ადამიანი, რომელიც ცოდვას სჩადის, არა მხოლოდ თავის თავს იგდებს სნეულებასა და უბედურებაში, არამედ სენსა და განსაცდელს წინასწარ უმზადებს თავის შთამომავლობასაც, რადგან მისი ხორციელი, თუ სულიერი თვისებები შვილებსა და საერთოდ, მომავალ თ...
იხილეთ სრულად
ადამიანი, რომელიც ცოდვას სჩადის, არა მხოლოდ თავის თავს იგდებს სნეულებასა და უბედურებაში, არამედ სენსა და განსაცდელს წინასწარ უმზადებს თავის შთამომავლობასაც, რადგან მისი ხორციელი, თუ სულიერი თვისებები შვილებსა და საერთოდ, მომავალ თაობებზე გადადის.
ბრძანებს უფალი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა: "ოდეს მოქცეულთა სულთ ითავნე, მაშინ სცხონდე და სცნა სადა იყავ". სულთქმა სინანულს ჰნიშნავს, და ჰსჩანს აქ, თუ ცოდვისაგან არ მოიქცევა კაცი, სინანული უხმარი არის. ეს სიტყუა ასე აჩნეს: "...
იხილეთ სრულად
ბრძანებს უფალი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა: "ოდეს მოქცეულთა სულთ ითავნე, მაშინ სცხონდე და სცნა სადა იყავ". სულთქმა სინანულს ჰნიშნავს, და ჰსჩანს აქ, თუ ცოდვისაგან არ მოიქცევა კაცი, სინანული უხმარი არის. ეს სიტყუა ასე აჩნეს: "ოდეს მოციქულმან სულთ ითქვნე". ესე იგი, როდესაც ცოდვისაგან მოიქცე და შეინანოო. აცხადებს ეს სოტყუა, რომ თუ ცოდვისაგან კაცი არ მოიქცა, ისრე სინანულის სახის ჩუენება არა რად შეირაცხება. ამას უფალი ღმერთი ეზეკიელ წინასწარმეტყვ...
თუ გსურს შენი სხეული შენვე განაგო, ნუ დაქორწინდები. ამიტომ არის უქორწინებლობა სრულყოფილება. თქვენც, მეუღლეებო, გსურთ თავშეკავება, რათა ღმერთს მიუძღვნათ თავი? ასეც მოიქეცით. ეს კი არის სრულყოფილება ქორწინებაში. თუ არ განეშორებით ...
იხილეთ სრულად
თუ გსურს შენი სხეული შენვე განაგო, ნუ დაქორწინდები. ამიტომ არის უქორწინებლობა სრულყოფილება. თქვენც, მეუღლეებო, გსურთ თავშეკავება, რათა ღმერთს მიუძღვნათ თავი? ასეც მოიქეცით. ეს კი არის სრულყოფილება ქორწინებაში. თუ არ განეშორებით ურთიერთას, ჯერ კიდევ არ იქნება სრულყოფილება, ამიტომაც გვეუბნება მოციქული ამას “შენდობით, არა თუ ბრძანებით”.
თუ დაიდებს კაცი ცეცხლს უბეში, ტანისამოსზე წაუკიდებლად?
თუ გაივლის კაცი ნაკვერჩხლებზე ფეხების დაუწველად?
ასევე, არვინ დარჩება დაუსჯელი, ვინც კი მივა ახლობლის ცოლთან და მიეკარება მას.
არ კიცხავენ ქურდს, როცა ქურდობ...
იხილეთ სრულად
თუ დაიდებს კაცი ცეცხლს უბეში, ტანისამოსზე წაუკიდებლად?
თუ გაივლის კაცი ნაკვერჩხლებზე ფეხების დაუწველად?
ასევე, არვინ დარჩება დაუსჯელი, ვინც კი მივა ახლობლის ცოლთან და მიეკარება მას.
არ კიცხავენ ქურდს, როცა ქურდობს ლუკმაპურისთვის, როცა მშიერია;
წაუსწრებენ და შვიდწილ ზღავს, სახლის მთელ ქონებას გადაიხდის.
