წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
კაცის გულს ხშირად აქვს ის ცუდი თვისება, რომელ არ უყვარს, ეზარება მადლობის გადახდა. ერთობ საზრახავი და ცუდი არის, ძმანო, ესრედი ხასიათი კაცისა; იგი გამოაჩენს დაბალსა და საზიზღარსა ბუნებასა მისსა. კაცი, კეთილშობილი ხასიათის მექონი, სულგრძელი და წრფელი სიხარულით გადიხდის მადლსა ყოველისა კეთილისა და ქველისმოქმედებისათვის
უკეთუ ამა სოფლისა საზარელი მდგომარეობა, საზოგადო დავიწყება სიმართლისა და სიყვარულისა, ცოდვა და უსჯულოება ყოველთა არ სწვავს გულსა შენსა, უკეთუ სული შენი არა მღელვარე არს შეხედვითა სოფლისა ამის განხრწნილებისა, მაშასადამე, სად არს სარწმუნოება შენი? სად არს სიყვარული შენი? უკეთუ შენ დაადგრებოდე სარწმუნოებასა შინა, იესო ქრისტე იყომცა გულსა შინა შენსა; გარნა იესო ქრისტე არ დაშთება უქმად და უნაყოფოდ გულსა შინა კაცისასა, იგი იქმნს ცხოვნებასა შენსა, იგი მოქმედებს გულსა შინა შენსა მადლითა თვისითა, იგი სდევნის სულსა შენსა უფლისადმი, იგი სწმედს და განაცხოველებს სულსა შენსა.
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
გული კაცისა, რომელსა აქვს ცხოველი სარწმუნოება, ტაძარი არს იესო ქრისტესი. ცხოვლად მორწმუნე კაცი ცხადად უნდა გრძნობდეს თვის შორის სიტკბოებასა იესო ქრისტესსა; სული ეტყვის მას სიახლოვესა უფლისასა, გული ეწამება მას უფლისათვის.
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
პირველი და ნამდვილი ნაყოფი ცხოველისა სარწმუნოებისა არს სიყვარული და ერთობა. მეორე ნაყოფი ცხოველისა სარწმუნოებისა არის და უნდა იყოს სიმართლისა და მართლმსაჯულების სიყვარული.
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ბუნება კაცისა, ძმაო ჩემო, დაცემულ არს და მიდრეკილ ცოდვისადმი, გარნა სარწმუნოება ცხოველი მარადის უნდა განაღვიძებდეს მას და არა უტევებდეს ცოდვისა ქმნად; სარწმუნოება უნდა იყოს ვითარცა აღვირი ვნებათა მისთა; ყოველი ასო უნდა ემორჩილებოდეს სარწმუნოებასა მისსა. მხოლოდ მაშინ ცხოველ არს სარწმუნოება კაცისა, ოდეს მართავს სვლათა მისთა, ვითარცა აღვირი ცხენის სვლასა.
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
უფალი ჩვენი მხოლოდ მუნ იქმოდა კურნებასა და მიანიჭებდა ცხოვრებასა, სადაც ხედვიდა სარწმუნოებასა
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ოდეს შენი მწუხარება და თმენა ერთობ გადიდდა, ოდეს ცოდვამან ერთობ იწყო ძალადობა გულში და ტანჯვა შენი, გარნა შენ არა მიხედე ამას, არამედ სძლიე ცოდვასა, მაშინ შენ ჯვარცმულ ხარ უფლისა იესო ქრისტეს თანა. უკეთუ შენ ქრისტესა თანა ჯვარცმულ ხარ, უთუოდ რომ ქრისტეს თანა აღსდგები მკვდრეთით.
თემა: ჯვრის ტარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მონანება, ძმაო, ის არის, როდესაც კაცმა ისე ღრმად იცნო თავისი ცოდვა, რომელ შესწუხდა სულითა და გულითა, მოიძულა და მოიძაგა ის ცოდვა. მონანებით განწმედილი ცოდვათაგან მხოლოდ ის კაცი არის, რომელმან ერთხელვე და სრულად უარყო ცოდვა, ეშინია მისი, ვითარცა საზარელისა მტერისა და ილტვის მისგან, როგორადაც განძვინებულისა ლომისაგან.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ცხოვნებული იქნება ანუ ის კაცი, რომელმან შობითგან სიკვდილამდე თავის თავი დაიმარხა უბიწოდ და უცოდველად, ანუ ის, რომელმან თუმცა სცოდა, გარნა სრულიად განიწმიდა თავი შენანებითა. საღმრთო წერილი ახსენებს მხოლოდ ორსა პირსა: ერთს მაცხოვარსა ჩვენსა უფალსა იესო ქრისტესა, რომელი იყო უბიწო და მეორესა ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა, რომელი იყო დაცული ყოვლისა ცოდვისაგან. ხოლო ყოველთა სხვათა ადამის ძეთა ზედა საღმრთო წერილი ესრედ იტყვის: „აჰა ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“ (ფს. 50). მაშასადამე, თუ ვინმე ადამიანთაგანი იქმნება ცხოვნებული, ეგრედვე მით, უკეთუ თავი თვისი გაიწმიდა ცოდვათაგან მონანებითა და კეთილის ნაყოფისა გამოღებითა.
აჰა, ვითარ უნდა იყოს აღჭურვილი ქრისტიანე ბრძოლასა შინა თვისსა. სამოსელი მისი უნდა იყოს სიმართლე და ჭეშმარიტება, თავსახურავად უნდა ჰქონდეს სარწმუნოება, ხელში უნდა ეპყრას მახვილად სიტყვა ღვთისა. ესრეთ მხოლოდ აღჭურვილი ქრისტიანე სძლევს სულიერთა მტერთა, უვნებლად გაივლის ყოველთა განსაცდელთა შორის და გვირგვინოსან იქმნება სასუფეველსა შინა ღვთისასა.
თემა: სულიერი ბრძოლაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი