სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
მიწიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილების არქონა და ყოველგვარი ცხოვრებისეულის მოძულება კიდევ არ ნიშნავს ცხოვრებაზე უარის თქმას: პირიქით, ეს ნიშნავს, ჭეშმარიტი განსაზღვრების ცოდნას და, აქედან გამომდინარე, მისი ჭეშმარიტად მაღალი ღირებულების... იხილეთ სრულად
საკუთარ ნაკლოვანებებთან ბრძოლა ჩვენი ხვედრია მიწაზე, გონიერება და დათმენა კი უპირველესი სათნოებები.
როგორც კი გაივლის ერთი უბედურება, ერთი განსაცდელი, უკვე მეორე მოდის. ერთი ბრძოლა კიდევ არ დამთავრებულა, რომ უკვე სხვა მრავალი მოულოდნელი ბრძოლა იწყება.
ძველი აღთქმის ერთი მართალი, რომელმაც ცხოვრებაში მრავალი მწუხარება გამოიარა, სამართლიანად ამბობდა, რომ ადამიანის ცხოვრება ომია (იობი 7, 1), ანდა ბრძოლა - ეშმაკთან და სოფელთან.
მთელი ჩვენი ცხოვრება იმისგან შედგება, რაც ჯერ კიდევ არ არის და რაც უკვე აღარ არის ანუ - სურვილებისა და იმედგაცრუებებისგან.
ტყუილად როდი ჰქონდათ თითქმის ყველა ხალხს ძველი გარდამოცემა, რომ ადამიანის მიწიერი მდგომარეობა მისი დაცემა ანდა დასჯაა; ეს გარდამოცემა გულის გრძნობაზეა დამოკიდებული. ავადმყოფობა მოგველის აქ შესვლისა და გასვლის დროს; შუალედში კი, ჯა... იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვრების დასაწყისი უცოდინრობაში გადის; შუა პერიოდში იგი საზრუნავებით იტვირთება, ბოლოს კი სიბერის უძლურებით მთავრდება.
დაღვარო ცრემლები ანდა შენ დაგიტირონ - აი, ჩვენი მიწიერი ხვედრი! ბუნებამ დაგვაყენა მეგობრების კუბოებს შორის, ანდა იმ კუბოსთან, რომელიც ჩვენს ჩასანთქავად არის მზად.