მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა - ციტატები, გამონათქვამები
მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა - ციტატები, გამონათქვამები მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა
49. ნუ წაბილწავ გონებას ავხორცული და მრისხანე გულისთქმებით, რათა, წმინდა ლოცვას მოწყვეტილს, მოწყინების სული არ დაგეუფლოს.
38. თუკი სიყვარული სულგრძელია და მოწყალე (1კორ. 13,4), მაშინ ცხადია, რომ მრისხანისა და ბოროტმზრახველისათვის უცხოა სიყვარული. მაგრამ ვისთვისაც უცხოა სიყვარული, ის უცხოა ღვთისათვის, რამეთუ "ღმერთი სიყვარული არს" (1იოან. 4,8).
29. როცა ვინმე შეურაცხგყოფს ან გამცირებს, ერიდე მრისხანების გულისთქმებს, რათა მათ, შეურაცხყოფის მიზეზით, სიყარულს არ განგაშორონ და სიძულვილმა არ შეგიპყროს.