განსჯა - ციტატები, გამონათქვამები

განსჯა - ციტატები, გამონათქვამები განსჯა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ყურადღებით დაკვირვება, თუ რა ხდება გულში და რას აღმოაცენებს იგი, არის სწორი ქრისტიანული ცხოვრების მთავარი საქმე. სწორედ, ეს აწესრიგებს როგორც შინაგან, ასევე გარეგან ადამიანს. მაგრამ ყურადღებას თან ყოველთვის განსჯა უნდა ახლდეს, რათა კარგად გავაცნობიეროთ, რა ხდება შიგნით და რა მოგვეთხოვება გარეგნულად. ყურადღება არად გვარგია, თუ მას განსჯა არ ახლავს თან. ყურადღებით დაკვირვება, თუ რა ხდება გულში და

რადგან ზოგს ჰგონია, რომ შეიძლება ჭამო ყველაფერი, ხოლო უძლური მხალეულს ჭამს. მჭამელი ნუ შეურაცხყოფს არამჭამელს, ხოლო არამჭამელი ნუ განსჯის მჭამელს, ვინაიდან ღმერთმა შეიწყნარა იგი. შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას? თავისი უფლის წინაშე დგას იგი თუ ეცემა; მაგრამ დადგება, რადგანაც ღმერთს ძალუძს დადგენა მისი.
თ. 13–14
რომაელთა მიმართ ეპისტოლე პავლე მოციქულისა რადგან ზოგს ჰგონია, რომ შეიძლება ჭამო

ნუ იტყვით, ძმანო, ერთურთის ძვირს; ვინც ძმის ძვირს იტყვის, და განსჯის თავის ძმას, რჯულის ძვირს იტყვის, და განსჯის რჯულს; ხოლო თუ რჯულს განსჯი, რჯულის აღმსრულებელი კი არა ხარ, არამედ მსაჯული. ერთია რჯულმდებელი და მსაჯული, რომელსაც ძალუძს თქვენი ცხონებაცა და წარწყმედაც. შენ კი ვინა ხარ, რომ განსჯი მოყვასს?
თ. 3–5 ნუ იტყვით, ძმანო, ერთურთის ძვირს; ვინც ძმის

ამიტომ თავს ვერ იმართლებ, ვინც უნდა იყო, კაცო, რომელიც განსჯი; ვინაიდან მსჯავრით, რომლითაც სხვას განსჯი, შენსავე თავს განსჯი; რადგანაც იმასვე სჩადიხარ, რისთვისაც განსჯი. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ არის მსჯავრი ღმრთისა, ჭეშმარიტებისამებრ, ყველა ამგვარი საქმის მოქმედთა მიმართ.
თ. 1–2
რომაელთა მიმართ ეპისტოლე პავლე მოციქულისა ამიტომ თავს ვერ იმართლებ, ვინც უნდა იყო

164. ნამდვილად ორად გაყოფა მართებს ადამიანს არჩევანის კვალობაზე, ანუ, როგორც ვთქვი, შუაზე უნდა განიკვეთებოდეს იგი უბრძნესი განზრახვის შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად დაუზავებელი მტერი უნდა იყოს თავისი თავისა. მაშ, როგორი განწყობაც ექნება მავანს ვინმე ადამიანისადმი, რომელიც მეტისმეტად უმოწყალოდ და, ამასთან, მიწყივ შეაჭირვებს და შეურაცხყოფს მას, ამგვარივე, და ბევრად მკაცრიც, უნდა იყოს ჩვენი განწყობა ჩვენივე თავის მიმართ, თუ, რა თქმა უნდა, მართლაც გვსურს, რომ სრულვყოთ დიდი და პირველი მცნება, კერძოდ ის, რაც არის ქრისტეს მოღვაწეობა, ესე იგი ნეტარი სიმდაბლე ანუ ხორცშესხმული ცხოვრება ღვთისა, რის გამოც ამბობს მოციქული: „ვინ გამომიხსნის მე ამ სიკვდილის სხეულისგან“ (რომ. 7.4), ხოლო აჩვენა რა ამით მოციქულმა, რომ ღვთის ნებისადმი ჩვენი სხეულის დამორჩილება ჩვენსავე უფლებამოსილებაშია, თქვა: „რამეთუ თუკი განვსჯიდით ჩვენს თავს, აღარ განვისჯებოდით, განსჯილნი კი ღვთისგან განვისწავლებოდით (I კორ. 11.32). ნამდვილად ორად გაყოფა მართებს ადამიანს

55. მავანმა მიიღო მოძღვრება და განუსჯელად ითვისა იგი, მავანმა კი მიიღო და ჭეშმარიტებას შეუწამა. საძიებელია, თუ რომელი მათგანი მოიქცა უფრო კეთილმსახურებითად. მავანმა მიიღო მოძღვრება და განუსჯელად ითვისა

როგორც კეთილი მევენახე მხოლოდ მწიფე ნაყოფს იგემებს, ხოლო მჟავეს დატოვებს, ასევე კეთილი და განმსჯელი გონება ყველაფერში სათნოებას იპოვის, თუკი მასში რამენაირად შეიძლება მისი დანახვა. უგუნური კაცი კი ცოდვასა და ნაკლს ეძიებს. სწორედ მასზეა ნათქვამი: გამოიძიეს უსჯულოებანი და განიზრახეს გამოძიება გამოსაძიებელთა მათთა (ფს.63,7). საკუთარი თვალითაც რომ იხილო მცოდველი, ნუ განსჯი, რადგან ხშირად თვალიც მატყუარაა. როგორც კეთილი მევენახე მხოლოდ მწიფე ნაყოფს

განსაჯო - ეს ნიშნავს უსირცხვილოდ მიიტაცო ღმერთის მხოლოდშობილი წოდება და განიკითხო - ნიშნავს დაღუპო საკუთარი სული. განსაჯო - ეს ნიშნავს უსირცხვილოდ მიიტაცო

როგორც ცეცხლი ეწინააღმდეგება წყალს, ასევე არ არის მონანულის საქმე განსჯა. რომც ნახო ვინმე, რომელიც თვით სულის ამოსვლის დროს სცოდავდეს, მაშინაც კი არ განსაჯო იგი, რადგან ღვთიური სამართალი კაცთათვის მიუწვდომელია როგორც ცეცხლი ეწინააღმდეგება წყალს, ასევე არ

29. ვისაც არ ძალუძს განარჩიოს, ერთი მხრივ, რა არის კეთილი, მეორე მხრივ კი - როგორია ბოროტი, ამგვარ ვინმეს უფლება არა აქვს განსაჯოს კეთილნი და ბოროტნი, რადგან ადამიანი, რომელმაც იცის ღმერთი, კეთილია, ხოლო თუ ვინმე კეთილი არ არის, არ სცოდნია მას ღმერთი და არც არასოდეს ეცოდინება, ვინაიდან გზა ღვთის ცოდნისკენ - სიკეთეა ვისაც არ ძალუძს განარჩიოს, ერთი მხრივ, რა

განსჯა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

2