან მომდინარე ნათელი იფრქვევა. იგი ანათლებს ადამიანს, თუ როგორ იფიქროს და ეშმაკის მახეებისგან როგორ დაიცვას თავი. ლოცვა ზეციური ნათელია და ვისაც შინაგანი ლოცვა აქვს ან...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

მუდმივად იმეორე იესოს ლოცვა; ის ყველაფერს გამოასწორებს, რადგან ვინც ლოცულობს, ნათლდება, ხოლო მას, ვინც ჩემსავით ზარმაცობს ლოცვაში, გონება უბნელდება. მუდმივად იმეორე იესოს ლოცვა; ის ყველაფერს გამოასწორებს,...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ლოცვის დროს ყურადღებას ნუ მიაქცევ გულისცემას. გონებადაფანტულობის გარეშე, მხოლოდ ლოცვის სიტყვებზე გაამახვილე ყურადღება. ეს არის ლოცვის ცენტრი და მიზანი. ლოცვის დროს ყურადღებას ნუ მიაქცევ გულისცემას....

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

როცა ვნებიანი გულისსიტყვებით ხართ მოცულნი, გულმოდგინედ, გულდასმით დაიწყეთ ლოცვა და მაშინვე იგრძნობთ სარგებელს – შვებას. მტკიცედ გეპყრათ იესოს ლოცვა. როცა ვნებიანი გულისსიტყვებით ხართ მოცულნი, გულმოდგინედ,...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
თემა: ლოცვა

ლოცვა არ უნდა შევასუსტოთ. ამგვარი ლოცვით ყოველმხრივ უვნებლად იქნებით დაცულნი. ლოცვა არ უნდა შევასუსტოთ. ამგვარი ლოცვით ყოველმხრივ...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

რა არის ის, რაც ლოცვას დაატკბობს? სიმდაბლე, ცრემლები, თავისბრალობა, უბრალოება, განსაკუთრებით კი სიყვარულთან შეზავებული მორჩილება. ლოცვა ნათელს ჰფენს, ეს ნათელი კი ღვთისთვის სასურველი სწორი გზის მაჩვენებელია. რა არის ის, რაც ლოცვას დაატკბობს? სიმდაბლე, ცრემლები,...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
თემა: ლოცვა

რა არის ლოცვაზე მშვენიერი! ვინც ლოცულობს, მისი გონება ნათლდება და შეიცნობს, თუ რა არის ღვთის ნება. როდის შეიცნობს მას? რა თქმა უნდა, როცა სწორად ლოცულობს. და როდის ლოცულობს სწორად? როცა ღვთისადმი ლოცვას ყველა მართებული შემადგენელი... იხილეთ სრულად

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ლოცვით ადამიანის მთელი არსება განიწმინდება. ეს ერთადერთია, რასაც ვერ მიაღწევს ის, ვინც სისხლის დათხევამდე არ იბრძოლებს. ლოცვით ადამიანის მთელი არსება განიწმინდება. ეს...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ღვაწლი ხის ფოთლებს ჰგავს, მღვიძარება კი – ნაყოფს. „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათ. 7, 16). სწორედ ამ ნაყოფის გამოღება გვაქვს ნაბრძანები. ღვაწლი ხის ფოთლებს ჰგავს, მღვიძარება კი – ნაყოფს....

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ვისაც არ აქვს სიფხიზლე – ფასდაუდებელი, ყოვლისმომცველი სულიერი ნათელი – ამაოდ შრომობს. ამის გამო, როგორც წიგნებიდანაც ვიცით, მრავალი მეუდაბნოე ასკეტი დაიღუპა. ვისაც არ აქვს სიფხიზლე – ფასდაუდებელი, ყოვლისმომცველი...

link
0