სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ცხონების საქმეში ყველაზე საშიში ის არის, როდესაც წარმოვიდგენთ, თითქოს საფრთხე აღარ გვემუქრება. ცხონების საქმეში ყველაზე საშიში ის არის

ყოველთვის სიკეთე აკეთე, რათა ეშმაკს მუდამ დაკავებული დახვდე. სიკეთე ან აკეთე, ან თქვი, ან ჩაიფიქრე. ყოველთვის სიკეთე აკეთე, რათა ეშმაკს მუდამ

ჩვენი სული ცვალებადია და ჰგავს რკინას, რომელსაც, თუ დაუდევრად მოვექცევით, ჟანგი შეჭამს, ხოლო თუ მას ცეცხლში გავახურებთ, განიწმინდება. ვიდრე ცეცხლშია იგი, მასვე ჰგავს, ისე, რომ არავის ძალუძს მასთან შეხება, რადგან ცეცხლია იგი. ასევეა სულიც, როდესაც მიისწრაფის ღვთისაკენ და ესაუბრება მას, ცეცხლი ხდება და წვავს თავის მტრებს, სწორედ მათ, რომლებიც ჩვეულებრივად თრგუნავენ მას, როდესაც უდარდელი ძილით სძინავს. ჩვენი სული ცვალებადია და ჰგავს რკინას

ხან ილოცე, ხან იკითხე, ხანაც ხელსაქმე აკეთე ხან ილოცე, იკითხე, ხანაც ხელსაქმე აკეთე

სამყაროს შუაგულშიც კი მზად იყავი ბრძოლისათვის სამყაროს შუაგულშიც კი მზად იყავი ბრძოლისათვის

ვიდრე სხეულში ხარ, ნუ იქნები უდარდელი, ნურასოდეს მიენდობი საკუთარ თავს, თუნდაც ხანდახან თავს ვნებებისაგან თავისუფლად გრძნობდე; რამეთუ მტერი მზაკვრული მოსაზრებით დროებით წყვეტს თავდასხმებს, რათა მოშურნეობა შევასუსტოთ; მაშინ ისინი თავს გვესხმიან ჩვენ, უგუნურებს, მიიტაცებენ საბრალო სულს, როგორც პატარა ჩიტს, და მას უფრო მძიმე ცოდვებში აგდებენ, ვიდრე იყო ისინი, რომელთაგან თავის დახსნაზეც იგი ადრე ოცნებობდა. ვიდრე სხეულში ხარ, ნუ იქნები უდარდელი

ღვთისმოსაობის რა საფეხურზეც არ უნდა მიაღწიო, ნურასოდეს ენდობი საკუთარ თავს. ეს მაცხოვნებელი შიში უნდა გაიზარდოს შენში იმის მიხედვით, თუ როგორ წარმატებებს მიაღწევ სრულყოფილებაში. რაც უფრო ძვირფასია საგანძური რომელსაც ფლობ, მით მეტი უბედურება იქნება მისი დაკარგვა. მიბაძე ფრთხილ ვაჭარს, რომელიც შიშით უფრო მეტად შფოთავს იმის დროს, როდესაც სამშობლოში ბრუნდება ძვირფასეულობით დატვირთული მისი გემი, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი ნავსადგურიდან გადის საქონლის მცირე რაოდენობით; მისი შიში იზრდება იმ დანაკარგის მნიშვნელობასთან ერთად, რომელიც შესაძლოა, მას შეემთხვეს. ღვთისმოსაობის რა საფეხურზეც არ უნდა მიაღწიო

რაც უფრო მაღლა ახვალ ზნეობრივი სრულყოფილების კიბეზე, მით მეტად იფხიზლე საკუთარ თავთან, გამუდმებით დააკვირდი მას, რათა დაუფიქრებელი ნაბიჯი არ გადადგა და საკუთარი უდარდელობის მსხვერპლი არ გახდე, ამ დროს დაცემის საფრთხეც მეტია. "რაც მეტად უახლოვდები ღმერთს, - ბრძანებს სქიმონაქონი პართენი, - მით მეტად დაგიპყრობს მტერი". თვით დაცემის შედეგები ამ დროს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება. "ვინც იატაკზე ეცემა, - ამბობს ნილოს სინელი, - სწრაფად დგება; ვინც მაღალი ადგილიდან ეცემა, შესაძლოა, სასიკვდილოდ დაშავდეს", ლოცვას და ღვთის შიშს ერთი წუთითაც ნუ განეშორები. რაც უფრო მაღლა ახვალ ზნეობრივი სრულყოფილების

ლატანი იჭერს ნაყოფით დატვირთულ ტოტებს, ღვთის შიში კი - ღვთისმოსავ სულს ლატანი იჭერს ნაყოფით დატვირთულ ტოტებს, ღვთის

ეცადე, ისე იცხოვრო, რომ სხვებისთვის მაგალითი იყო, მაგრამ შენი მხრიდან ნუ შეეცდები, გამოაჩინო შენი კეთილი საქმეები და მითუმეტეს, მხოლოდ ადამიანთა თვალწინ ნუ აღასრულებ მას - ეს ნუ იქნება შენი მიზანი სიკეთის ქმნისას. ეცადე, ისე იცხოვრო, რომ სხვებისთვის მაგალითი

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2