თემა: სიმდიდრე, სიღარიბე ზედმეტს ნუ მოვისურვებთ: მცირედითაც კმაყოფილნი ვიყოთ - და ყოველთვის მდიდრები ვიქნებით. link
თემა: მწუხარება, სიკვდილი როგორც ადამიანი აუცილებლად გამოსცდის სიკვდილს, ასევე ვერც მწუხარებებს აუვლის გვერდს. link
თემა: მწუხარება, სიხარული არავინაა ისეთი, ვინც აქაც - ამსოფლად, და იქაც - მომავალ ცხოვრებაში სიხარულში იმყოფებოდა. link
თემა: ამპარტავნება, ეშმაკი ამპარტავნება მანკიერებათა დედაა, რომლისგანაც ეშმაკის დაეცა, რომელიც ადრე ასეთი არ იყო. link
თემა: ჭეშმარიტი ქრისტიანობა ქრისტიანს მხოლოდ ერთი უბედურება, ერთი საშინელება შეიძლება შეემთხვეს - უფალი განარისხოს. link
თემა: ადამიანი, ღმერთი ღმერთთან ახლოს ან შორს ყოფნა თავად ადამიანზეა დამოკიდებული, ვინაიდან უფალი ყველგან არის link
თემა: სინანული უფალს ისე არ განარისხებს ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვები, როგორც ის, რომ არ გვსურს შევიცვალოთ link
თემა: ღვთის ნება რაც ჩვენთვის სასარგებლოა, სწორედ ის სურს ღმერთს, და რაც ღმერთს უნდა, ჩვენთვის სასარგებლოა link
თემა: განკითხვა, სულიერი დაცემა, ცოდვა ყველა ეცემა, როდესაც მას უფალი არ განამტკიცებს - ღვთის შეწევნის გარეშე დგომა არ შეგვიძლია. link
თემა: სათნოებები, ღვაწლი არ არსებობს არანაირი მძიმე საქმე, რომელიც ღვთის ჯილდოს მოლოდინში მსუბუქად არ მოგეჩვენოს. link