სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

გამარჯვების ღვაწლის გარეშე არ არსებობს გვირგვინი, ზეიმი კი - გამარჯვების გარეშე. გამარჯვების ღვაწლის გარეშე არ არსებობს

უფალი შეუძლებელს არაფერს გვთავაზობს, არამედ მხოლოდ იმას, რისი მიღწევაც შესაძლებელია. უფალი შეუძლებელს არაფერს გვთავაზობს, არამედ

მინახავს მრავალი, რომლებსაც მეცნიერებაში ნაკლები მონაცემები ჰქონდათ, მაგრამ არავინ მინახავს, რომელსაც სათნოების აღსრულება არ შეეძლო. მინახავს მრავალი, რომლებსაც მეცნიერებაში

ცხონება ძნელია, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ იგი შეუძლებელია ცხონება ძნელია, მაგრამ არ შეიძლება ითქვას

ნუ იფიქრებ, რომ მცნებების აღსრულება შეუძლებელია, ახლა მრავალნი აღასრულებენ მათ ნუ იფიქრებ, რომ მცნებების აღსრულება

ამბობენ, რომ სათნოება ძნელია. რომელი მადლი მოიპოვება ადვილად? განშვებით ვის დაუდგამს საკუთარი თავისთვის გამარჯვების ძეგლი? სარბიელის გარბენის გარეშე ვერავინ იღებს ჯილდოს. შრომა წარმოშობს დიდებას, თუ მკაცრად შევხედავთ, ეშმაკის საქმეებიც უკანონობის ჩამდენთ უშრომელად როდი ეძლევათ. განა თავშეკავება სხეულს იმდენივეს ართმევს, რამდენსაც აზიანებს ჯოჯოხეთური და გაშმაგებული თავშეუკავებლობა? უძილო ღამეები აქვთ მათ, ვინც მათ ლოცვაში ატარებენ; მაგრამ სიამოვნებათა ვნება ყოველგვარ სიმშვიდეს განდევნის ამბობენ, რომ სათნოება ძნელია. რომელი მადლი

რას არ ვაკეთებთ ამაო სურვილებისა და დანაშაულებრივი ვნებების დასაკმაყოფილებლად?! სიმდიდრისთვის სიმშვიდეს ვიღებთ მსხვერპლად, პატივს - ქონების მოსახვეჭად და სიმშვიდეს - ისევ იმისთვის, რომ პატივი მოვიპოვოთ. რას არ ვაკეთებთ ამაო სურვილებისა და

ვაი რომ, მოღვაწენი და ძლიერნი მხოლოდ ჩვენი დაღუპვისთვის ვართ, ვიდრე იმისათვის, რაც ჩვენი ცხონებისათვის იქნებოდა საჭირო. ვაი რომ, მოღვაწენი და ძლიერნი მხოლოდ ჩვენი

ყოველგვარი საქმის კეთებისას ვპოულობთ დროს, რომ უეცრად გაჩენილი რაღაც სურვილები დავიკმაყოფილოთ, ხელოვნების ამა თუ იმ დარგში სრულყოფილებას მივაღწიოთ, შევისწავლოთ ახალი მეცნიერება, ვიკითხოთ აზრსმოკლებული წიგნები. მხოლოდ სულზე ზრუნვისთვის არ გვაქვს დრო. ყოველგვარი საქმის კეთებისას ვპოულობთ დროს

რამდენი შრომა სჭირდება ადამიანს თავისი ცოდვილი სურვილების აღსასრულებლად? როგორი შფოთი და ტანჯვა ხვდებათ წილად პატივისა და დიდების მოყვარულთ! როგორი დამაუძლურებელი შრომა ხვდება მას, ვინც სულ უფრო და უფრო მდიდრდება! ღვთის გულის მოსაგებად ასეთივე შრომას რომ ვეწეოდეთ, როგორც ვნებების სიამოვნებისათვის ვაკეთებთ, სულიერი სრულყოფილების როგორ სიმაღლეს მივაღწევდით! რამდენი შრომა სჭირდება ადამიანს თავისი

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2