ქვეყანაზედ ჩვენ ყოველნი ადამიანნი ისრედს კაცს უწოდებთ ნეტარად და ბედნიერად, რომელიც ყოველთვის არის მხიარული და კმაყოფილი, ყოველთვის იცინის და ლხინობს; გარნა მაცხოვარი ნეტარად უწოდებს მათ, რომელნი არიან მგლოვარენი გულითა. რისთვის? ...
იხილეთ სრულად
ქვეყანაზედ ჩვენ ყოველნი ადამიანნი ისრედს კაცს უწოდებთ ნეტარად და ბედნიერად, რომელიც ყოველთვის არის მხიარული და კმაყოფილი, ყოველთვის იცინის და ლხინობს; გარნა მაცხოვარი ნეტარად უწოდებს მათ, რომელნი არიან მგლოვარენი გულითა. რისთვის? მისთვის, ძმანო ჩემნო, რომელ ვისაც ახსოვს თვისი უღირსება, ვინც სწუხს სიცოდვისა თვისისაგან, იგი ყოველთვის ერიდება ცოდვას; ინანიებს, როდესაც უნებლიედ ცოდვა ქმნა და ესრედ მიიღებს ღვთისაგან სულიერსა მადლსა. გარნა რისთვის სთქვ...
მგლოვარება ანუ მწუხარება, ძმანო ჩემნო, არის ორგვარი: ერთი ხორციელი ანუ სოფლიური და მეორე სულიერი. ხორციელი ანუ სოფლიური მწუხარება ის არის, ოდესცა კაცი სწუხს ამ სოფლის ზარალისა ანუ უბედურებისაგან. სულიერი მწუხარება ანუ მგლოვიარება ...
იხილეთ სრულად
მგლოვარება ანუ მწუხარება, ძმანო ჩემნო, არის ორგვარი: ერთი ხორციელი ანუ სოფლიური და მეორე სულიერი. ხორციელი ანუ სოფლიური მწუხარება ის არის, ოდესცა კაცი სწუხს ამ სოფლის ზარალისა ანუ უბედურებისაგან. სულიერი მწუხარება ანუ მგლოვიარება ის არის, ოდესცა ქრისტიანე დაღონებულია და მწუხარე თავის საკუთარის სიცოდვისა და უღირსებისაგან. მაცხოვარი ნეტარებას აღუთქვამს სულიერისა მწუხარებისათვის: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ“.
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. რისთვის აღუთქვამს მათ ღმერთი ესრედსა დიდსა ჯილდოსა? მისთვის, რომელ, ვისაც აქვს გული მდაბალი, ვინც ხედავს თავის უღირსებას და მწუხარე არის, ესრედი კაცი ყოველთვის მოერი...
იხილეთ სრულად
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. რისთვის აღუთქვამს მათ ღმერთი ესრედსა დიდსა ჯილდოსა? მისთვის, რომელ, ვისაც აქვს გული მდაბალი, ვინც ხედავს თავის უღირსებას და მწუხარე არის, ესრედი კაცი ყოველთვის მოერიდება ცოდვასა, ყოველთვის ევედრება ღმერთსა, რათა განსწმიდოს იგი ცოდვათა მისთაგან.
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. გლახაკი სულითა ის არის, რომელიც გრძნობს თავისს გულში, რომ თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმიდე, არც სამსახური ღვთის წინაშე, არამედ...
იხილეთ სრულად
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. გლახაკი სულითა ის არის, რომელიც გრძნობს თავისს გულში, რომ თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმიდე, არც სამსახური ღვთის წინაშე, არამედ ღვთისაგან გამოითხოვს მოწყალებასა და იმით სცხოვრობს სულიერად. მაშასადამე, გალახაკი სულითა არის კაცი თავმდაბალი, წყნარი, რომელსაც თავის თავი დიდად არ მიაჩნია და თუ გინდ კეთილი კაცი იყოს და ბევრი კეთილი საქმე ექმნას, მაინც...
ვინაითგან თქვენ, ძმანო, ახლა ხართ ქრისტიანენი, ეცადენით, რომ საქმით იყვნეთ ქრისტიანენი და არა მარტო სახელით. უმჯობესია, რომ კაცი სრულიად არ მოინათლოს, ვიდრე მონათლული ცუდად იქცეოდეს. მონათლული უმეტესსა მიიღებს ღვთისაგან სასჯელსა. ...
იხილეთ სრულად
ვინაითგან თქვენ, ძმანო, ახლა ხართ ქრისტიანენი, ეცადენით, რომ საქმით იყვნეთ ქრისტიანენი და არა მარტო სახელით. უმჯობესია, რომ კაცი სრულიად არ მოინათლოს, ვიდრე მონათლული ცუდად იქცეოდეს. მონათლული უმეტესსა მიიღებს ღვთისაგან სასჯელსა. ჭეშმარიტი ქრისტიანე მხოლოდ ის არის, რომელსა სწამს ღმერთი და კარგად იქცევა. ეცადეთ თქვენცა, რომ გქონდეთ ეს ორი: მართლმადიდებელი სარწმუნოება და კეთილი ყოფა–ქცევა
ყოველმან კაცმან ზეპირად უნდა იცოდეს ეს ლოცვა (მამაო ჩვენო) და დილით და საღამოთი უნდა სთქვას იგი; გარნა სასარგებლო არ იქმნება, რომ კაცმა მხოლოდ ენით სთქვას ეს ლოცვა და საქმით კი არ აღასრულოს.
„არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან“ – ეს არის უკანასკნელი მუხლი უფლის ლოცვისა. მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან, ესე იგი ბოროტის საქმისაგან და უმეტესად ბოროტის ეშმაკისაგან ანუ სულიერისა მტერისაგან. ეშმაკი არის საშინელი მტერი სულისა ჩვენისა....
იხილეთ სრულად
„არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან“ – ეს არის უკანასკნელი მუხლი უფლის ლოცვისა. მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან, ესე იგი ბოროტის საქმისაგან და უმეტესად ბოროტის ეშმაკისაგან ანუ სულიერისა მტერისაგან. ეშმაკი არის საშინელი მტერი სულისა ჩვენისა. ოდესცა შენ, ძმაო გულში გაგიჩნდა ბოროტი აზრი ანუ ბოროტი განზრახვა, იცოდე, რომ ის აზრი, შეგაგონა შენში სულიერმა მტერმან. ამ შემთხვევაში მაშინვე პირჯვარი უნდა გადაიწერო და სთქვა: მიხსენ მე, ღმერთო, ბოროტისაგან.
„და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან“. განსაცდელი ეწოდება ისრედს შემთხვევას, რომელი შთააგდებს კაცსა რომელსამე ცოდვაში. მაშასადამე, ამ სიტყვებით ჩვენ ვსთხოვთ ღმერთსა, რათა განაშოროს ჩვენგან ყოველივე ც...
იხილეთ სრულად
„და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან“. განსაცდელი ეწოდება ისრედს შემთხვევას, რომელი შთააგდებს კაცსა რომელსამე ცოდვაში. მაშასადამე, ამ სიტყვებით ჩვენ ვსთხოვთ ღმერთსა, რათა განაშოროს ჩვენგან ყოველივე ცუდი შემთხვევა და არ შთაგვაგდოს რომელსამე ცოდვაში; ხოლო ვინაითგან ღმერთს სიტყვით ვევედრებით, საქმითაც ეცადე ამაზედ. კაცს წინადვე შეუძლიან მოიფიქროს და შეიტყოს, სად ანუ რომელ კაცთან, ანუ რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს. ვს...
ის კაცი, რომელიც ისე გულფიცხელია და ისე გაჯავრდება, როგორც გაცოფებული მხეცი, და გაჯავრებული არ დაზოგავს კაცსა, სრულიად მხეცი არის და ღვთის სახე აღარ არის მის გულში; ხოლო კაცი გონიერი და ღვთის მოშიში გულს გაიმაგრებს, არ გაჯავრდება ...
იხილეთ სრულად
ის კაცი, რომელიც ისე გულფიცხელია და ისე გაჯავრდება, როგორც გაცოფებული მხეცი, და გაჯავრებული არ დაზოგავს კაცსა, სრულიად მხეცი არის და ღვთის სახე აღარ არის მის გულში; ხოლო კაცი გონიერი და ღვთის მოშიში გულს გაიმაგრებს, არ გაჯავრდება და თუ გინდ გული მოუვიდეს და გაფიცხდეს, მაინც ისე არ მოიქცევა, რომ მხეცს დაემსგავსოს.
როდესაც ეკლესიაში მოხვალ და ილოცავ, რასა სთხოვ მაშინ შენ ღმერთსა? შენ სთხოვ: უფალო შემიწყალე, ღმერთო შეგცოდე, შემინდევ. მაშასადამე, თუ გსურს, რომ ღმერთმან გაიგოს შენი ლოცვა, შენც ნურაოდეს ნუ იძიებ შურსა ძმისა შენისათვის.