წყლის წვეთი გლუვ ზედაპირზე იქითკენ მიდის, საითაც თითით წაიყვან; ასევე ნორჩი, ნაზი ბავშვი შეიძლება, წარმართო ერთ ან მეორე მხარეს (კარგიც და ცუდიც) და საითაც გინდა, იქით მიდრიკო.
წყლის წვეთი გლუვ ზედაპირზე იქითკენ მიდის, საითაც თითით წაიყვან; ასევე ნორჩი, ნაზი ბავშვი შეიძლება, წარმართო ერთ ან მეორე მხარეს (კარგიც და ცუდიც) და საითაც გინდა, იქით მიდრიკო.
რა სასარგებლოა მდიდრისათვის ყველა სიკეთის ფლობა, როდესაც იგი არ ფლობს უფალს - უმაღლეს სიკეთეს?
არ მახსოვს, მინახავს თუ არა ცხოვრებაში თუნდაც ერთი კეთილისმყოფელი ადამიანი, რომელიც უბედური სიკვდილით მოკვდა. როგორ შეიძლება, იგი ასე მოკვდეს, როდესაც მის ცხონებას ამდენი შუამდგომელი და მლოცველი ჰყავს?
არაფერია იმაზე ადვილი, ვიდრე - რაიმე ცუდის გადაღება. ხდება ისიც, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მივბაძოთ ვინმეს დიდ სათნოებას, მაგრამ ძალიან ადვულად შეგვიძლია, შევითვისოთ მისი ნაკლოვანებები.
კეთილი მაგალითი თითქოსდა ნიმუშია, რომელსაც სხვებიც გადაიღებენ
უფალი შეუძლებელს არაფერს გვთავაზობს, არამედ მხოლოდ იმას, რისი მიღწევაც შესაძლებელია.
მრისხანება ადამიანის ბუნებაა, ხოლო მისი მოთოკვა - ქრისტიანისა
გამუდმებით რაიმე სიკეთე აკეთე, რათა ეშმაკმა ყოველთვის დაკავებული გნახოს
810. როგორ იყვნენ განწყობილნი რომის მოქალაქეები ბერ–მონაზონთა მიმართ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდგომ წლებში?
747. როგორ აღწერდნენ ეგვიპტის ძველ მონასტრებს? იხილეთ სრულად