მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
მუდმივი ლოცვა გვმართებს, რომ უწყვეტი კავშირი გვქონდეს ქრისტესთან და მისგან მივიღოთ სულიერი ძალა, რათა ყოველ დემონურ თავდასხმას ძლევაშემოსილი აღვუდგეთ წინ.
ვიმეოროთ იესოს ლოცვა და სასწაულთმოქმედი უფალი ჯერ ჩვენს აურაცხელ ცოდვებს მოგვიტევებს, შემდეგ კი თავისი მადლით შეგვეწევა სამი დიდი მტრის – ხორცის, სოფლისა და ეშმაკის – დამარცხებაში. გარდა ამისა, ლოცვა ღვთისმიერი სიხარულისა და მშვიდ... იხილეთ სრულად
დაფიქრდი, როგორ გვჭირდება სულიერი, განსაკუთრებით კი ღვთაებრივი სიხარული. ამიტომ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ვეცადოთ, ჩვენს განკარგულებაში არსებული დრო ლოცვისთვის გამოვიყენოთ.
მთელი სულიერი ძალები მოვიკრიბოთ, რომ მტკიცედ ვიდგეთ იმ დიდი სათნოების აღსრულებისთვის, რომელსაც მოთმინება ჰქვია.
ხშირად გვამწუხრებს ის, რომ არ აღსრულდა ჩვენი ნება, არ გვესმის ღვთის განგებულების სიღრმე და მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ნების გამოვლინება ჩვენი ნებისგან განსხვავდება, ყოვლისმცოდნე ღმერთი სხვადასხვა საშუალებით ყველაფერს ჩვენთვის სას... იხილეთ სრულად
როცა ტკივილითა და სიმდაბლით ვლოცულობთ, ღმერთი ისმენს ჩვენს ლოცვას და ჩვენთვის უმჯობეს პასუხს გვაძლევს. ხშირად ხდება, რომ ასეთი ლოცვის შემდეგ ღვთის ნება საქმით სულ სხვაგვარად ვლინდება, ვიდრე ჩვენ ვითხოვეთ ლოცვაში. ხშირად გვამწუხრებ... იხილეთ სრულად
შვილო, შენი ორივე წერილი მივიღე. ეძიებ მოიპოვო ღვთაებრივი სიყვარული და განუწყვეტელი ლოცვა. ორივე ზესრულყოფილი ნიჭია და გულისხმობს მწუხარებას, განსაცდელებს, დროს და ა. შ. მაშასადამე, შენი განსაცდელები, შვილო, ზუსტად შესაბამისია და ... იხილეთ სრულად