მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
რასაც გულისსიტყვა გეუბნება, ყველაფერი ეშმაკისგანაა. მისი მიზანია, სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანოს და სასაცილოდ აგიგდოს. ამიტომ შენც მასხრად აიგდე და მის უხამს სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ. თუ ბოროტს უგულებელყოფ, არასოდეს შეგემთხვ... იხილეთ სრულად
ვინც თავის გულისსიტყვებს მიენდო, ცუდ დღეში ჩავარდა. გულისსიტყვების უგულებელყოფა ლოცვასთან ერთად კი სასწაულებს ახდენს.
ნუ დარდობ, შვილო, იმედს ნუ გადაიწურავ და სიმხნევეს ნუ დაკარგავ. ყველაფერი, რასაც ეშმაკი გონებაში წაგისისინებს, სიცრუე და ტყუილია. საერთოდ ნუ დაუჯერებ მას! ეშმაკს უხარია, როცა ხედავს, რომ ადამიანები მას უჯერებენ და იტანჯებიან. ხოლო... იხილეთ სრულად
ყველაფერი, რასაც ეშმაკი გონებაში წაგისისინებს, სიცრუე და ტყუილია. საერთოდ ნუ დაუჯერებ მას! ეშმაკს უხარია, როცა ხედავს, რომ ადამიანები მას უჯერებენ და იტანჯებიან. ხოლო ძალიან წუხს, როცა მისი არ სჯერათ და სიმშვიდეს ინარჩუნებენ.
განუწყვეტლივ ებრძოლე ბოროტს. მთელი შენი მცდელობა იქით მიმართე, რომ არ იფიქრო ეშმაკის მიერ მოწოდებულ გულისსიტყვებზე, ყურადღება არ მიაქციო მათ და ოდნავაც ნუ იდარდებ.
გაფრთხილდი, არ მიგიზიდოს ბილწი წარმოდგენის სიტკბოებამ და შენმა სულმა საუბარი არ გაუბას წარმოსახულ პიროვნებას, რადგან შემდეგ ძნელი იქნება აქედან თავის დაღწევა და მაშინ ამ გამოცდილებით მიხვდები, თუ რამდენადაა საჭირო გულისსიტყვებისგა... იხილეთ სრულად
როდესაც დემონურ გულისსიტყვებს ვებრძვით, ბრძოლა მოწამეობად შეგვერაცხება; ეს იმიტომ, რომ ადამიანი ბოროტი გულისსიტყვებისგან ძალიან იტანჯება, ღმერთი კი ხედავს სულის შრომას და ტკივილს და ამას მოწამეობად უთვლის.
დამდაბლდი, რადგან შენი ამპარტავნებაა ყველა ბოროტების მიზეზი. ოდნავაც ნუ შეშინდები. გამხნევდი. თუ დამდაბლდები, ღვთის მადლი შეგეწევა.
შვილო, ვინაიდან ეშმაკს ვებრძვით, უეჭველია, გულისსიტყვებიც გვექნება და რადგან ჩვენში ძველი ადამიანი ცოცხლობს, არაჯანსაღი გამოვლინებებიც გვაქვს! მაგრამ ავადმყოფს მოთმინება სჭირდება და არა სასოწარკვეთა. შენ რატომ დაკარგე იმედი, შვილო... იხილეთ სრულად
სიტყვა „მღვიძარება“ მომდინარეობს ზმნისგან „მღვიძავს“, ანუ ვფრთხილობ, ვფხიზლობ, თვალყურს ვადევნებ. როცა ჩვენ ვფრთხილობთ, ვფხიზლობთ, ვმღვიძარებთ, ვიცავთ გონებას, მაშინ ჩვენი სულის სახლი კარგად არის დაცული და სულებს გადავირჩენთ, რისთ... იხილეთ სრულად