მცნებები, მცნებათა დაცვა - ციტატები, გამონათქვამები
მცნებები, მცნებათა დაცვა - ციტატები, გამონათქვამები მცნებები, მცნებათა დაცვა, გამონათქვამები
თუ ჩვენი ნებასურვილი ბოროტისკენ უფრო მიიდრიკება, ღვთის მცნებებს აღარ ვემორჩილებით. ღმერთმა ჩვენ თავისუფალი ნება მოგვანიჭა და ამ თავისუფალ ნებას შეუძლებელია სხვები მართავდნენ.
საქმე ეხება განათლებული ქრისტიანებისთვის განკუთვნილ ღვთაებრივ მემკვიდრეობას
მორჩილი, რომელიც მოძღვარს ქრისტეს გამო ემორჩილება, ქრისტეს ყველა მცნების აღმასრულებელია. უდრტვინველი და განუსჯელი სრული მორჩილება ყველა საუფლო მცნების შესრულების მრავალგვარ ღვაწლს უტოლდება.
როცა მორჩილი წესგანგებას, სწავლებას და როგორც ღვთის, ისე მოძღვრის მცნებას კარგად არ იცავს, მას შინაგანად სინდისი ამხელს.