წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
ნურასდროს მიიღებ შენს გულში ცილისწამებას შენი ძმის მიმართ. არამედ გააჩერე განმკითხველი და უთხარი: "დამეხსენ, ძმაო, თავად ყოველდღე უფრო მძიმედ ვსცოდავ, როგორღა უნდა განვიკითხო სხვები?"
ღმერთმა ადამიანი შრომისათვის შექმნა და მისცა მას ამისთვის აუცილებელი ორგანოები; აქედან გამომდინარე, უსაქმური ღვთის წესრიგიდან და ქმნილების მიზნიდან გადახვევაა.
მებაღე ნორჩ, ახლადდანერგულ ხეს მიწაში მყარად დამაგრებულ სარზე მიაბამს, რათა ქარმა არ ამოგლიჯოს იგი და ზედმეტ ამონაყარს აჭრის, რათა მათ ზიანი არ მიაყენონ და არ დააჭკნონ ნორჩი მცენარე. ასევე მოექეცით თქვენს შვილებს: მათი გულები ღვთი... იხილეთ სრულად
მშობლები არა მხოლოდ საკუთარი ცოდვებისთვის დაისჯებიან, არამედ თავიანთი შვილებისაც, თუ მათ ღვთისმოშიშებით არ აღზრდიან.
არ არსებობს აღზრდაზე უმაღლესი ხელოვნება. მხატვარი და მოქანდაკე მხოლოდ უსიცოცხლო ქანდაკებას ქმნიან, ბრძენი აღმზრდელი კი ქმნის ცოცხალ სახეს, რომლის ცქერაც ღმერთსაც უხარია და ადამიანებსაც.
ღმერთი სამუდამოდ არც უბედურებაში სტოვებს ადამიანებს, რათა სრულიად უღონონი არ შეიქნან, და არც ბედნიერებაში, რათა დაუდევრობით არ ევნონ და სხვებზე ზრუნვა არ დაივიწყონ, რამეთუ იგი სხვადასხვა საშუალებებითა და ღონით განაგებს ადამიანთა ხ... იხილეთ სრულად
ღმერთი იმგვარად ელაპარაკებოდა ადამიანებს, რომ ითვალისწინებდა მსმენელთა უძლურებას და ესადაგებოდა მათ, ისევე, როგორც ნებისმიერი მამაც, არად აგდებს თავის ღირსებას, როცა ენის მოჩლექით ელაპრაკება ხოლმე თავის საყვარელ შვილებს.