თუ ცოდვას არ ჩავიდენთ და ღვთის წინაშე გულმოდგინედ არ ვიღვაწებთ, ჰაერში ატაცებული ნახერხივით ვიტრიალებთ ზეცასა და მიწას შორის. ვერც ზეცისაკენ ავმაღლდებით და ვერც მიწაზე ვიდგებით მყარად.
არასასიამოვნოა ხეების ყურება გაშიშვლებული ტანითა და ტოტებით; არასასიამოვნოა ცქერა გაყინული მინდვრისა, რომელზეც ერთი ბალახიც კი არ არის მწვანე, მაგრამ კიდევ უფრო სევდისმომგვრელია სიკეთისადმი გაციებული გულის ცქერა, რომელსაც სასიკეთო...
იხილეთ სრულად
არასასიამოვნოა ხეების ყურება გაშიშვლებული ტანითა და ტოტებით; არასასიამოვნოა ცქერა გაყინული მინდვრისა, რომელზეც ერთი ბალახიც კი არ არის მწვანე, მაგრამ კიდევ უფრო სევდისმომგვრელია სიკეთისადმი გაციებული გულის ცქერა, რომელსაც სასიკეთო ძალები, სიცოცხლის ხალისი და სიმართლის ნაყოფი აღარ აქვს.
საკმარისი არ არის, რომ ბოროტებას არ აკეთებდე; სიკეთეს უნდა იქმოდე, შემთხვევასაც კი უნდა ეძებდე მის საკეთებლად - ვინც ეძებს ასეთ შემთხვევებს, ყოველთვის პოულობს მას.
ნუ დაკმაყოფილდები აზრით, გრძნობით, სიტყვით იქ, სადაც შესაძლებელი და საჭიროც კია საქმე. კარგია, თუ ქვის გული არ გაქვს, მაგრამ ცუდია, თუ გაქვს მშრალი და მომჭირნე ხელი, რომელიც გლახაკს არ განიკითხავს.
კეთილი სურვილი მაშინ არის მაცხოვნებელი, როდესაც მტკიცედ და დაუზარებლად აღესრულება. არიან ადამიანები, რომელთა გზა კეთილი ზრახვებით იყო მოფენილი; მაგრამ კეთილი ზრახვები აღუსრულებელი დარჩა და მათი გზა ჯოჯოხეთისაკენ წარემართა.
მხოლოდ საკვების მოთხოვნილება შიმშილის გრძნობას ვერ აკმაყოფილებს და მხოლოდ დალევის სურვილი წყურვილს ვერ კლავს; ვერც მხოლოდ ვაჭრობის სურვილი ამდიდრებს; ასევე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გვაცხოვნებს.