წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
რაც არ უნდა დიდი იყოს ვნების ძალა, თუ ღვთის შიშით შეიზღუდავ თავს, მის დამარცხებას მაინც შეძლებ.
ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც გოდებს თავისი ცოდვების გამო, მაგრამ კეთილს არაფერს აკეთებს. ვითომ კიდევაც მარხულობენ, მაგრამ ფულს მეზვერეთა მსგავსად ეხარბებიან, მრისხანებენ და მოყვასზე კეთილი სიტყვის ნაცვლად ძვირის თქმა ურჩევნიათ. ეს არ ... იხილეთ სრულად
არცერთი მათგანი, ვისაც თვალთა წინაშე ჯოჯოხეთის სატანჯველი აქვს, არ ჩავარდება გეენიაში; არცერთი მათგანი ვინც გეენიას არად აგდებს, ვერ გაექცევა მას.
ნურასდროს მიიღებ შენს გულში ცილისწამებას შენი ძმის მიმართ. არამედ გააჩერე განმკითხველი და უთხარი: "დამეხსენ, ძმაო, თავად ყოველდღე უფრო მძიმედ ვსცოდავ, როგორღა უნდა განვიკითხო სხვები?"
მოშურნე სხვის უბედურებას საკუთარ ბედნიერებად მიიჩნევს, სხვის კეთილდღეობას კი საკუთარ წარუმატებლობად.
ღმერთმა ადამიანი შრომისათვის შექმნა და მისცა მას ამისთვის აუცილებელი ორგანოები; აქედან გამომდინარე, უსაქმური ღვთის წესრიგიდან და ქმნილების მიზნიდან გადახვევაა.
მებაღე ნორჩ, ახლადდანერგულ ხეს მიწაში მყარად დამაგრებულ სარზე მიაბამს, რათა ქარმა არ ამოგლიჯოს იგი და ზედმეტ ამონაყარს აჭრის, რათა მათ ზიანი არ მიაყენონ და არ დააჭკნონ ნორჩი მცენარე. ასევე მოექეცით თქვენს შვილებს: მათი გულები ღვთი... იხილეთ სრულად