კაცი, ძმანო ჩემნო, სუსტი არის: ერთს საათს ვერ გაატარებს უცოდველად; თითქმის ყოველს წამს სცოდავს ღვთის წინაშე ანუ ფიქრით, ანუ სიტყვით, ანუ საქმით. მაშასადამე, ყოველთვის უნდა გამოითხოვოს ღვთისაგან მოტევება ცოდვათა თვისთა; გარნა ღმერთ...
იხილეთ სრულად
კაცი, ძმანო ჩემნო, სუსტი არის: ერთს საათს ვერ გაატარებს უცოდველად; თითქმის ყოველს წამს სცოდავს ღვთის წინაშე ანუ ფიქრით, ანუ სიტყვით, ანუ საქმით. მაშასადამე, ყოველთვის უნდა გამოითხოვოს ღვთისაგან მოტევება ცოდვათა თვისთა; გარნა ღმერთი იმ პირობით მოგიტევებს ცოდვათა შენთა, თუ შენც მიუტევებ მოყვასთა შენთა შეცოდებათა მათთა.
„და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. თანამდები არის ყოველი ცოდვა, რომელსა კაცი იქმნს ღვთის წინაშე. მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ, რათა ჩვენც მიუტევებდეთ მოყვასთა ჩვენთა ყოველსა, რასაც ...
იხილეთ სრულად
„და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. თანამდები არის ყოველი ცოდვა, რომელსა კაცი იქმნს ღვთის წინაშე. მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ, რათა ჩვენც მიუტევებდეთ მოყვასთა ჩვენთა ყოველსა, რასაც ისინი შესცოდებენ ჩვენს წინაშე. ამით ღმერთი შენ, ძმაო ჩემო, დაგიდებს პირობასა: თუ გსურს, რომ იგი მოწყალე იყოს შენდამი და მოგიტეოს შენნი ცოდვანი, შენც უნდა მიუტევო, რაიცა შეგცოდეს ძმათა შენთა.
ვინც სიმდიდრეს და დიდკაცობას ითხოვს ღვთისაგან, იგი უთუოდ ამპარტავანი არის; თუ ღმერთმან ინება და იცის წინადვე, რომ სიმდიდრეს და დიდკაცობას შენ კეთილად მოიხმარ, თვითონ მოგცემს; გარნა შენ კი მით უნდა იყო კმაყოფილი, რაიცა გაქვს.
„პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს“. ამ სიტყვებით ჩვენ ვსთხოვთ ღმერთსა, რათა მოგვცეს ჩვენ დღიური საზრდო. ისრე კი არ უნდა იფიქრო, ძმაო, რომ კაცს შეუძლიან უქმად იყოს, არ იმუშაოს და ღმერთი თვითონ მისცემს საზრდოსა. არა, ძმაო, შენ შ...
იხილეთ სრულად
„პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს“. ამ სიტყვებით ჩვენ ვსთხოვთ ღმერთსა, რათა მოგვცეს ჩვენ დღიური საზრდო. ისრე კი არ უნდა იფიქრო, ძმაო, რომ კაცს შეუძლიან უქმად იყოს, არ იმუშაოს და ღმერთი თვითონ მისცემს საზრდოსა. არა, ძმაო, შენ შენი მხრით ყოველთვის უნდა მუშაობდე, შრომა და მოღვაწება არ დასტოვო; მისთვის მოგცა ღმერთმან ხელი და თავი, მისთვის ჩაგაბარა მიწა და წყალი, რათა იმუშაო, ისარგებლო; გარნა რადგანაც შენ სუსტი ხარ და ღმერთი ყოვლისა შემძლებელი არი...
გიყვარდეს მუშაკობა და შრომა, ეცადე და შენის შრომით შეინახე შენი თავი და შენი ოჯახი. ოდესაც ღმერთი მოგცემს საკმაოდ საზრდოს, ესე იგი საჭმელს, სასმელს, ტანისამოსს, – მადლობა შესწირე ღმერთსა და ცოტაოდენი შენი ნაშრომისაგან განუყავი ობო...
იხილეთ სრულად
გიყვარდეს მუშაკობა და შრომა, ეცადე და შენის შრომით შეინახე შენი თავი და შენი ოჯახი. ოდესაც ღმერთი მოგცემს საკმაოდ საზრდოს, ესე იგი საჭმელს, სასმელს, ტანისამოსს, – მადლობა შესწირე ღმერთსა და ცოტაოდენი შენი ნაშრომისაგან განუყავი ობოლსა და გლახაკსა. თუ მოგაკლდა საზრდო, ანუ სხვა რაიმე უბედურება შეგემთხვა, მაშინაც სთქვი: „იყავნ, ღმერთო, ნება შენი“ ნუ დაღონდები, სულგრძელობით მოითმინე, ნუ დაკარგავ სასოსებას ღმერთზედ და ღმერთი შეგეწევა. ღმერთმან ჩვენზედ ...
„იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“. ამ სიტყვებში ჩვენ ვევედრებით ღმერთსა, რათამცა, როგორადაც ანგელოზნი ცათა შინა ყოველთვის კეთილად აღასრულებენ ნებასა ღვთისასა, ეგრედვე ჩვენ ქვეყანასა ზედა ვიყვნეთ აღმასრულე...