ვინც ქალთან მრუშობს, უჭკუოა, თავისი სულის წარმწყმედელად აქცევს მას.
ცემას და დამცირებას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წარიხოცება.
რადგან ეჭვიანობა...
მაინც რა არის ქრისტიანული ქორწინება? თუ მას მატერიალისტის თვალთახედვით განვიხილავთ, როგორც ინსტინქტების ერთობლიობას, მაშინ იგი არაფრით განსხვავდება უღმერთოების ან არაქრისტიანთა ქორწინებისგან. ქრისტიანს “ქორწინებითი კავშირის” დასამ...
იხილეთ სრულად
მაინც რა არის ქრისტიანული ქორწინება? თუ მას მატერიალისტის თვალთახედვით განვიხილავთ, როგორც ინსტინქტების ერთობლიობას, მაშინ იგი არაფრით განსხვავდება უღმერთოების ან არაქრისტიანთა ქორწინებისგან. ქრისტიანს “ქორწინებითი კავშირის” დასამყარებლად ამოძრავებს ზუსტად იგივე მიზნები, რაც ყველა სხვა ადამიანს. ეს მიზნები ეფუძნება მასში არსებული სამი სახის მისწრაფებას, ესენია: ხორციელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ცხოვრების თანამგზავრის ყოლის აუცილებლობა და შთ...
როგორც გამიგონია, ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთ ქრისტიანს თავისი ცოდვების აღიარებისა რცხვენია, რაც ძნელად დასაჯერებელია. თუ სნეული ექიმს არ ეტყვის, რა სტკივა, ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე მოსძულებია; ასევეა ცოდვილიც, რომელიც აღსარების ...
იხილეთ სრულად
როგორც გამიგონია, ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთ ქრისტიანს თავისი ცოდვების აღიარებისა რცხვენია, რაც ძნელად დასაჯერებელია. თუ სნეული ექიმს არ ეტყვის, რა სტკივა, ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე მოსძულებია; ასევეა ცოდვილიც, რომელიც აღსარების სათქმელად მიდის და ცოდვების დამალვას აპირებს.
მამაკაცისა და დედაკაცის ანატომიური აგებულების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამოთხეში კაცთა მოდგმის გაგრძელება წარიმართებოდა ზუსტად იმგვარად, როგორც ახლა ხდება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათი სიახლოვე იქნებოდა უვნებო, ანუ ტ...
იხილეთ სრულად
მამაკაცისა და დედაკაცის ანატომიური აგებულების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამოთხეში კაცთა მოდგმის გაგრძელება წარიმართებოდა ზუსტად იმგვარად, როგორც ახლა ხდება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათი სიახლოვე იქნებოდა უვნებო, ანუ ტკბობისა და ტკივილის გარეშე. მაგრამ დაცემის შემდგომ, კაცთა ბუნება მიისწრაფის გაექცეს ტანჯვას და რადგან ბავშვების გაჩენასა და აღზრდას ახლავს ჯაფა და სნეულებანი, ადამიანი, რომელიც მიდრეკილია მცონარებისკენ, ბოროტად გამოიყენე...
მე მინდა, რომ უზრუნველნი იყოთ. უქორწინებელი უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს;
დაქორწინებული კი ქვეყნისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს ცოლს. განსხვავებაა გათხოვილსა და ქალწულს შორისაც:
გაუთხოვარი უფლისას ზრუნავს, რათა წ...
იხილეთ სრულად
მე მინდა, რომ უზრუნველნი იყოთ. უქორწინებელი უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს;
დაქორწინებული კი ქვეყნისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს ცოლს. განსხვავებაა გათხოვილსა და ქალწულს შორისაც:
გაუთხოვარი უფლისას ზრუნავს, რათა წმიდა იყოს ხორცითაც და სულითაც; გათხოვილი კი ქვეყნისას ზრუნავს, რათა აამოს ქმარს.
თ. 7-9