მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

არ არსებობს არც ერთი მოკვდავი, არც ერთი სულიერი და მოღვაწე ადამიანი, მტერი რომ არ ესხმოდეს თავს. ყოველი ადამიანი გაივლის განსაცდელს. თუ კარს და ფანჯრებს ღიას ტოვებენ, როგორც, ჩვეულებრივ, ისეთ ერის ადამიანებს ემართებათ, რომლებიც ღვ... იხილეთ სრულად

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
თემა: ცოდვა

საქმით ცოდვა, რომელსაც გულში კი არა, სიტყვით, საქციელით ჩავდივართ, ხშირად გვიძნელდება, რადგან მას ბევრმა ვითარებამ უნდა შეუწყოს ხელი. გონებით ცოდვის ჩადენა კი ძალზე ადვილია. ამ სახით ადამიანს შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგი... იხილეთ სრულად

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
თემა: ღალატი

ღალატი ჯერ შინაგანად ხდება, შემდეგ კი გამოვლინდება სხეულის სხვადასხვა ნაწილების მეშვეობით და გარეგნულ ცოდვად იქცევა. ღალატი ჯერ შინაგანად ხდება, შემდეგ კი გამოვლინდება...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

საჭიროა მუდმივი მოუდუნებელი ყურადღება და სიფხიზლე. შინაგანი მცველი, გუშაგი უნდა გვყავდეს, რომელიც შიგნით შემავალ და გამომავალ გულისსიტყვებს გააკონტროლებს, ვინაობას შეუმოწმებს, რომ სულის სახელმწიფოში ჯაშუშები არ შეიპარონ და სამოქალ... იხილეთ სრულად

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

როგორი გულისსიტყვა აღარ გვესხმის თავს მუდმივად! ყოველ ვნებას თავისი გულისსიტყვები მოაქვს. თუ სულს გამჭრიახი თვალი აქვს, გულისსიტყვებს შორიდანვე აღუდგება წინ და როგორც კი რომელიმე ამხედრებული ვნების „სიმყრალეს“ იგრძნობს, მაშინვე ემ... იხილეთ სრულად

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ადამიანები ვნების ტყვეები ხდებიან. ვნება კი შხამიანი გველივითაა. დიდი გველები სისინით აფრქვევენ შხამს, გესლავენ ყველაფერ ცოცხალს მათ გარშემო და შემდეგ მსხვერპლს შთანთქავენ. ასევეა ცოდვის გველიც. ის შორიდანვე აფრქვევს შხამს – ტკბობ... იხილეთ სრულად

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

მოითმინეთ, შვილებო, სიმხნევეს ნუ დაკარგავთ. მტკიცედ იმეორეთ ლოცვა. გონებას მიწიერზე ფიქრით ნუ გაფანტავთ, თუნდაც მრავალი საზრუნავი გქონდეთ. მათ, როგორც წარმავალს, ისე შეხედეთ. მხოლოდ ლოცვა და სიკვდილის ხსენება გქონდეთ მუდამ თვალწინ... იხილეთ სრულად

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

შვილებო, ლოცვა და სიმდაბლე უძლეველი იარაღია, რომელიც მოუდუნებელი ყურადღებით სულ ხელთ უნდა გვეპყრას, რადგან, ღვთის შეწევნით, ის ეშმაკებზე გამარჯვებას მოგვიტანს. შვილებო, ლოცვა და სიმდაბლე უძლეველი იარაღია, რომელიც...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

განუწყვეტლივ იმეორეთ ლოცვა. „ეს არის კურთხეული დასაწყისი!“ ნუ მიგატოვებთ ლოცვა, უფრო სწორად, თქვენ ნუ მიატოვებთ მას, სულის სიცოცხლეს, გულის სუნთქვას, კეთილსურნელოვან გაზაფხულს, რომელსაც მოღვაწე სულისთვის სულიერი გაზაფხული მოაქვს. განუწყვეტლივ იმეორეთ ლოცვა. ეს არის კურთხეული...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

თუ მტკიცედ და განუწყვეტლივ ილოცებთ, არ დაეცემით; ხოლო თუ ლოცვაში უდებებას გამოიჩენთ, მაშინ იცოდეთ, რომ სრულ დაცემამდე მიხვალთ. თუ მტკიცედ და განუწყვეტლივ ილოცებთ, არ დაეცემით; ხოლო...

link
0