ყურადღებას ნუ მიაქცევ, რასაც მტერი გეუბნება. როგორც კი დააპირებს ყურში რაიმე წაგისისინოს, მაშინვე თქვი: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ ან „მაცხონე მე“. სწრაფად და გამუდმებით იმეორე ლოცვა და მალე ნახავ, როგორ შესუსტდება გულისსი...
იხილეთ სრულად
ყურადღებას ნუ მიაქცევ, რასაც მტერი გეუბნება. როგორც კი დააპირებს ყურში რაიმე წაგისისინოს, მაშინვე თქვი: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ ან „მაცხონე მე“. სწრაფად და გამუდმებით იმეორე ლოცვა და მალე ნახავ, როგორ შესუსტდება გულისსიტყვა, უფრო სწორად, მისი ზემოქმედება და ვეღარც კი გაიხსენებ, რის თქმას აპირებდა შენთვის.ეს გზა უფრო ადვილი და შედეგიანია, ვიდრე ეშმაკის ნაკარნახევ გულისსიტყვებზე შეპასუხებით შეწინააღმდეგება, რადგან როცა დემონი განგვეშორებ...
როცა ბოროტი, ცოდვის გულისსიტყვაზე თანხმობით, ადამიანს დამნაშავედ აქცევს, სულიწმიდის მადლი ისე განეშორება, როგორც ფუტკარი – კვამლს და სულს მადლისა და სიხარულის გარეშე, მოწყინებითა და მწუხარებით აღსავსეს ტოვებს. მაგრამ, თუ ბოროტ წარ...
იხილეთ სრულად
როცა ბოროტი, ცოდვის გულისსიტყვაზე თანხმობით, ადამიანს დამნაშავედ აქცევს, სულიწმიდის მადლი ისე განეშორება, როგორც ფუტკარი – კვამლს და სულს მადლისა და სიხარულის გარეშე, მოწყინებითა და მწუხარებით აღსავსეს ტოვებს. მაგრამ, თუ ბოროტ წარმოსახვას გონებაში გამოჩენისთანავე შევებრძოლებით, აღმოვფხვრით და უკუვაგდებთ, თუ მონდომებითა და მოშურნეობით დაუყოვნებლივ ავიტაცებთ სულის მახვილს – ჩვენი იესოს წმინდა ლოცვას – მაშინვე დავინახავთ, როგორ დაგვტოვებს ქურდულად შ...
გაქნილი ეშმაკი ვერ იტანს, როცა ჩვენი სულის მფარველ წმინდა ანგელოზს ჩვენ სიახლოვეს ხედავს. უფსკრულის ურჩხული მის ჩამოცილებას ცდილობს, რომ მცველის გარეშე დარჩენილებს შემზარავი ქარიშხალივით დაგვატყდეს თავს და შთანგვთქას. მან იცის, რო...
იხილეთ სრულად
გაქნილი ეშმაკი ვერ იტანს, როცა ჩვენი სულის მფარველ წმინდა ანგელოზს ჩვენ სიახლოვეს ხედავს. უფსკრულის ურჩხული მის ჩამოცილებას ცდილობს, რომ მცველის გარეშე დარჩენილებს შემზარავი ქარიშხალივით დაგვატყდეს თავს და შთანგვთქას. მან იცის, რომ მფარველ ანგელოზს მხოლოდ არაწმინდა გულისსიტყვები განგვაშორებს და დაინახავ, გონების, გულისა და სხეულის შესაგინებლად როგორ ააზვირთებს საძაგელი გულისსიტყვების სიმრავლესა და ამაო კერპების წარმოდგენას. მაგრამ, როცა მოღვაწე შ...
შვილო, უფრთხილდი წარმოსახვას; ყველა ცოდვა მისგან იღებს სათავეს. ის ცოდვის ძირია. ამიტომ ფრთხილად იყავი. როგორც კი ვინმეს ან რაიმეს წარმოიდგენ, რაც გინახავს ან გაგიგონია, მაშინვე განურისხდი და ლოცვით განდევნე შენი გონებიდან. ილოცე ...
