სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

მტკივნეულად იკუმშება გული, ცოდვის სიტკბოებას განშორებული, რომელიც ცხონების სიტკბოებისაკენ მიისწრაფის. მტკივნეულად იკუმშება გული, ცოდვის სიტკბოებას

ღვთის საქმე თავდაპირველად ძალდატანებით კეთდება: "სასუფეველი ცათაი იიძულების" (მათე 11, 12), შემდეგ კი ამ საქმეს სიამოვნებით აღასრულებ. ღვთის საქმე თავდაპირველად ძალდატანებით

სათნოებათა დასაწყისი მძიმეა, მაგრამ გაგრძელება სასიამოვნოა სათნოებათა დასაწყისი მძიმეა, მაგრამ

მიწიერი მადლიც კი არ მოიპოვება შრომის გარეშე; მაშ, რატომ გავურბივართ ზეციურ მადლს შრომის მიზეზით? მიწიერი მადლიც კი არ მოიპოვება შრომის გარეშე;

გაიხსენე რამდენი შრომა გჭირდება პურის ერთი ნაჭრის მოსაპოვებლად; ნუ დაიზარებ შრომას მარადიული ცხონებისათვის - უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი საქმისათვის. გაიხსენე რამდენი შრომა გჭირდება პურის ერთი

სათნოების გზაზე რაც მეტად წაიწევ წინ, მით უფრო მსუბუქი მოგეჩვენება შენი გზა სათნოების გზაზე რაც მეტად წაიწევ წინ, მით

თუ დასაწყისში სულ ცოტათი მაინც დავატანდით თავს ძალას, შემდეგ ყველაფერს ადვილად და სიხარულით გავაკეთებდით. თუ დასაწყისში სულ ცოტათი მაინც დავატანდით

მართალია, სათნოებაში განმტკიცება დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ სანაცვლოდ იგი ძლიერ ახარებს სინდისს და ისეთ შინაგან კმაყოფილებას ანიჭებს, რომ მისი გამოხატვა სიტყვით შეუძლებელია მართალია, სათნოებაში განმტკიცება დიდ შრომას

წარმოიდგინეთ შემთხვევა როდესაც უზარმაზარი მდინარე ადამიანთა სურვილით კალაპოტს იცვლის. თავდაპირველად ამას ესაჭიროება უზარმაზარი, თითქმის შეუძლებელი ძალისხმევა - ვიდრე ამოითხრება ახალი კალაპოტი და წყალი გზას შეიცვლის. მაგრამ თუ მდინარემ ერთხელ მიიღო ახალი მიმართულება, ე.ი. წყლის მთელი ძალა ახალ კალაპოტში წარემართა - ახალ ნაპირებს შორის, დინების სიჩქარე - გავლილი გზის შესაბამისად - სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება. ასევეა განმტკიცება სათნოებაში. თავდაპირველად იგი წმინდანთაგან მოითხოვდა დიდ ძალას, რომ გრძნობად ბუნებას აღდგომოდნენ წინ, მოითხოვდა ბევრ ცრემლს და ლოცვას საკუთარი თავის წინააღმდეგ, ვიდრე მათი აზრები და სურვილები, მთელი გული არ მოსწყდა მიწიერს და უფალში არ განმტკიცდა, ვიდრე მათმა ცხოვრებამ არ დატოვა ძველი კალაპოტი და ახალი არ მიიღო. მაგრამ, როდესაც უფალ იესო ქრისტესადმი სიყვარულმა ღრმად გაიდგა ფესვები მათ გულებში, როდესაც მან მოიპოვა ძალა და სიცოცხლე და ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლაში განმტკიცდნენ - მაშინ მათთვის გაიოლდა, გამუდმებით უფალზე ეფიქრათ და თითქოსდა პირდაპირ მის თვალთა წინაშე ეცხოვრათ; მათი აზრთა დინება ჩვეულებრივად, საკუთარი კალაპოტით მიემართებოდა. წარმოიდგინეთ შემთხვევა როდესაც უზარმაზარი

სიკეთის ერთი შეხედვაც ბედნიერებაა მისთვის, ვისშიც სიკეთის განცდა არ გაუხეშებულა; მითუმეტეს, შესაბამისად, ბედნიერი უნდა იყოს იგი, როცა თვითონ აღასრულებს სიკეთეს. სიკეთის ერთი შეხედვაც ბედნიერებაა მისთვის

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2