წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
არც მამის გეშინია, არც მასწავლებლის, არც უფროსის, არც კანონის დამცველისა და არც მსაჯულის? არ გრცხვენია მეგობრის? ვერც სინდისი გამოგასწორებს? სწორედ ამ დროს მოდის ხორციელი ავადმყოფობა და არცთუ იშვიათად ყველაფერს ასწორებს.
მემრუშე, მეძავი ან ცოდვის მსახური, თუნდაც მალავდეს ამას, ცხოვრებაში შვებას ვერ იპოვის. მისი ძილი არაა ტკბილი, ჭამის დროს სიამოვნებას ვერ გრძნობს, იგი შიშებით ივსება, რომელთაგან გათავისუფლება მეგობრების მონახულებით და რაიმე სხვა სა... იხილეთ სრულად
იკითხავენ: რატომ უნდა ისჯებოდეს მარადიულად იგი, ვინც აქ მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში სცოდავდა? მაშ, რატომაა, რომ ადამიანი, რომელმაც წუთიერად აღასრულა მკვლელობა, მთელი ცხოვრება მაღაროში მუშაობით ისჯება.
თუ ვინმე შენზე ჭორაობს, ნუ გაბრაზდები, არამედ იტირე და შეგრცხვეს არა იმისა, რომ შენზე ჭორაობენ, არამედ იმ ცოდვის გამო, რომელმაც ასეთ არაწმიდებაში ჩაგაგდო.