მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

გსურთ, ქრისტე შეიყვაროთ? ლოცვა გენატრებოდეთ, სიმდაბლე ჩაიკარით გულში და მაშინ გაიგებთ, რომ სასუფეველი ღვთისა ჩვენ შორისაა. გსურთ, ქრისტე შეიყვაროთ? ლოცვა გენატრებოდეთ, სიმდაბლე...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

რა არის ის, რაც ლოცვას დაატკბობს? სიმდაბლე, ცრემლები, თავისბრალობა, უბრალოება, განსაკუთრებით კი სიყვარულთან შეზავებული მორჩილება. ლოცვა ნათელს ჰფენს, ეს ნათელი კი ღვთისთვის სასურველი სწორი გზის მაჩვენებელია. რა არის ის, რაც ლოცვას დაატკბობს? სიმდაბლე, ცრემლები,...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

მუდამ გახსოვდეს იესო, რომ ყოველი უძლურების შესაბამისი წამალი იპოვო. გტკივა? იესოს მოხმობით შვებას იგრძნობ და განათლდები. დამწუხრებული ხარ? იესოს უხმე და დაინახავ, რომ შენი გულის კამარაზე ნუგეში ამობრწყინდება. მუდამ გახსოვდეს იესო, რომ ყოველი უძლურების შესაბამისი...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

იმედგაცრუება დაგეუფლა? ნუ დაიზარებ, შენი ყველა იმედი იესოზე დაამყარო და სული სიმხნევით აგევსება და გაძლიერდება. ხორციელი გულისსიტყვები გაწუხებს და გრძნობადი ტკბობისკენ გიზიდავს? იესოს სახელით მწველი ცეცხლი წაუკიდე ღვარძლს. რაიმე ც... იხილეთ სრულად

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ყველაფერში და ყველაფრისთვის იესოს სახელი იყოს შენი საძირკველი, საყრდენი, სამკაული, საფარველი და მტრების ნუღარ შეგეშინდება. მაშინ გეშინოდეს, თუკი ყველაფერს იესოს გარეშე აკეთებ. უწამლოდ განკურნებას ნუ ელი, შედეგი ხრწნა იქნება. ყველაფერში და ყველაფრისთვის იესოს სახელი იყოს შენი...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
თემა: ლოცვა

ეცადე ილოცო, შვილო, და დიდ სარგებელს ნახავ, სულიერ შვებასა და განსვენებას იგრძნობ. ეცადე ილოცო, შვილო, და დიდ სარგებელს ნახავ, სულიერ...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

იღაღადეთ ღვთის სახელი. ღმერთი მზადაა შეეწიოს ყველას, ვინც ითხოვს. ნუ გავიწყდებათ იესოს ლოცვა. იღაღადეთ ღვთის სახელი. ღმერთი მზადაა შეეწიოს ყველას,...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ლოცვით ადამიანის მთელი არსება განიწმინდება. ეს ერთადერთია, რასაც ვერ მიაღწევს ის, ვინც სისხლის დათხევამდე არ იბრძოლებს. ლოცვით ადამიანის მთელი არსება განიწმინდება. ეს...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
თემა: ლოცვა

რა არის ლოცვაზე მშვენიერი! ვინც ლოცულობს, მისი გონება ნათლდება და შეიცნობს, თუ რა არის ღვთის ნება. როდის შეიცნობს მას? რა თქმა უნდა, როცა სწორად ლოცულობს. და როდის ლოცულობს სწორად? როცა ღვთისადმი ლოცვას ყველა მართებული შემადგენელი... იხილეთ სრულად

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ლოცვა ზეციური ნათელია და ვისაც შინაგანი ლოცვა აქვს ან ბაგეებით ლოცულობს, მის გულში ლოცვისგან მომდინარე ნათელი იფრქვევა. იგი ანათლებს ადამიანს, თუ როგორ იფიქროს და ეშმაკის მახეებისგან როგორ დაიცვას თავი. ლოცვა ზეციური ნათელია და ვისაც შინაგანი ლოცვა აქვს ან...

link
0