ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან გადავალთ სიცოცხლეში, რადგანაც გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს ძმა, სიკვდილში მკვიდრობს.
ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; ხოლო თქვენ იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცო...
იხილეთ სრულად
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან გადავალთ სიცოცხლეში, რადგანაც გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს ძმა, სიკვდილში მკვიდრობს.
ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; ხოლო თქვენ იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, დამკვიდრებული მასში.
ამით შევიცნობთ სიყვარულს, რომ მან ჩვენთვის დადო თავისი სული; და ჩვენც გვმართებს ძმებისათვის სულის დადება.
ხოლო ვისაც აქვს სიმდიდრე ამ ქვეყნად და ხედავს თავისი ძმის გაჭირვებას, მაგრამ გულს იხშობს მისთ...
ჩვენ უნდა გვიყვარდეს ქრისტეს პიროვნება. ეს სიყვარული აუცილებელია ჩვენი სულებისთვის. და ასევე სიყვარული ღვთის ქმნილებებისადმი: ცხოველებისადმი, ხეებისადმი, ყვავილებისადმი, ფრინველებისადმი და უპიველეს ყოვლისა, ღვთის უსრულყოფილესი ქმნ...
იხილეთ სრულად
ჩვენ უნდა გვიყვარდეს ქრისტეს პიროვნება. ეს სიყვარული აუცილებელია ჩვენი სულებისთვის. და ასევე სიყვარული ღვთის ქმნილებებისადმი: ცხოველებისადმი, ხეებისადმი, ყვავილებისადმი, ფრინველებისადმი და უპიველეს ყოვლისა, ღვთის უსრულყოფილესი ქმნილების - ადამიანისადმი.
ჩვენ ყოველთვის ვაწყდებით ხორციელს, როცა სულიერზე ვფიქრობთ. ვინც გადალახავს ამ დაბრკოლებას, ის მიუახლოვდება სულიერი რეალობის გაგებას. განა შესაძლებელია, არსებობდეს უფრო დიდი სიყვარული დედამიწის ზურგზე, ვიდრე სიყვარული დედისა ერთად...
იხილეთ სრულად
ჩვენ ყოველთვის ვაწყდებით ხორციელს, როცა სულიერზე ვფიქრობთ. ვინც გადალახავს ამ დაბრკოლებას, ის მიუახლოვდება სულიერი რეალობის გაგებას. განა შესაძლებელია, არსებობდეს უფრო დიდი სიყვარული დედამიწის ზურგზე, ვიდრე სიყვარული დედისა ერთადერთი ვაჟიშვილის მიმართ და ვაჟიშვილისა დედისადმი? წარმოიდგინე მათი სულები, ოღონდ, მხოლოდ სულები. დედის სული მთლიანად აღვსილია ვაჟიშვილით, ხოლო ვაჟიშვილის სული - დედით. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ერთმანეთისაგან შორს...
მკრეხელობა და ფიცი. ეს ცოდვები ხშირად ეკლესიურობასა და გულწრფელ სარწმუნოებას უთავსებდნენ. აქ პირველ ყოვლისა უნდა დავასახელოთ მკრეხელური დრტვინვა ღმერთზე, თითქოს იგი უმოწყალოდ ექცევა კაცს და უზომო, დაუმსახურებელ ტანჯვა-წამებას მოუვ...
იხილეთ სრულად
მკრეხელობა და ფიცი. ეს ცოდვები ხშირად ეკლესიურობასა და გულწრფელ სარწმუნოებას უთავსებდნენ. აქ პირველ ყოვლისა უნდა დავასახელოთ მკრეხელური დრტვინვა ღმერთზე, თითქოს იგი უმოწყალოდ ექცევა კაცს და უზომო, დაუმსახურებელ ტანჯვა-წამებას მოუვლენს. ადამიანი ხანდახან ღმერთის, საეკლესიო სიწმიდეთა და საიდუმლოთა გმობამდე მიდის, იწყებს უჯერო, შეურაცხმყოფელი ამბების მოყოლას მღვდლებისა და ბერ-მონაზვნების ცხოვრებიდან, საღმრთო წერილისა და ლოცვანის სხვადასხვა ადგილების...
