თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
78. ვნახე უსწავლელნი, საქმით გონებადამდაბლებულნი, და გახდნდნენ ისინი ბრძენთა უბრძნესნი.
79. სხვა უსწავლელმა კი, როდესაც ნახა ისინი შექებულნი, არათუ გონებამდაბლობას ჰბაძა მათსას, არამედ უსწავლელობით მოამაყემ ამპარტავნება მოიხვეჭა.
10. ნუ დაემოწაფები თავისი თავის მაქებელს, რათა გონებამდაბლობის (თავმდაბლობის) ნაცვლად ამპარტავნება არ ისწავლო
9. პირი გონებამდაბლისა ჭეშმარიტებას მეტყველებს, ხოლო ჭეშმარიტების მოპირისპირე მსგავსია იმ მსახურისა, უფალს რომ სილა გაარტყა ყბაში (ინ. 18.22)
6. ვინც გონებამდაბალია და სულიერი საქმის მქონე, საღვთო წერილთა ამოკითხვისას ყოველივეს თავის თავზე ისაზრებს და არა სხვაზე
იმისათვის, რომ ადამიანმა შეიცნოს თავისი ბუნების უძლურება, მრავალი და დიდი განსაცდელი უნდა შეემთხვას, და მაშინ, მრავალი გამოცდის წყალობით, მდაბლდება და სწავლობს ჭეშმარიტ სიმდაბლეს. მაგრამ დროა საჭირო. სიმდაბლე - ეს ლიტონი სიტყ... იხილეთ სრულად
იქ სადაც მორჩილებაა, სიმდაბლე და ღვაწლია, ეშმაკები ვერასდროს დაატყვევებენ ადამიანს. სიკერპე, ურჩოობა და ამპარტავნება შობს მოწყინებასა და სიზარმაცეს და მაშინ ეშმაკები და აწყობენ სანარცხესა და ბაგას ასეთი ადამიანის სულში. და ვერ ისვ... იხილეთ სრულად
როცა დამდაბლდები, ყველა წმინდანად მოგეჩვენება. ხოლო როცა შენ თვითკმაყოფილი ხარ, შენი მოსაწონი არავინ არის და ყველანი ცუდები არიან
სადაა სიმდაბლე, როცა შენ ხედავდ და ამბობ, რომ ყველა დამნაშავეა და მხოლოდ შენ ხარ კარგი? სიმდაბლეა, როცა სხვას ეშლება და მანამ, სანამ ის მოასწრებს შენდობის თხოვნას, ჩვენ მას მეტანიას ვუკეთებთ და ვამბობთ: "შემინდე, ძმაო, მაკურთ... იხილეთ სრულად
სადაც სიკერპე და ამპარტავნებაა, იქ ურჩობა და საცდურია. სადაც მორჩილება და სიმდაბლეა, იქ ღმერთი განისვენებს
იყავით გულისხმიერნი და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ განსაცდელში. რადგან ის, ვისაც არა აქვს სიმდაბლე და იმას არ აკეთებს, რასაც ეუბნებიან, ეშმაკების მონა ხდება. და ცხოვრების დასასრული ჭირად ექცევა და კაცთა წინაშე უპატიობად