ჩვენ, დაცემული კაცობრიობის ძენი, უშჯულოებაში შობილნი და განხრწნილი ბუნებით მოვლენილნი ამქვეყნად, ხელახლა ვიშვებით წმიდა ცხოვრებისათვის ნათლობის წმიდა ემბაზში და მირონცხების საიდუმლოთი ვღებულობთ სულიწმიდის ძალას. ამიტომ თუკი არავის...
იხილეთ სრულად
ჩვენ, დაცემული კაცობრიობის ძენი, უშჯულოებაში შობილნი და განხრწნილი ბუნებით მოვლენილნი ამქვეყნად, ხელახლა ვიშვებით წმიდა ცხოვრებისათვის ნათლობის წმიდა ემბაზში და მირონცხების საიდუმლოთი ვღებულობთ სულიწმიდის ძალას. ამიტომ თუკი არავის შეუძლია შეიქოს თავი უბიწოებითა და უცოდველობით, ამასთან არც სინდისის ძალდატანების გარეშე ძალუძს უარი თქვას წმიდა მოვალეობაზე, წმიდად წარუდგინოს საკუთარი თავი ღმერთს, ნებისმიერმა უნდა გააღვიძოს და გაათბოს გულში მხურვალე გ...
მაშასადამე, სიხარული ნაყოფია სულიწმიდისა. ადამიანი სხვაგვარად ვერ მოიწვევს სულიწმიდის მადლს, თუ არა მხოლოდ თბილი, გულწრფელი და მდაბალი ლოცვით. როდესაც ვლოცულობთ, ნუგეშინისმცემელი სულიწმიდა ჩვენთანა არს თვისითა მადლითა.
ნუ მოიწყენთ, არამედ იჩქარეთ უფალს მიმართოთ ლოცვით, და უფალიც დაგიბრუნებთ დაკარგულ სიხარულს. ლოცვით ყველაფერი, ყველაფერი შეიძლება გამოსთხოვო ღმერთს, ოღონდ სათხოვარი იყოს კეთილი და, ამავე დროს, შევევედროთ როგორც ჯერ-არს.
ულოცველობა. ესაა არაეკლესიურობის კერძო შემთხვევა, საყოველთაოდ გავრცელებული ცოდვა. როდესაც სულიერი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვან მხარეზე ლაპარაკობს, აღმსარებელმა უნდა თქვას, როგორ ლოცულობს, რა ნაყოფი გამოაქვს მის ლოცვას, ლოცვა სულიერ ...
იხილეთ სრულად
ულოცველობა. ესაა არაეკლესიურობის კერძო შემთხვევა, საყოველთაოდ გავრცელებული ცოდვა. როდესაც სულიერი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვან მხარეზე ლაპარაკობს, აღმსარებელმა უნდა თქვას, როგორ ლოცულობს, რა ნაყოფი გამოაქვს მის ლოცვას, ლოცვა სულიერ ნუგეშისცემას ანიჭებს თუ უსიამოვნო ბეგარად აწევს, რომლისგანაც თავის დაღწევას ყველანაირად ცდილობს, მართლმადიდებლური ლოცვანით სარგებლობს თუ ზეპირად იცის ლოცვები, კითხულობს თუ არა სახარებას და ა.შ. ყოველი მორწმუნე ყოველდღიურ...
რამდენადაც ამ სოფელში გვიწევს ცხოვრება, იაკობ მოციქულის თქმით, “ფრიად ვსცთებით” (იაკობ, 3, 2) და ყოველთვის არ ძალგვიძს სულში სიხარულის შენარჩუნება, მაგრამ გულმოწყალე უფალმა სულიერი სიხარულის შესანარჩუნებლად ახალი საშუალება გვიბოძა...
იხილეთ სრულად
რამდენადაც ამ სოფელში გვიწევს ცხოვრება, იაკობ მოციქულის თქმით, “ფრიად ვსცთებით” (იაკობ, 3, 2) და ყოველთვის არ ძალგვიძს სულში სიხარულის შენარჩუნება, მაგრამ გულმოწყალე უფალმა სულიერი სიხარულის შესანარჩუნებლად ახალი საშუალება გვიბოძა. ესაა მისადმი ლოცვა: “ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ”, - ამბობს ქრისტე მაცხოვარი.
სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა კურთხევასავით ღებულობს რაღაც ნივთიერს, არის ადამიანური სიხარული, მაშინ როცა სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა გასცემს, არის ღვთაებრივი სიხარული. ის მხოლოდ მაშინ მოდის როცა გასცემენ...
იხილეთ სრულად
სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა კურთხევასავით ღებულობს რაღაც ნივთიერს, არის ადამიანური სიხარული, მაშინ როცა სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა გასცემს, არის ღვთაებრივი სიხარული. ის მხოლოდ მაშინ მოდის როცა გასცემენ.
სულში სიხარულის შენარჩუნებას ცხოვრებისეული ღვაწლის სწორად წარმართვა შეეწევა. წესრიგი - აი, ჩვენი ზნეობრივ ღირებულებათა საფუძველი. ადამიანი დღემუდამ უნდა ეკითხებოდეს თავის სინდისს: ცხოვრებისათვის ბოძებულ დროჟამს უსაქმურობაში, თავშე...
იხილეთ სრულად
სულში სიხარულის შენარჩუნებას ცხოვრებისეული ღვაწლის სწორად წარმართვა შეეწევა. წესრიგი - აი, ჩვენი ზნეობრივ ღირებულებათა საფუძველი. ადამიანი დღემუდამ უნდა ეკითხებოდეს თავის სინდისს: ცხოვრებისათვის ბოძებულ დროჟამს უსაქმურობაში, თავშეუკავებლობაში, გაფანტულობაში, სიზარმაცესა და სხვა მანკიერებებში ხომ არ კარგავს?
ქრისტიანმა რომ გულში სიხარული დაიმკვიდრო, აუცილებელია ზრუნვა შეუბღალავი სინდისის შესანარჩუნებლად. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია საკუთარი გამოცდილებიდან იმსჯელოს, თუ რაგვარ სიხარულს ბადებს სულში სუფთა სინდისი. შეხედეთ სათნო ადამიანის ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანმა რომ გულში სიხარული დაიმკვიდრო, აუცილებელია ზრუნვა შეუბღალავი სინდისის შესანარჩუნებლად. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია საკუთარი გამოცდილებიდან იმსჯელოს, თუ რაგვარ სიხარულს ბადებს სულში სუფთა სინდისი. შეხედეთ სათნო ადამიანის სახეს. მის გამომეტყველებაში შეიგრძნობთ აუმღვრეველ (უღრუბლო), უფრო ხშირად კი უწყინარსა და სერიოზულ მდუმარე სიმშვიდეს. არც მწუხარებებს, არც ბოროტგანზრახულობებს, თვით უბედურებებსაც კი, არ ძალუძს სუფთა სინდისის ადამიანისათვი...