ქრისტესგან ვისწავოთ, საყვარელნო ძმანო, ჭეშმარიტი სიმდაბლე და სიმშვიდე, რამეთუ იტყვის: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა". ესე ვითარი სიმდაბლე და სიმშვიდე ჩვენცა მოვიგოთ, და ვიქმნნეთ შემუსვრილითა გულითა, ლოცვ...
იხილეთ სრულად
ქრისტესგან ვისწავოთ, საყვარელნო ძმანო, ჭეშმარიტი სიმდაბლე და სიმშვიდე, რამეთუ იტყვის: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა".ესე ვითარი სიმდაბლე და სიმშვიდე ჩვენცა მოვიგოთ, და ვიქმნნეთ შემუსვრილითა გულითა, ლოცვისა შემწირველ ღვთისა, რათა ვჰპოვოთ განსვენება სულთა ჩვენთა ამასცა სოფელსა და მას საუკუნესა; შევიმოსოთ სიმდაბლე, დედა იგი ყოველთა სათნოებათა, დავნერგოთ იგი სულთა შინა ჩვენთა, რათა ზღვაცა ესე ამის სოფლისა დაუნთქმელად წარვვლოთ და...
შევიყვაროთ სიმდაბლე და ვიხილავთ ღმერთის დიდებას: რამეთუ სადაც სიმდაბლეა, იქვეა ღმერთის დიდებაც. როგორც სინათლის გარეშე ყველაფერი წყვდიადით მოცულია, ასევე კაცის სულშიც სიმდაბლის გარეშე არაფერია - მხოლოდ წყვდიადი
თუკი პატივმოყვარების უდიდესი გამოვლინებაა თავის წარმოჩენა მაშინაც კი, როცა მაყურებელი არავინაა, სიმდაბლე იმით განისაზღვრება, რომ ერის სიმრავლეშიც კი არ სურდეს კაცს თავის გამოჩენა.
ნუ შეიმოსები მხოლოდ ფოთლებით, არამედ ღრმად გაიდგი ფესვები, რათა წყარო იპოვო, როგორც ამას ჭადარი აკეთებს. ისე, რომ განუწყვეტლივ აღმოივსებდე წყალს და იზრდებოდე. რათა, როცა გვალვა დაგიდგება, არანაირი ცვალება არ განიცადო, რადგან საკუთ...
იხილეთ სრულად
ნუ შეიმოსები მხოლოდ ფოთლებით, არამედ ღრმად გაიდგი ფესვები, რათა წყარო იპოვო, როგორც ამას ჭადარი აკეთებს. ისე, რომ განუწყვეტლივ აღმოივსებდე წყალს და იზრდებოდე. რათა, როცა გვალვა დაგიდგება, არანაირი ცვალება არ განიცადო, რადგან საკუთარი წყარო გაქვს ნაპოვნი. და როცა ამჟამინდელი სანთელი ჩაგიქრება, სხვა გექნება უკვე ანთებული შენი საქმეების წყალობით და წყვდიადი ვერაფერს გავნებს.ხოლო ხოლო ამის მოპოვება შეგიძლია, პირველ რიგში, ყველასადმი სრული და განუსჯელ...
ვინ სძლია ეშმაკს? მან, ვინც საკუთარი უძლურება, ვნებები და ნაკლი შეიცნო. ის, ვისაც საკუთარი თავის შეცნობის ეშინია, შორს დგას ცოდნისაგან და არაფერი უყვარს ისე, როგორც სხვათა შეცდომების დანახვა და მათი განკითხვა. სხვებში ის ვერ ხედავ...
იხილეთ სრულად
ვინ სძლია ეშმაკს? მან, ვინც საკუთარი უძლურება, ვნებები და ნაკლი შეიცნო. ის, ვისაც საკუთარი თავის შეცნობის ეშინია, შორს დგას ცოდნისაგან და არაფერი უყვარს ისე, როგორც სხვათა შეცდომების დანახვა და მათი განკითხვა. სხვებში ის ვერ ხედავს ნიჭებს, არამედ მხოლოდ - ნაკლს. თავის თავში კი ნაკლს ვერ ხედავს, არამედ მხოლოდ - ტალანტებს. და ეს ჭეშმარიტი დანაკარგია, რომელსაც განვიცდით ჩვენ, მერვე (ბერი მერვე საუკუნეს უწოდებს ბოლო ჟამს) საუკუნის ადამიანები, ერთმანე...
