თემა: ლოცვა როგორც ღრუბლებიდან ელვა გამობრწყინდება, ასევე ლოცვიდან - ჭეშმარიტებისა და გონიერების ნათელი. link
თემა: განკითხვა, განსჯა ნუ განიკითხავ სხვას, არამედ ეცადე, საკუთარი თავი გამოასწორო, რათა თვითონ არ გახდე განსჯის ღირსი. link
თემა: მოწყალება ჯერ ტაცებას დაანებე თავი, შემდეგ კი მოწყალება დაიწყე. "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი" (ფს. 36, 27). link
თემა: ცილისწამება კარგია, რომ არც ძალიან გეშინოდეს უსამართლო ბრალდებებისა, მაგრამ არც სრულიად უგულებელსყოფდე მათ. link
თემა: მიტევება, მტერობა, შურისძიება არაფერია იმაზე უსაფრთხო, ვიდრე მტრისთვის მიტევება; არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე შურისძიება მასზე. link
თემა: სიყვარული მოყვასისადმი თითოეულის სარგებელი მოყვასისადმი სიყვარულში მდგომარეობს, მოყვასის სარგებელი კი - მის სარგებელში. link
თემა: სახარების კითხვა რაც ფიზიკური საზრდელია ჩვენთვის - ძალების შესანარჩუნებლად, იგივეა წმიდა წერილის კითხვა სულისათვის. link
თემა: ეშმაკი, ღმერთი ეშმაკთან ბრძოლა სხვა - ღვთის წინააღმდეგ ბრძოლას წყვეტს; ეშმაკთან ბრძოლა ღმერთთან შერიგებას ნიშნავს. link
თემა: მარადისობა, წუთისოფელი რაც ერთი წვეთია უსაზღვრო ნაკადულთან შედარებით, ის არის ამჟამინდელი ცხოვრება - მომავალთან შედარებით. link
თემა: სიმდაბლე, სინანული, გლოვა ცოდვებისათვის, ცხონება სინანული დაცემულს წამოაყენებს; ცოდვებზე ტირილი სასუფევლის კარს უკაკუნებს, თავმდაბლობა კი ხსნის მათ. link