მცირედმორწმუნოება. ესაა ყველაზე გავრცელებული ცოდვა. ზოგჯერ იგი ურწმუნოებაში გადადის, თუმცა ამ დროს კაცი შეიძლება ღმრთისმსახურებაზეც დადიოდეს და აღსარებასაც ამბობდეს. მცირედმორწმუნე შეგნებულად არ უარყოფს ღმრთის არსებობას, მაგრამ ეჭ...
იხილეთ სრულად
მცირედმორწმუნოება. ესაა ყველაზე გავრცელებული ცოდვა. ზოგჯერ იგი ურწმუნოებაში გადადის, თუმცა ამ დროს კაცი შეიძლება ღმრთისმსახურებაზეც დადიოდეს და აღსარებასაც ამბობდეს. მცირედმორწმუნე შეგნებულად არ უარყოფს ღმრთის არსებობას, მაგრამ ეჭვ ეპარება მის ყოვლადძლიერებაში, მოწყალებასა და განგებულებაში. თავისი ქცევით, ყველაფრით, რაც მისთვის ძვირფასი, თვით ცხოვრების წესით იგი ეწინააღმდეგება იმ სარწმუნოებას, რომელსაც სიტყვით აღიარებს. ასეთი კაცი არასოდეს დაინტე...
ნურავინ იფიქრებს, რომ ერთი ხელის მოსმით განთავისუფლდება მძიმე ცოდვების შედეგებისაგან. სინანული აუცილებელია, მონანულთ ღმერთი გვაპატიებს. მაგრამ გარკვეული სამართლიანობა მოითხოვს, რომ ამ ცოდვათა გამო ტკივილი გვქონდეს. ერთი მხრივ - არ...
იხილეთ სრულად
ნურავინ იფიქრებს, რომ ერთი ხელის მოსმით განთავისუფლდება მძიმე ცოდვების შედეგებისაგან. სინანული აუცილებელია, მონანულთ ღმერთი გვაპატიებს. მაგრამ გარკვეული სამართლიანობა მოითხოვს, რომ ამ ცოდვათა გამო ტკივილი გვქონდეს. ერთი მხრივ - არასოდეს დავივიწყოთ ცოდვანი ჩვენნი და დღიდან დღემდე განიწმიდოს ჩვენი სული, როგორც ცეცხლი გამოაწრთობს და განწმენდს ოქროს; მეორე მხრივ - არ უნდა გვეშინოდეს განსაცდელებისა და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უფლისგანაა, ამ განსაცდელებ...
ჭეშმარიტი სიყვარული ღმერთისაგან მომდინარეობს და მხოლოდ იმას მოენიჭება, ვინც განუწყვეტლივ აიძულებს თავს, უარყოფდეს საკუთარ ნებას და ყოველივეში მხოლოდ ღმერთის ნებას ასრულებდეს.
გულის სიწმინდე წინამძღვარ გვექმნება ღმრთის სახილველად, მისი ყლორტები მაშინ აღმოცენდებიან და გაიშლებიან სულში, როდესაც განეშორები ყოველივე ცოდვიანს. თუ გსურს შენს სულში დაისადგურონ ახალი ქვეყნის საიდუმლოებებმა, უწინარესად განამშვენ...
იხილეთ სრულად
გულის სიწმინდე წინამძღვარ გვექმნება ღმრთის სახილველად, მისი ყლორტები მაშინ აღმოცენდებიან და გაიშლებიან სულში, როდესაც განეშორები ყოველივე ცოდვიანს. თუ გსურს შენს სულში დაისადგურონ ახალი ქვეყნის საიდუმლოებებმა, უწინარესად განამშვენე იგი ბერისთვის მცნებად დადებული საქმეებით: მარხვით, მღვიძარებით, მსახურებით, მოღვაწეობით, მოთმინებით, ბილწი ფიქრების აღმოფხვრით. გონება მიაპყარ წმიდა წერილს და განისწავლე მით, უფლის მცნებანი მუდამ გაქვნდეს წინაშე თვალთა...