უპირველეს ყოვლისა "შეიცან თავი შენი". ანუ შეიტყვე საკუთარი თავის შესახებ, როგორი ხარ. როგორი ხარ სინამდვილეში, და არა როგორი გგონია, რომ ხარ. ასეთი ცოდნით ყველა ადამიანზე ბრძენი ხდები. მდაბლდები და უფლისაგან მადლს იღებ. ხოლო თუკი ...
იხილეთ სრულად
უპირველეს ყოვლისა "შეიცან თავი შენი". ანუ შეიტყვე საკუთარი თავის შესახებ, როგორი ხარ. როგორი ხარ სინამდვილეში, და არა როგორი გგონია, რომ ხარ. ასეთი ცოდნით ყველა ადამიანზე ბრძენი ხდები. მდაბლდები და უფლისაგან მადლს იღებ. ხოლო თუკი თვითშემეცნებას არ იხვეჭ, არამედ მხოლოდ შენი შრომის იმედად ხარ, იცოდე, რომ გზისაგან მუდამ შორს იქნები. რადგან წინასწარმეტყველს არ უთქვამს: "იხილე, უფალო, შრომა ჩემი", არამედ: "იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი". შრომა სხე...
ბევრი შრომა და სულგრძელებაა საჭირო მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება ამპარტავნების ძველი საძირკველი და არ დაიდება სხვა საფუძველი - სიმდაბლე და ქრისტესმიერი მორჩილება. მაგრამ უფალი, რომელიც ხედავს როგორც პირველთა, ისე მეორეთა შრომასა და...
იხილეთ სრულად
ბევრი შრომა და სულგრძელებაა საჭირო მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება ამპარტავნების ძველი საძირკველი და არ დაიდება სხვა საფუძველი - სიმდაბლე და ქრისტესმიერი მორჩილება. მაგრამ უფალი, რომელიც ხედავს როგორც პირველთა, ისე მეორეთა შრომასა და განზრახვას, მათზე ისეთ განსაცდელს უშვებს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს მათ ვნებას და თავისი მოწყალებით მათაც აცხონებს, "ყოველთა ცხონების მნებებელი". შენ კი განსაჯე, ვის უნდა ემსგავსო.ყველაზე უმჯობესი ის იქნებოდა, რომ ყვ...
რამეთუ დასაბამი სიბრძნისაი არს შიში უფლისაი, ამისთუის ჯერ-არს ჩუენდა, რაითა ყოვლისა პირველად ვისწაოთ შიში ღმრთისაი, რამეთუ ცხორებესა საუკუნესა განგუიმზადებს ჩუენ, და განსდევნის ცოდვასა და სიკუდილსა. და არა ხოლო თუ ცხორებასა ოდენ მ...
იხილეთ სრულად
რამეთუ დასაბამი სიბრძნისაი არს შიში უფლისაი, ამისთუის ჯერ-არს ჩუენდა, რაითა ყოვლისა პირველად ვისწაოთ შიში ღმრთისაი, რამეთუ ცხორებესა საუკუნესა განგუიმზადებს ჩუენ, და განსდევნის ცოდვასა და სიკუდილსა. და არა ხოლო თუ ცხორებასა ოდენ მოგუატყუებს ჩუენ შიში ღმრთისაი, არამედ დიდებასაცა და ქებასა.
აწ უკუე ვინაითგან შიში ღმრთისაი ესევითართა კეთილთა მომატყუებელ არს ჩუენდა, ჯერ- არს, ძმანო საყუარელნო, რაითა ვჰმონებდეთ უფალსა შიშით, ჭეშმარიტითა მონებითა, არა ...