არა ყოველი მარხვა არის წმინდა, სათნო უფლისა. რომელი არის ესრეთი მარხვა? ის, როდესაც შენ მარტო საჭმელს გამოიცვლი, ანუ დაიკლებ, ანუ იქნება სულ აღარ სჭამ, მაგრამ ყოფა–ქცევას არ იცვლი. საჭმელს აღარ სჭამ, გარნა მოყვასთა შენთა, სახლეულო...
იხილეთ სრულად
არა ყოველი მარხვა არის წმინდა, სათნო უფლისა. რომელი არის ესრეთი მარხვა? ის, როდესაც შენ მარტო საჭმელს გამოიცვლი, ანუ დაიკლებ, ანუ იქნება სულ აღარ სჭამ, მაგრამ ყოფა–ქცევას არ იცვლი. საჭმელს აღარ სჭამ, გარნა მოყვასთა შენთა, სახლეულობასა შენსა, მეზობელთა აწუხებ, სჭამ მრისხანებითა და გულისწყრომითა.
ყოველი ღონისძიება იხმარე, რომ შეიძინო მარხვა ჭეშმარიტი, სათნო ღვთისა. არა მხოლოდ შენი სტომაქი შეავიწროვო, არა მარტო მუცლით იმარხო, არამედ დაუწესე მარხვა სხვათაცა შენთა ასოთა, რომელი საუბედუროდ, ხშირად შეიქმნებიან ასონი ცოდვისანი, ...
იხილეთ სრულად
ყოველი ღონისძიება იხმარე, რომ შეიძინო მარხვა ჭეშმარიტი, სათნო ღვთისა. არა მხოლოდ შენი სტომაქი შეავიწროვო, არა მარტო მუცლით იმარხო, არამედ დაუწესე მარხვა სხვათაცა შენთა ასოთა, რომელი საუბედუროდ, ხშირად შეიქმნებიან ასონი ცოდვისანი, დააკავე ენა შენი ყოვლისა სიცრუისა და მოტყუებისაგან, აღვირი აუსხი ბოროტთა შენთა გულსთქმათა, ნუ შეუშვებ შენს გულში ბილწთა, უწმინდურთა სურვილთა, დააკავე ხელი შენი ქრთამისაგან, მტაცებლობისაგან, მოარიდე თვალი შენი ყოველსა უწმ...
ჭეშმარიტს აღსარებას წინა უძღვის ჩუმი, შინაგანი გამოკვლევა სულიერის მდგომარეობისა. აწ წინაპირველად კაცი შეიტყობს, არა თუ მარტო იმას რა ცოდვა ქმნა, არამედ იმასაც, რა მიზეზისაგან წარმოდგნენ მისი ცოდვები, რა ხასიათი აქვს მათ და რა თვი...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტს აღსარებას წინა უძღვის ჩუმი, შინაგანი გამოკვლევა სულიერის მდგომარეობისა. აწ წინაპირველად კაცი შეიტყობს, არა თუ მარტო იმას რა ცოდვა ქმნა, არამედ იმასაც, რა მიზეზისაგან წარმოდგნენ მისი ცოდვები, რა ხასიათი აქვს მათ და რა თვისებანი. მერმე თვითონვე გაამტყუნებს თავის თავს, შეწუხდება და მოინდომებს აღსარებას
საკმაო არ არის, რომ კაცმა მარტო თვითონ თავისი სულიერი მდგომარეობა გამოიკვლიოს, არამედ ისიც საჭიროა, რომ მან სხვას ვისმეს აღუაროს თავისი ცოდვა; „იტყოდე შენ ცოდვათა შენთა პირველად, რათა განმართლდე“ (ისაია 43, 26). რაც გინდა გონიერი ...
იხილეთ სრულად
საკმაო არ არის, რომ კაცმა მარტო თვითონ თავისი სულიერი მდგომარეობა გამოიკვლიოს, არამედ ისიც საჭიროა, რომ მან სხვას ვისმეს აღუაროს თავისი ცოდვა; „იტყოდე შენ ცოდვათა შენთა პირველად, რათა განმართლდე“ (ისაია 43, 26). რაც გინდა გონიერი იყოს კაცი და პირუთვნელი, თვითონ სიმართლით ვერ ასწონის თვისსა სიცოდვესა და უღირსებას. ყოველი კაცი თავის მოყვარეა, თავის თავს ეფერება და ადვილად შეუნდობს თვისთა ცოდვათა. ამისთვის საჭირო არის, რომ მან ვინმე მასზედ უფრო გამო...
აღსარება ის არის, როდესაც კაცი თავის სინიდისისაგნ მხილებული და იძულებული, პირველად თვითონვე გაამტყუნებს თავის თავს, თავის უღირსებას და სიცოდვეს პირუთვნელად ჯერ თავის გულში, და მერმე მოძღვარს აღუარებს თავის ცოდვას, ეტყვის, დანაშაულ...