იხილეთ სრულად
„იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“. ამ სიტყვებში ჩვენ ვევედრებით ღმერთსა, რათამცა, როგორადაც ანგელოზნი ცათა შინა ყოველთვის კეთილად აღასრულებენ ნებასა ღვთისასა, ეგრედვე ჩვენ ქვეყანასა ზედა ვიყვნეთ აღმასრულებელნი წმიდისა მისისა ნებისა. რა არის ნება ღვთისა? ნება ღვთისა ჩვენ ზედა ის არის, რათა ჩვენ ამ ქვეყანაზედ ვიყვნეთ კეთილნი აღმასრულებელნი მისისა სჯულისა და მისთა მცნებათა და მომავალსა შინა საუკუნესა მივიღოთ მისგან დაუსრულე...
რას ნიშნავს, ძმანო ჩემნო საყვარელნო ეს სიტყვა: „მოვედინ სუფევა შენი?“ სუფევა ღვთისა არის ორგვარი: ერთი ხილული, მეორე უხილავი. ხილული სუფევა ღვთისა არის ყოველი ბუნება, ცა და ქვეყანა. ღმერთმან შექმნა ყოველი, რასაც აწ ჩვენ ვხედავთ დ...
იხილეთ სრულად
რას ნიშნავს, ძმანო ჩემნო საყვარელნო ეს სიტყვა: „მოვედინ სუფევა შენი?“ სუფევა ღვთისა არის ორგვარი: ერთი ხილული, მეორე უხილავი. ხილული სუფევა ღვთისა არის ყოველი ბუნება, ცა და ქვეყანა. ღმერთმან შექმნა ყოველი, რასაც აწ ჩვენ ვხედავთ და ღმერთი მართავს ყოველსა. უხილავი სუფევა ღვთისა მდგომარეობს კაცის აზრში, გრძნობაში, გულისთქმაში და ყოფა–ქცევაში. სუფევა ღვთისა მოვა და იქმნება ჩვენ შორის მაშინ, ოდესცა ჩვენ ვსცხოვრობთ სიწმიდით, მყუდროებით და სიყვარულით. ...
უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის ჩვენ: „ესრედ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნეს საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა“. თუ შენს კეთილს საქმეს და ცხოვრებას იხილავს უცხო კაცი, მაშინ იგი ა...
იხილეთ სრულად
უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის ჩვენ: „ესრედ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნეს საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა“. თუ შენს კეთილს საქმეს და ცხოვრებას იხილავს უცხო კაცი, მაშინ იგი ადიდებს შენს ღმერთსა და შენს სჯულსა; თუ ნახა, რომ ცუდად ცხოვრებ, მაშინ მას შენი სჯული არ მოეწონება. ამისთვის ყოველი ღონისძიება უნდა იხმარო, ძმაო ჩემო, რომ სახელი ღვთისა არ შეიგინოს შენითა ცუდითა ცხოვრებითა.
„წმიდა იყავნ სახელი შენი“ (მამაო ჩვენო). ნუთუ სახელი ღვთისა არ არის წმიდა? დიახ, ძმანო ჩემნო, სახელი ღვთისა არის წმიდა და უწმიდესი ყოველთა სახელთა; გარნა სიტყვათა ამათ შინა ჩვენ ვევედრებით ღმერთსა, რათა სახელი მისი იყოს წმიდა ჩვენ...
იხილეთ სრულად
„წმიდა იყავნ სახელი შენი“ (მამაო ჩვენო). ნუთუ სახელი ღვთისა არ არის წმიდა? დიახ, ძმანო ჩემნო, სახელი ღვთისა არის წმიდა და უწმიდესი ყოველთა სახელთა; გარნა სიტყვათა ამათ შინა ჩვენ ვევედრებით ღმერთსა, რათა სახელი მისი იყოს წმიდა ჩვენ შორის ჩვენითა კეთილითა და წმიდითა ცხოვრებითა.
„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“ – ვის უწოდებთ ჩვენ, ძმანო, მამად ამ სიტყვებში? უწოდებთ ღმერთსა, რომელი არს ცათა შინა და ყოველსა ქვეყანასა ზედა. რისთვის უწოდებთ ჩვენ ღმერთსა მამად? ვინ მოგვცა ჩვენ ისრედი კადნიერება, რომ მამად უ...
იხილეთ სრულად
„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“ – ვის უწოდებთ ჩვენ, ძმანო, მამად ამ სიტყვებში? უწოდებთ ღმერთსა, რომელი არს ცათა შინა და ყოველსა ქვეყანასა ზედა. რისთვის უწოდებთ ჩვენ ღმერთსა მამად? ვინ მოგვცა ჩვენ ისრედი კადნიერება, რომ მამად უწოდოთ ღმერთსა? ღმერთი არის ყოვლად შემძლებელი და ყოველთა უმაღლესი, კაცი არის მიწა და ნაცარი; მაშასადამე, ვინ მოგვცა ესრედი ღირსება, რომ ღმერთს უწოდებთ მამად? ეს ღირსება მოგვცა ჩვენ ძემან ღვთისამან, უფალმა იესო ქრისტემან. ...