ჭეშმარიტი ქრისტიანობა - ციტატები, გამონათქვამები
ჭეშმარიტი ქრისტიანობა - ციტატები, გამონათქვამები ჭეშმარიტი ქრისტიანობა, გამონათქვამები
თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც თავს ჭეშმარიტ ქრისტიანებად მივიჩნევთ, უნდა ვიცოდეთ ღმერთი, საკუთარი თავი და დემონები. ვიცოდეთ ღმერთი, ნიშნავს იმას, რომ შეგნებული გვქონდეს მისი უზენაესობა, რამეთუ იგი არის შემოქმედი, უფალი და მბრძანებელი ... იხილეთ სრულად
ჩვენი ქრისტიანული რწმენის ნაყოფი სულის სიჯანსაღეა. ღმერთი იმისათვის განკაცდა, რომ სულს მისი მეშვეობით სიჯანსაღის მიღება შეძლებოდა. აქედან გამომდინარე, ვისაც ჯანსაღი სული არა აქვს, ის ჯერ კიდევ არ გამხდარა ნამდვილი ქრისტიანი. ხოლო ... იხილეთ სრულად
ქრისტიანები სათნოებითა და ღირსებით სხვებზე აღმატებულნი უნდა იყვნენ. ისინი არიან ნათელნი სოფლისა, თესლი წმიდა, ერი რჩეული, მადლი ქვეყნისა. მოყვასთა და მეგობართა სიყვარული წარამართებმაც და ებრაელებმაც იცოდნენ. ქრისტიანმა კი მტერიც უ... იხილეთ სრულად
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოწაფეებთან საუბარში ჭეშმარიტი ქრისტიანობის ერთ უცილობელ მცნებად დაუდვა ურთიერთსიყვარული: “ამით სცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას” (იოანე 13, 35). ურთიერთსიყვარული... იხილეთ სრულად
სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა არის ყოველთა უდიდესი მცნება, საძირკველი და წყარო ყოველთა სხვა მცნებათა. ჩვენი სულიერი ღირსება ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით განიზომება. ყოველი ნიჭი და სათნოება რომ გქონდეს, მაგრამ ღმერთისა და მოყვას... იხილეთ სრულად
უხმარი მონა (ლუკა 17, 10), დაღუპული ცხვარი (ფს. 118, 176), - აი, ღვთის ჭეშმარიტი მონის სახელი, რომელიც სათნოა ღვთისთვის და ის მადლს მოგვიხვეჭს.
შეუძლებელია, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანის მოთმინებია, თავაზიანობის, ქველმოქმედების შემხედვარე მისმა მტერმა ოდესმე ჯერ სინანული არ იგრძნოს, შემდეგ უკვე სიბრალული უდანაშაულოდ ტანჯულისადმი, ანდა საკუთარი თავის, როგორც ბოროტების საბრალო ი... იხილეთ სრულად
თუ ადამიანურად ძნელია წყენის მიტევება, ქრისტიანულად კიდევ უფრო ძნელია მიუტევებლობა.
ქრისტიანის წოდება მოითხოვს, არა მხოლოდ სხვისი არ ავიღოთ, არამედ - საკუთარიც დავუთმოთ მოკრძალებული სიყვარულით.