იხილეთ სრულად
აღსარება ის არის, როდესაც კაცი თავის სინიდისისაგნ მხილებული და იძულებული, პირველად თვითონვე გაამტყუნებს თავის თავს, თავის უღირსებას და სიცოდვეს პირუთვნელად ჯერ თავის გულში, და მერმე მოძღვარს აღუარებს თავის ცოდვას, ეტყვის, დანაშაული ვარ ამ ცოდვაშიო.
არავის არ შეუძლია ქვეყანაზედ უცოდველად გაატაროს ცხოვრება შემდგომად ნათლისღებისა, ხოლო ვიცით ჩვენ, რომ ცოდვა კაცს ღვთისაგან გაშორებს; ის საღმრთო კავშირი – მამა–შვილობა, რომელსაც მივიღებთ ნათლისღებაში, გვეკარგება ცოდვათა ჩვენთა გამო...
იხილეთ სრულად
არავის არ შეუძლია ქვეყანაზედ უცოდველად გაატაროს ცხოვრება შემდგომად ნათლისღებისა, ხოლო ვიცით ჩვენ, რომ ცოდვა კაცს ღვთისაგან გაშორებს; ის საღმრთო კავშირი – მამა–შვილობა, რომელსაც მივიღებთ ნათლისღებაში, გვეკარგება ცოდვათა ჩვენთა გამო. მხოლოდ გულწრფელის აღსარების თქმით სულიწმიდა საიდუმლოდ აღადგენს ცოდვისაგან განწყვეტილს ჩვენს კავშირს ღვთისა თანა.
უმაღლესი მნიშვნელობა და მადლი ქრისტიანულისა აღსარებისა მდგომარეობს იმაში, რომ იგი არის ერთი შვიდთა ქრისტიანულთა საიდუმლოთაგანი, მასში მოქმედობს არა ჩვენ უღირსთა კაცთა მადლი, არამედ სულიწმინდის მაცხოვარებითი მადლი, ასე რომ გარეშე ა...
იხილეთ სრულად
უმაღლესი მნიშვნელობა და მადლი ქრისტიანულისა აღსარებისა მდგომარეობს იმაში, რომ იგი არის ერთი შვიდთა ქრისტიანულთა საიდუმლოთაგანი, მასში მოქმედობს არა ჩვენ უღირსთა კაცთა მადლი, არამედ სულიწმინდის მაცხოვარებითი მადლი, ასე რომ გარეშე აღსარებისა და მოძღვრებისაგან შენდობის მიცემისა არ შეუძლია კაცს გამართლდეს, ცხონდეს. წმიდანი მამანი ამიტომ უწოდებენ სინანულს და აღსარებას მეორე ნათლისღებად.
წინასწარმეტყველი დავით იტყვის ფსალმუნსა შინა თვისსა: „უსჯულოება ჩემი მე ვუწყი და ცოდვა ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის“ (ფს. 50). ამ სიტყვებისაგან სჩანს, რომ ორი საშუალება, ანუ ღონისძიება უნდა იხმაროს ყოველმა კეთილგონიერმა კაცმა ქრსტი...
იხილეთ სრულად
წინასწარმეტყველი დავით იტყვის ფსალმუნსა შინა თვისსა: „უსჯულოება ჩემი მე ვუწყი და ცოდვა ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის“ (ფს. 50). ამ სიტყვებისაგან სჩანს, რომ ორი საშუალება, ანუ ღონისძიება უნდა იხმაროს ყოველმა კეთილგონიერმა კაცმა ქრსტიანემან, თუ ჰსურს, რომ არა უნაყოფოდ დარჩეს ზრუნვა მისი ცოდვათათვის და მოთხრობა უსჯულოებისა მისისა, ესე იგი, სინანული და აღსარება. პირველი ღონისძიება არის ცოდნა, ანუ შეტყობა თვისთა უსჯულოებათა: „რამეთუ უსჯულოება ჩემი მე ვ...
როგორ უნდა შეიტყოს კაცმა მისი სიცოდვე? შენს უსჯულოებასა და სიცოდვეს იმით მარტო ვერ შეიტყობ, ძმაო, რომ გაიხსენო, რომელი და რამოდენი ცოდვა გიქმნია მას უკან, რაც აღსარება უთხარი მოძღვარსა შენსა. ეს ძნელი არ არის, ძმანო ჩემნო და არც დ...
იხილეთ სრულად
როგორ უნდა შეიტყოს კაცმა მისი სიცოდვე? შენს უსჯულოებასა და სიცოდვეს იმით მარტო ვერ შეიტყობ, ძმაო, რომ გაიხსენო, რომელი და რამოდენი ცოდვა გიქმნია მას უკან, რაც აღსარება უთხარი მოძღვარსა შენსა. ეს ძნელი არ არის, ძმანო ჩემნო და არც დიდს სარგებლობას მოგცემსთ. უსაჭიროესი საქმე აქ არის ის, რომ გამოიკვლიო და შეიტყო შინაგანი შენი სულიერი მდგომარეობა; იცნობდე ყოველთა შენთა ბოროტთა თვისებათა, მიდრეკილებათა, ჩვეულებათა, რომელნი არიან მიზეზნი და წყარონი ყოვე...