მოყვასისათვის სიყვარული და თავდადება ქართველი კაცის ცხოვრების წესად იქცა და, ბუნებრივია, მისი საახლობლო წრე მეტად ფართოა. იგი მოიცავს სისხლისმიერ და ნათელმირონობით ნათესაობას, მეჯვარეობას, მოყვრობას, მოგვარეობას, მეზობლობას, მეგობ...
იხილეთ სრულად
მოყვასისათვის სიყვარული და თავდადება ქართველი კაცის ცხოვრების წესად იქცა და, ბუნებრივია, მისი საახლობლო წრე მეტად ფართოა. იგი მოიცავს სისხლისმიერ და ნათელმირონობით ნათესაობას, მეჯვარეობას, მოყვრობას, მოგვარეობას, მეზობლობას, მეგობრობას და სხვ. ასეთი ურთიერთობა უნიკალურია როგორც ქრისტიანულ სამყაროში, ისე მთელ მსოფლიოში.
"ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა ძე თვისი მხოლოდშობილი" (ინ. 3,16). დაუსაბამო იგი დროში იშვა, ყოვლისმპყრობელმა და ყოვლისშემოქმედმა მონის სახე მიიღო, რათა მისი სიყვარულით აღვსილნი და ამაღლებულნი საღმრთო წიაღს კვლავ ვზიარებო...
იხილეთ სრულად
"ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა ძე თვისი მხოლოდშობილი" (ინ. 3,16). დაუსაბამო იგი დროში იშვა, ყოვლისმპყრობელმა და ყოვლისშემოქმედმა მონის სახე მიიღო, რათა მისი სიყვარულით აღვსილნი და ამაღლებულნი საღმრთო წიაღს კვლავ ვზიარებოდით.
საერთოდ, ღმრთის ყველა ქმედებას მხოლოდ სიყვარული განაპირობებს. ადამის და ევას სამოთხიდან გამოძევების მიზეზიც სიყვარულიდან მომდინარეობს. მათ ღმერთის ყოვლისმომცველ სიყვარულში შეეპარათ ეჭვი და რადგან შემოქმედის მცნება დაივიწყეს და ...
იხილეთ სრულად
საერთოდ, ღმრთის ყველა ქმედებას მხოლოდ სიყვარული განაპირობებს.ადამის და ევას სამოთხიდან გამოძევების მიზეზიც სიყვარულიდან მომდინარეობს. მათ ღმერთის ყოვლისმომცველ სიყვარულში შეეპარათ ეჭვი და რადგან შემოქმედის მცნება დაივიწყეს და ეშმაკს დაუჯერეს, ისინი საკუთარი ნებით მოაკლდნენ საღმრთო სიყვარულს, რაც უფალთან მათ ერთობას განაპირობებდა; ხოლო დაცემულ მდგომარეობაში მყოფნი უკვდავების ხის ნაყოფის შეჭმით მარადიულად რომ არ წარწყმედილიყვნენ, უფალმა თავისი სამყ...
მაცხოვარმა განკაცებით დედამიწაზე ის სიყვარული მოიტანა, რომლის მსგავსიც მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა და რომელთანაც თანაზიარებით მოგვეცა სამოთხეში დაბრუნების შესაძლებლობა.
საუკუნეთა მანძილზე საქართველო გადაარჩინა მოყვასის, ღმრთის, მამულისადმი თავდადებულმა ქრისტიანულმა სიყვარულმა, რისი მაგალითიც აურაცხელია ჩვენს ისტორიაში.