200. მაშ, მოდი, ამიერიდან შემომიდექი მე, რომ თანაშეერთო გონების დაცულობის ნეტარებას, შემომიდექი, ვინც გინდა იყო, გწადია რა იხილო „კარგი დღეები“ (შდრ. ფს. 33.13), და უფლის მიერ გასწავლი შენ გონისეულ ძალთა (ანგელოზთა) საქმესა და მოღ...
იხილეთ სრულად
200. მაშ, მოდი, ამიერიდან შემომიდექი მე, რომ თანაშეერთო გონების დაცულობის ნეტარებას, შემომიდექი, ვინც გინდა იყო, გწადია რა იხილო „კარგი დღეები“ (შდრ. ფს. 33.13), და უფლის მიერ გასწავლი შენ გონისეულ ძალთა (ანგელოზთა) საქმესა და მოღვაწეობას, რადგან არ განძღებიან ანგელოზები უფლის ქებისგან, არცთუ – გონება, სიწმინდით მათთან გაჯიბრებული, და ისევე როგორც არას ზრუნავენ საზრდოს გამო უნივთონი (უსხეულონი, ანგელოზები), ამგვარადვე ეს ნივთიერნი უნივთონიც (ხორ...
201. ისევე როგორც არას ზრუნავენ ფულისა თუ ქონებისთვის ზენა ძალები, ამგვარადვე არას შფოთავენ უკეთური სულების ბოროტებათა გამო ისინი, რომლებმაც განიწმინდეს მხედველობა სულისა და სათნოება ითვისეს. კიდევ, ისევე როგორც იმათში აშკარად ავლ...
იხილეთ სრულად
201. ისევე როგორც არას ზრუნავენ ფულისა თუ ქონებისთვის ზენა ძალები, ამგვარადვე არას შფოთავენ უკეთური სულების ბოროტებათა გამო ისინი, რომლებმაც განიწმინდეს მხედველობა სულისა და სათნოება ითვისეს. კიდევ, ისევე როგორც იმათში აშკარად ავლენს თავს ღვთისკენ წარმატებულობის სიმდიდრე, ამგვარადვე აშკარავდება ამათშიც ღვთისადმი ტრფობა და სიყვარული, ღვთისადმი შეკერტება (დაჟინებით მზერა) და ზეაღსვლა, ამასთან ესენი, ზეაღსვლისას საღვთო დაგემოვნებისა და ექსტატური სურ...
202. არ არსებობს ასპიტისა და ვასილისკოს შხამზე უფრო ძლიერი შხამი. ასევე არ არსებობს თავმოთნეობის უკეთურებაზე უფრო ძლიერი უკეთურება, ხოლო თავმოთნეობისგან გყავს მფრინავი ნაშიერები, კერძოდ ესენი: თავისქებანი გულში, თვითკმაყოფილება, ნ...
იხილეთ სრულად
202. არ არსებობს ასპიტისა და ვასილისკოს შხამზე უფრო ძლიერი შხამი. ასევე არ არსებობს თავმოთნეობის უკეთურებაზე უფრო ძლიერი უკეთურება, ხოლო თავმოთნეობისგან გყავს მფრინავი ნაშიერები, კერძოდ ესენი: თავისქებანი გულში, თვითკმაყოფილება, ნაყროვანება, სიძვა, ცუდმედიდობა, მოშურნეობა და ყველაფრის მწვერვალი – ამპარტავნება, რომელსაც ძალუძს ქვედაზიდოს არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ანგელოზებიც ცათაგან და სინათლის ნაცვლად სიბნელე შემოახვიოს მათ.
203. ეს ყოველივე გადმოგცა შენ, თეოდულე, მყუდროების მოსახელემ, თუმცა კი საქმეში განცრუებულმა, ამასთან გადმოგცა, ალბათ, რა მთელი სისავსით, არამედ ის, რაც მისცა მას ღმერთმა, ღმერთმა, – მამად, ძედ და სულიწმინდად ქებულმა და დიდებულმა მ...
იხილეთ სრულად
203. ეს ყოველივე გადმოგცა შენ, თეოდულე, მყუდროების მოსახელემ, თუმცა კი საქმეში განცრუებულმა, ამასთან გადმოგცა, ალბათ, რა მთელი სისავსით, არამედ ის, რაც მისცა მას ღმერთმა, ღმერთმა, – მამად, ძედ და სულიწმინდად ქებულმა და დიდებულმა მთელი გონითი ბუნების მიერ: ანგელოზებისგან, ადამიანებისგან და მთელი ქმნილებისგან, რაც დაჰბადა გამოუთქმელმა სამებამ, ერთმა ღმერთმა, რომლის ბრწყინვალე სასუფეველთან ნეტამც ჩვენც შევძლოთ მიახლება ზესთაწმინდა ღვთისმშობლისა და ჩ...