იხილეთ სრულად
შვილო, უფრთხილდი წარმოსახვას; ყველა ცოდვა მისგან იღებს სათავეს. ის ცოდვის ძირია. ამიტომ ფრთხილად იყავი. როგორც კი ვინმეს ან რაიმეს წარმოიდგენ, რაც გინახავს ან გაგიგონია, მაშინვე განურისხდი და ლოცვით განდევნე შენი გონებიდან. ილოცე სწრაფად და გულმოდგინედ. გონებით ღვთისმშობელს მიმართე და ტკივილით სთხოვე შეწევნა. ვსასოებ ღმერთს და მჯერა, რომ გამარჯვებას მიაღწევ.
შენ თავი აიმაღლე და ეშმაკმაც ამიტომ გაგიმართა ბრძოლა. ახლა დამდაბლდი. შინაგანად დაიმცირე, შეურაცხყავი საკუთარი თავი და როცა ღმერთი შენს თავმდაბლობას დაინახავს, შეგეწევა.
რასაც გულისსიტყვა გეუბნება, ყველაფერი ეშმაკისგანაა. მისი მიზანია, სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანოს და სასაცილოდ აგიგდოს. ამიტომ შენც მასხრად აიგდე და მის უხამს სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ. თუ ბოროტს უგულებელყოფ, არასოდეს შეგემთხვ...
იხილეთ სრულად
რასაც გულისსიტყვა გეუბნება, ყველაფერი ეშმაკისგანაა. მისი მიზანია, სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანოს და სასაცილოდ აგიგდოს. ამიტომ შენც მასხრად აიგდე და მის უხამს სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ. თუ ბოროტს უგულებელყოფ, არასოდეს შეგემთხვევა ცუდი. გაფრთხილდი, ნუ მოუსმენ მის ნათქვამს და გადარჩები.
ადამიანი უნდა გაფრთხილდეს, რომ მაცდურს წარმოდგენის ჩამოყალიბების საშუალება არ მისცეს, რადგან ჯერ წარმოდგენა ჩნდება, შემდეგ გულისსიტყვა, ბოლოს კი – ბილწი ტკბობა. ასე რომ, როცა მღვიძარების მეშვეობით ეშმაკს ბოროტი წარმოსახვის ჩამოყალ...
იხილეთ სრულად
ადამიანი უნდა გაფრთხილდეს, რომ მაცდურს წარმოდგენის ჩამოყალიბების საშუალება არ მისცეს, რადგან ჯერ წარმოდგენა ჩნდება, შემდეგ გულისსიტყვა, ბოლოს კი – ბილწი ტკბობა. ასე რომ, როცა მღვიძარების მეშვეობით ეშმაკს ბოროტი წარმოსახვის ჩამოყალიბების საშუალებას არ ვაძლევთ და თან იესოს ლოცვას ვამბობთ, სატანის შეჭირვებისგან ვთავისუფლდებით და ღმერთი გვირგვინს გვიბოძებს იმ კეთილი განზრახვის გამო, რომ გვსურს სათნოვეყოთ მას.
ახალგაზრდობაში ადამიანს შეუძლებელია არ შეებრძოლოს ბილწი გულისსიტყვები და წარმოდგენები. საჭიროა მაშინვე განაგდოს ისინი, იმეოროს იესოს ლოცვა და გულისსიტყვები განეშორებიან, თუმცა ისევ მოვლენ. ადამიანი მათ ისევ განაგდებს ლოცვითა და მღ...
იხილეთ სრულად
ახალგაზრდობაში ადამიანს შეუძლებელია არ შეებრძოლოს ბილწი გულისსიტყვები და წარმოდგენები. საჭიროა მაშინვე განაგდოს ისინი, იმეოროს იესოს ლოცვა და გულისსიტყვები განეშორებიან, თუმცა ისევ მოვლენ. ადამიანი მათ ისევ განაგდებს ლოცვითა და მღვიძარებით ანუ გონების სიფხიზლითა და ყურადღებით.