წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

თუ ღმერთი არ შეეწია კაცს და არ გაუღო კარი სინანულისა, ვერ მიართმევს იგი ღმერთსა ჯეროვანსა სინანულსა. ჭეშმარიტი წმინდა სინანული დიდ ძალას მოითხოვს, დიდ მადლს მოასწავებს, ერთობ მძიმე და ძნელი სულიერი მოქმედება არის. მოკლედ რომ ვსთქვათ, ჭეშმარიტის, წმინდა სინანულის მოპოვება არის თითქმის მთელი სჯულის შესრულება. თუ შენ ძმაო, ჭეშმარიტი სინანული შეიძინე მთელს სჯულს აასრულებ, ცხონებული იქნები. თუ ღმერთი არ შეეწია კაცს და გაუღო კარი

როგორც ხორცი კაცისა არა ერთხელ მიიღებს საჭმელსა და განახლდება მითა, არამედ ყოველ დღე და თითქმის ყოველ წამს იზრდება ჰაერით, საჭმლით, სასმლით, მზგავსადვე სულიცა ყოველთვის უნდა იზრდებოდეს სულიერითა საზრდოითა. იგი ყოველ დღე უნდა ლოცულობდეს, საღმრთო წიგნებს კითხულობდეს, ეკლესიაში ხშირად დადიოდეს, საღმრთო საგნებზედ უბნობის და ზრახვის ჩვეულ იყოს და სხვანი და მით განაახლებდეს თვისსა სათნოებასა, სარწმუნოებასა და სიყვარულსა. როგორც ხორცი კაცისა არა ერთხელ მიიღებს

როდესაც სინანულით და აღსარებით განიშორებს კაცი ანუ გააგდებს ყოველსა ცუდსა, განმხრწნელსა ვნებასა, მაშინ სულიერი საზრდო უნდა მიიღოს კაცმან. წმინდა ეკლესია მიანიჭებს მას სულიერსა განმაახლებელსა, განმამტკიცებელსა, განმაცხოველებელსა საზრდოსა, ქრისტეს სისხლსა და ხორცსა. როდესაც სინანულით და აღსარებით განიშორებს

თუ გონიერი და ჯეროვანი აღსარება თქვა კაცმა, თუ გადაწყვეტილად, გათავებით შეინანა კაცმა თვისი ცოდვა და აღსარებაში აღუარა მოძღვარსა, ამით მან განიშორა, გააგდო ცოდვა თვისი. თუ გონიერი და ჯეროვანი აღსარება თქვა კაცმა

არ ყოფილა და არც მოხდება, რომ ვინმე ქრისტიანეთაგანი შერაცხულიყოს წმინდათა შორის და მმარხველი კი არ ყოფილიყოს. ამისათვის, ძმაო ჩემო, თუ ბეჯითი ქრისტიანე ხარ, სულის ცხონების მეძიებელი და მოშურნე, შეინახე, დაიცევ მარხვის დღეები წესისამებრ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა. არ ყოფილა და არც მოხდება, რომ ვინმე

შეუძლებელია, რომ წყალში ცეცხლი დაანთოს კაცმა, მზგავსადვე შეუძლებელია სინანული, მწუხარება ცოდვათათვის, მხიარულებასა და კმაყოფილებასა შინა. შეუძლებელია, რომ წყალში ცეცხლი დაანთოს კაცმა

როდესაც კაცის სულში აღგზნებული არს ცეცხლისაებრ სულიერი მწუხარება, მაშინ ხორციელნი მოთხოვნილებანი დავიწყებულნი არიან, საჭმელი და სასმელი აღარ მოუვა კაცს გონებაში. ნამდვილად შეწუხებული, მგლოვიარე კაცი მიიღებს მხოლოდ უგემურსა საჭმელსა: „ნაცარი, ვითარცა პური, ვსჭამე და სასმელი ჩემი ცრემლითა განვზავე“, – იტყოდა შეწუხებული ცოდვითა დავით (ფსალ. 10.10). სინანული არის სულიერი მწუხარება. თუ ნამდვილად სწუხს კაცი თავის ცოდვას, როგორღა შეიძლება მან მიიღოს პოხიერი საჭმელი. დიდად ცდება, ან განგებ თავის თავს ატყუებს ის კაცი, რომელიც ფიქრობს, ვითომც შეუძლია მას კარგად ილოცოს და შეინანოს თავის ცოდვები თვინიერ მარხვისა. როდესაც კაცის სულში აღგზნებული არს

მარხვა არის საშუალება და ღონე რომლითაც შეუძლია კაცს გაამტკიცოს თვისი სულიერი ზნეობითი ძალა. მარხვა არის საშუალება და ღონე რომლითაც

მარხვა არის საჭირო მისთვის, რათა აღვირი ვუსხათ ჩვენსა ხორცსა, ჩვენთა ვნებათა. გარდარეულ ცხენს, რომელსაც აღვირითაც ვერ დაამშვიდებენ, დაიმორჩილებენ შიმშილითა და წყურვილითა. ჩვენი ცოდვილი სხეული ებრძვის სულსა ჩვენსა, მიიზიდავს მას ცოდვისადმი. რით არის უადვილესი დამშვიდება და დამორჩილება მისი, თუ არა მარხვით. მარხვა დაადუმებს ვნებათა, დააყენებს ღელვასა სისხლისასა. მარხვა არის საჭირო მისთვის, რათა აღვირი

რომელსა აქვს ყური სმენად და თვალი ხედვად, მან უნდა განიზრახოს და შეშინდეს, რა უცები სიკვდილი ეწევა მრავალთა პირთა. კაცი საღამოს მხიარული იყო და ძლიერი, დაწვა ლოგინზე და ძილში განუტევა სული უაღსარებოდ და უზიარებლად. შენც კაცი ხარ, ძმაო. ვინ იცის სად და რა სახით შეგემთხვევა სიკვდილი. ნუ მოიძულებ შენსა სულსა. ახლავე მოემზადე მიგებებად მტერისა (სიკვდილისა), რომ უცებ არ დაგეცეს თავზედ მოუმზადებელსა და უჭურველსა. რომელსა აქვს ყური სმენად და თვალი ხედვად, მან

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1