სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ღვთისთვის სათნო კეთილი საქმე, რისთვისაც ადამიანი ღვთის მიერ ჯილდოს ღირსი გახდება, არის ის, რომელიც სიყვარულის სულითაა შთაგონებული, სიბრძნითაა მოწონებული და აღესრულება მამაცობით, სიმტკიცითა და საკუთარი თავის უარყოფით. ღვთისთვის სათნო კეთილი საქმე, რისთვისაც

უფალი იმას კი არ უყურებს, ვინ რამდენს აკეთებს, არამედ იმას, რისგან წარმოდგება საქმე. უფალი იმას კი არ უყურებს, ვინ რამდენს

კეთილი საქმეები განზრახვით ფასდება კეთილი საქმეები განზრახვით ფასდება

საქმე კეთილი განზრახვის გარეშე იგივეა, რაც მჭლე შესაწირავი (ფს. 65, 15), ანდა სხეული სულის გარეშე; ღმერთი მათ უარუყოფს. საქმე კეთილი განზრახვის გარეშე იგივეა, რაც

ვინც სათნოებაში რაიმე სარგებლის მიღების იმედით ვარჯიშობს, მტკიცე არ არის, რამეთუ მიზანი გადაივლის და იგი შეწყვეტს სიკეთის ქმნას, როგორც მოგებისათვის მოცურავე შეწყვეტს ცურვას, თუ მოგების იმედს ვერ ხედავს ვინც სათნოებაში რაიმე სარგებლის მიღების

ჯერ კიდევ არ უყვარს სიკეთე და ბოროტება არ შეუძულებია მას, ვინც უკანასკნელს ებრძვის მხოლოდ იმის იმედით, რომ ბოროტებაზე გამარჯვებულის დიდებას მოიხვეჭს ჯერ კიდევ არ უყვარს სიკეთე და ბოროტება

გაცილებით მეტს ნიშნავს, თვით სიკეთის გამო სიკეთეზე უარის თქმა არ გსურდეს, ვიდრე ბოროტების შიშის გამო ბოროტებაზე არ დათანხმდე. გაცილებით მეტს ნიშნავს, თვით სიკეთის გამო

გულის განწყობის მიხედვით ფასდება შესაწირი დიდია თუ მცირე: მხოლოდ იგი ადებს საგნებს ნამდვილ ფასს. გულის განწყობის მიხედვით ფასდება შესაწირი

წმიდა საქმეა, სიკეთე აირჩიო სხვა არაფრისათვის, თუ არა - თვით სიკეთისათვის წმიდა საქმეა, სიკეთე აირჩიო სხვა

დიდ ჯილდოს მიიღებ, თუ სიკეთეს ჯილდოსათვის არ აღასრულებ (თვითონვე ზეციურისთვისაც კი). დიდ ჯილდოს მიიღებ, თუ სიკეთეს ჯილდოსათვის არ

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2