წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი | გამონათქვამები
ჭეშმარიტად ბრძენი ღვთის ხორცშესხმული სიბრძნის მსგავსად ჯერ ქმნის და შემდგომ განსწავლის (საქმე მოც. 1, 1); ჯერ კანონს აღასრულებს, შემდეგ კი ბრძანებს, ან ურჩევს და არ ანგრევს იმას მაგალითით, რასაც ასწავლის სიტყვით ან ძალაუფლებით.
ვინც სათნოებაში რაიმე სარგებლის მიღების იმედით ვარჯიშობს, მტკიცე არ არის, რამეთუ მიზანი გადაივლის და იგი შეწყვეტს სიკეთის ქმნას, როგორც მოგებისათვის მოცურავე შეწყვეტს ცურვას, თუ მოგების იმედს ვერ ხედავს
ბოროტების (დაცემისა და თვით დაღუპვისაც - სათნოებებში მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგაც) დასაწყისი სიკეთისადმი დაუდევრობაა, ისევე, როგორც უკუნეთის დასაწყისი არის განშორება ნათლისა
სათნოება ყოველთვის გარშემორტყმულია უბედურებებით, როგორც ვარდი - მჩხვლეტავი ეკლებით